სიცოცხლის წყარო


საკვანძო მუხლები:

ესაია 58 : 11 ; იერემია 2 : 13 ; იოანე 4 : 14 ; იოანე 7 : 38 ; გამოცხადება 7 : 17 ; გამოცხადება 21 : 6 ;
=2.2.100 სიცოცხლის წყარო

გამომდინარეობს:
- ღმერთისგან იერ.2,13
- ქრისტესგან იოან.4,14 გმცხ.21,6
- სული წმიდისგან იოან.7,38.39

იწოდება:
- გამოულევად ეს.58,11
- სიცოცხლის წყაროდ იოან.4,14
- სიცოცხლის წყლად გმცხ.7,17

ბიბლიის მუხლები

ესაია 58
11. მუდამ წინ წაგიძღვება უფალი, გვალვებში სურვილს დაგიკმაყოფილებს, ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლებიც არ გამოილევა.

იერემია 2
13. "რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

იოანე 4
14. ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.

იოანე 7
38. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39. ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

გამოცხადება 7
17. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.

გამოცხადება 21
6. და მითხრა: "აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.

2.2.100 Источник жизни
Ис.58,11 Иер.2,13 Ин.4,14; 7,38.39 Отк.7,17; 21,6