კაცების მაცდუნებელი ქალები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 6 ; დაბადება 39 : 7 ; მსაჯულნი 16 : 6 ; 3მეფეთა 21 : 7 ; იობი 2 : 9 ; იგავნი 7 : 5 ; მარკოზი 6 : 22 ;
=3.49.53 კაცების მაცდუნებელი ქალები

- ევა დაბ.3,6
- ფოტიფარის ცოლი დაბ.39,7-19
- დალიდა მსაჯ.16,6-20
- იეზებელი 3მფ.21,7
- იობის ცოლი იობ.2,9
- მეძავები იგავ.7,5-27
- ჰეროდიას ასული მარ.6,22-28

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
6. და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.

დაბადება 39
7. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: "დაწექი ჩემთან”.

მსაჯულნი 16
6. უთხრა სამსონს დალილამ: "გთხოვ, მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა და რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?”

3მეფეთა 21
7. უთხრა მას იეზებელმა, მისმა ცოლმა: "განა ისრაელის მეფე არა ხარ? ადექი, პური ჭამე და იმხიარულე; მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”.

იობი 2
9. უთხრა ცოლმა იობს: "ისევ შენს უბიწოებას ებღაუჭები? დაგმე ღმერთი და მოკვდი!”

იგავნი 7
5. რათა დაგიფაროს სხვისი ცოლისგან, უცხო ქალისგან, ლაპარაკით რომ ხიბლავს;
6. ვინაიდან, გავიხედე ჩემი სახლის სარკმლიდან და დარაბიდან
7. და დავინახე გულუბრყვილონი, ვაჟებს შორის უგუნური ყმაწვილი შევამჩნიე.
8. ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა,
9. შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში.
10. და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით;
11. დაუდგრომელი და ურჩია იგი, შინ ფეხს ვერ აჩერებს:
12. ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე, ყოველ კუთხეში საფრდება;
13. ჩაებღაუჭა, კოცნის და ურცხვად ეუბნება:
14. "სამშვიდობო მსხვერპლი აღვუთქვი და დღეს აღვასრულე ჩემი დანაპირები,
15. ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, გეძებდი და კიდეც გიპოვე!
16. ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით,
17. მური ვაპკურე ჩემს საწოლს, ალოე და დარიჩინი,
18. შემოდი, დილამდე გავძღეთ სიყვარულით, ვინეტაროთ ალერსით!
19. რადგან სახლში არ არის ჩემი ქმარი, შორ გზაზე წავიდა.
20. ფულით სავსე ქისა წაიღო, შინ სავსე მთვარისას დაბრუნდება.
21. მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი.
22. მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ.
23. ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს.
24. ამიტომ, მისმინეთ ახლა შვილებო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:
25. ნუ გადაუხვევს თქვენი გულები იმ ქალის გზებისკენ და ნურც მის ბილიკებზე იხეტიალებთ,
26. რადგან მრავალი დასცა მან განგმირული, თვლა არ აქვს მისგან დახოცილთ.
27. მისი სახლი ქვესკნელის გზაა, მკვდართა სამყოფელში ჩამავალი.

მარკოზი 6
22. შევიდა ჰეროდიას ასული, იცეკვა და აამა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს; და უთხრა მეფემ ქალიშვილს: "რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ”.
23. დაუფიცა: "რაც გინდა მთხოვე, მოგცემ; ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი”.
24. გამოვიდა და ჰკითხა დედამისს: "რა ვთხოვო?” იოანე ნათლისმცემლის თავიო - უპასუხა მან.
25. მყისვე დაბრუნდა მეფესთან და უთხრა: "მინდა, რომ ახლავე იოანე ნათლისმცემლის თავი მომართვა ლანგრით”.
26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისთვის უარის თქმა.
27. მაშინვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და იოანეს თავის მოტანა უბრძანა; ისიც წავიდა და საპყრობილეში მოჰკვეთა თავი.
28. მოიტანა მისი თავი ლანგრით და ქალიშვილს გადასცა, ქალიშვილმა კი დედამისს მისცა.

3.49.53 Искусительницы - женщины, искусающие мужчин
Быт.3,6; 39,7-19 Суд.16,6-20; 3цар.21,7 Иов.2,9 Пр.7,5-27 Мар.6,22-28