დასურათება, ილუსტრაცია, მაგალითი განსამარტავად


საკვანძო მუხლები:

იგავნი 6 : 6 ; მარკოზი 12 : 7 ; 1კორინთელთა 10 : 11 ; მათე 13 : 34 ;
=4.18.35 დასურათება, ილუსტრაცია, მაგალითი განსამარტავად

- ბუნებიდან იგავ.6,6-11
- მიმდინარე მოვლენებიდან მარ.12,1-9
- ძველი ისტორიიდან 1კორ.10,1-11

დასასურათებლად
- იესო იგავებით ელაპარაკებოდა ხალხს მათ.13,34

ბიბლიის მუხლები

იგავნი 6
6. ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.
7. არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი;
8. ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.
9. როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ?
10. ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად,
11. და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით - გაჭირვება.

მარკოზი 12
1. დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: "კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი შორს გაემგზავრა.
2. დრომ რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი მიეღო მათგან.
3. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4. მერე სხვა მონა გაუგზავნა. მასაც ქვები დაუშინეს, თავში დაჭრეს და შეურაცხყოფილი გააბრუნეს.
5. სხვა გაგზავნა, ის კი მოკლეს. ბევრი სხვაც გაგზავნა. ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს.
6. ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
7. მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახის გარეთ გადააგდეს.
9. რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს.

1კორინთელთა 10
1. არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვა.
2. ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში.
3. ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს
4. და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.
5. მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა; ამიტომ უდაბნოში მიმოიფანტა მათი გვამები.
6. და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.
7. არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ.
8. ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.
9. ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.
10. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.
11. ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.

4.18.35 Иллюстрация - пример для пояснения
Пр.6,6-11 Матф.13,34 Мар.12,1-9; 1Кор.10,1-11