გამოგონებათა შესახებ ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 21 ; 2ნეშტთა 26 : 15 ; ფსალმუნები 105 : 29 ; იგავნი 8 : 12 ; ეკლესიასტე 7 : 29 ; სიბრძნე სოლომონისა 14 : 1 ;
=1.6.44 გამოგონებათა შესახებ ბიბლიაში

- პირველი გამომგონებლები დაბ.4,21.22
- მოითხოვს ოსტატობას 2ნეშ.26,15
- არის სიბრძნისა და წინდახედულობის შედეგი იგავ.8,12
- ადამიანებმა მრავალი თავსატეხი გაიჩინეს ეკლ.7,29
- გამოიგონეს ბოროტი თავისთვის ფს.105,29
- კერპთა კეთების ჩანაფიქრი სიბრძ.14,12

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
21. მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22. ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.

2ნეშტთა 26
15. გააკეთა იერუსალიმში გამომგონებელთა მიერ გამოგონებული მანქანები, რათა კოშკებსა და კუთხეებზე დაედგა ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად. შორს განითქვა მისი სახელი, რადგან საკვირველი შეწევნა ჰქონდა, ვიდრე არ გაძლიერდა.

ფსალმუნი 105
29. განარისხეს თავიანთი მოქმედებით და მომსვრელი სენი დაატყდათ თავს.

იგავნი 8
12. მე, სიბრძნე, გონიერებასთან ვმკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას ვპოვებ.

ეკლესიასტე 7
29. აჰა, მხოლოდ ეს აღმოვაჩინე - რომ ღმერთმა წრფელი შექმნა ადამიანები, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს!”

სიბრძნე სოლომონისა 14
12. რადგან კერპთა კეთების ჩანაფიქრი გარყვნილების სათავე იყო, ხოლო მათი გამოგონება - ცხოვრების გახრწნა;

1.6.44 Изобретение
Быт.4,21.22; 2Пар.26,15 Пс.105,29 Пр.8,12 Екк.7,29 Прем.14,12