ნამეტის, მოჭარბებულის გამოყენება


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 26 : 13 ; ლევიანნი 25 : 27 ; რიცხვნი 3 : 49 ; ფსალმუნები 16 : 14 ; მარკოზი 12 : 44 ; ლუკა 21 : 4 ; 2კორინთელთა 8 : 14 ; გამოსვლა 16 : 24 ;
=4.19.54 ნამეტის, მოჭარბებულის გამოყენება

- დილამდე შენახვა გამ.16,23.24
- სავანის გვერდების დასაფარად გამ.26,13
- უკან დასაბრუნებლად ლევ.25,27
- გამოსასყიდად რიცხ.3,49
- შვილებისთვის დასატოვებლად ფს.16,14
- შესაწირად მარ.12,44 ლუკ.21,4
- ურთიერთგასაზიარებლად 2კორ.8,14

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 16
23. და უთხრა მათ: “აჰა, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათია. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყოველი ნამეტი გადადეთ თქვენთვის დილამდე შესანახად.

გამოსვლა 26
13. სავანის გადასაფარებლის სიგრძეზე მორჩენილი ნამეტი, ერთი წყრთა ერთი მხრიდან, გადაიჭიმოს სავანის გვერდებზე აქეთა და იქით, მის დასაფარავად.

ლევიანნი 25
27. მაშინ გამოითვალოს გაყიდულის წლები და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა და დაუბრუნდეს თავის სამფლობელოს.

რიცხვნი 3
49. და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ შენაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან.

ფსალმუნი 16
14. იმ კაცებისგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისგან, რომელთაც ამ სიცოცხლეშივე აქვთ წილი, მათ მუცლებს შენი საგანძურიდან ავსებ, რათა გაძღნენ მათი შვილები და ნამეტი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.

ლუკა 21
4. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.”

2კორინთელთა 8
14. ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათ ნაკლულობას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა, რომ იყოს თანაბრობა.

4.19.54 Использование излишек
Исх.16,23.24; 26,13 Лев.25,27 Чис.3,49 Пс.16,14 Мар.12,44 Лук.21,4; 2Кор.8,14