განდევნა, გაძევება, .მოკვეთა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 24 ; დაბადება 4 : 12 ; დაბადება 21 : 10 ; 2მეფეთა 13 : 38 ; 2ნეშტთა 36 : 20 ; ეზრა 7 : 26 ; ნეემია 13 : 28 ; ლუკა 4 : 29 ; საქმენი მოციქულთა 13 : 50 ; საქმენი მოციქულთა 18 : 2 ; გამოცხადება 1 : 9 ; გამოცხადება 12 : 9 ; გამოცხადება 20 : 15 ; მათე 25 : 30 ; ლევიანნი 18 : 24 ; ლევიანნი 26 : 7 ; იესო ნავეს ძე 13 : 13 ; იობი 18 : 18 ; მალაქია 2 : 12 ; მეორე რჯული 4 : 38 ;
=3.51.42 განდევნა, გაძევება, მოკვეთა

- პირველი ადამიანების ედემიდან დაბ.3,24
- კაენის სხვა ქვეყანაში დაბ.4,12
- ყმა ქალის და მისი ძის სახლიდან დაბ.21,10
- ღმერთი დევნის ბილწ ხალხებს თავისი ხალხისგან ლევ.18,24 რჯ.4,38
- მტრების ლევ.26,7
- არ განუდევნიათ ისრაელის ძეებს გეშურელნი აღთქმული მიწიდან იესნ.13,13
- აბესალომის გეშურში 2მფ.13,38
- ებრაელების ქვეყნიდან 2ნეშ.36,20
- დამნაშავეების საზოგადოებიდან ეზრ.7,26
- უცხოტომელის ცოლად შემრთველის ნეემ.13,28 მალ.2,12
- [ბოროტეული] ნათლიდან ბნელში განიდევნება იობ.18,18
- უკეთურების ცეცხლის ტბაში მათ.25,30 გმცხ.20,15
- ქრისტე ქალაქიდან ლუკ.4,29
- პავლესა და ბარნაბას სხვაგან საქ.13,50
- იუდეველების რომიდან საქ.18,2
- იოანე კუნძულ პატმოსზე გმცხ.1,9
- სატანა ზეციდან გმცხ.12,9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.

დაბადება 4
12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.

დაბადება 21
10. უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.

2მეფეთა 13
38. გაიქცა აბესალომი და მივიდა გეშურს. დაჰყო იქ სამი წელი.

2ნეშტთა 36
20. მახვილს გადარჩენილნი ბაბილონისკენ გარეკა და იყვნენ ისინი მისთვის და მისი ძეებისთვის მსახურებად, სპარსეთის მეფობის დამყარებამდე.

ეზრა 7
26. ის, ვინც არ დაემორჩილება შენი ღვთის რჯულსა და მეფის კანონს, მყისვე გაასამართლონ და აღასრულონ სამართალი: სიკვდილი თუ განდევნილება, ქონების ჩამორთმევა თუ დატუსაღება”.

ნეემია 13
28. იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავარის ძეთაგან ერთ-ერთის ვაჟი ხორონელი სანბალატის სიძე იყო და გავაგდე ჩემგან.

მათე 25
30. ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

ლუკა 4
29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.

საქმეები 13
50. მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.

საქმეები 18
2. და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ, და მივიდა მათთან.

გამოცხადება 1
9. მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.

გამოცხადება 12
9. და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.

გამოცხადება 20
15. ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

3.51.42 Изгнание
Быт.3,24; 4,12; 21,10 Лев.18,24; 26,7 Вт.4,38 Иисн.13,13; 2цар.13,38; 2Пар.36,20 Езд.7,26 Неем.13,28 Иов.18,18 Мал.2,12 Матф.25,30 Лук.4,29 Деян.13,50; 18,2 Отк.1,9; 12,9; 20,15