წარხოცვა - წაშლა


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 32 : 32 ; მეორე რჯული 25 : 19 ; მეორე რჯული 29 : 20 ; 4მეფეთა 14 : 27 ; ნეემია 13 : 14 ; იობი 14 : 17 ; ფსალმუნები 20 : 10 ; ფსალმუნები 33 : 16 ; ფსალმუნები 50 : 2 ; ქებათა-ქება 8 : 7 ; ესაია 25 : 8 ; ესაია 26 : 14 ; ესაია 28 : 17 ; ეზეკიელი 11 : 18 ; ეზეკიელი 16 : 9 ; ეზეკიელი 37 : 11 ; იოველი 2 : 21 ; კოლასელთა 2 : 14 ; ებრაელთა 10 : 4 ;
=3.51.41 წარხოცვა - წაშლა

- ღვთის წიგნიდან სახელის გამ.32,32.33
- ყამალეკის რჯ.25,19
- მტრების, ბოროტმოქმედების რჯ.29,20 ფს.20,10; 33,16 ეს.26,14; 28,17 ეზეკ.11,18
- ისრაელის, როგორც ხალხის 4მფ.14,27
- სათხოვარი არ წაიშალოს ნეემ.13,14
- ცოდვების იობ.14,17 ფს.50,2.9 ეს.25,8 ეზეკ.16,9 იოვ.2,21
- კაცის იმედის იობ.14,19 ეზეკ.37,11
- სიყვარულს ვერ წარხოცავს ქებ.8,7
- ჩვენი ვალების ხელწერილის კოლ.2,14
- შეუძლებელია ცოდვათა წარხოცვა შესაწირავებით ებრ.10,4.11

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32
32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.
33. უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.

მეორე რჯული 25
19. და როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენი გარეშემო მტრისაგან ქვეყნაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, წაშალე ხსოვნა ყამალეკისა ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.

მეორე რჯული 29
20. არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან.

4მეფეთა 14
27. არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის მოსპობა ცისქვეშეთიდან და იერობოამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი.

ნეემია 13
14. ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წაშლი ქველ საქმეებს, ღვთის სახლისათვის და მისი სამსახურისათვის რომ გამიკეთებია.

იობი 14
17. ჩაბეჭდილია გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავ.
19. ქვებს აცამტვერებს წყალი, მისი ნიაღვარი მიწას წალეკავს. შენც ასევე წარხოცავ კაცის იმედს.

ფსალმუნი 20
10. შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.

ფსალმუნი 33
16. პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.

ფსალმუნი 50
2. მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
9. სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.

ქებათა ქება 8
7. ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.”

ესაია 25
8. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.

ესაია 26
14. მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.

ესაია 28
17. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს.

ეზეკიელი 11
18. მივლენ იქ და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს.

ეზეკიელი 16
9. წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე.

ეზეკიელი 37
11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.

იოველი 2
21. ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი.

კოლასელთა 2
14. წაშალა ჩვენი ვალების ხელწერილი, რომელიც თავისი დებულებებით ჩვენს წინააღმდეგ იყო, გაანადგურა იგი და ჯვარს მიამსჭვალა.

ებრაელთა 10
4. რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით.

3.51.41 Изгладить - стереть
Исх.32,32.33 Вт.25,19; 29,20; 4цар.14,27 Неем.13,14 Иов.14,17.19 Пс.20,10; 33,16; 50,2.9 Песн.8,7 Ис.25,8; 26,14; 28,17 Иез.11,18; 16,9; 37,11 Иоил.2,21 Кол.2,14 Евр.10,4.11