ჩხრეკა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 31 : 37 ; დაბადება 44 : 12 ; მსაჯულნი 5 : 15 ; 1მეფეთა 23 : 22 ; 3მეფეთა 20 : 6 ; იგავნი 18 : 17 ; იგავნი 20 : 25 ; იგავნი 25 : 27 ; აბდია 1 : 6 ; სოფონია 1 : 12 ; ტიტე 3 : 9 ;
=1.6.43 ჩხრეკა

- ნივთის ძებნა დაბ.31,37; 44,12; 3მფ.20,6
- გულის კვლევა მსაჯ.5,15.16
- დამალული კაცის ძებნა 1მფ.23,22
- სიმართლის ძიება იგავ.18,17
- დაუფიქრებელი პირობის დადების შემდგომი განხილვა იგავ.20,25
- სხვისი ღირსების კვლევა იგავ.25,27
- სიმწირის აღმოჩენა აბდ.1,6
- ცოდვილთა პოვნა მსჯავრისთვის სოფ.1,12
- ფუჭი ძიება ტიტ.3,9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31
37. მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!

დაბადება 44
12. მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.

მსაჯულნი 5
15. და მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; და ისაქარი, ისევე როგორც ბარაკი, მის კვალდაკვალ დაეშვა ველზე. და რეუბენის დასებში იყო დიდი ჩხრეკა გულისა.

1მეფეთა 23
22. ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ. და წამოგყვებით და თუ ამ ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა ათასეულში დავუწყებ ძებნას.”

3მეფეთა 20
6. ხვალ ამ დროს მსახურებს გამოგიგზავნი, გაჩხრეკენ შენს და შენი მსახურების სახლებს და თავისი ხელით აიღებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვის და წამოიღებენ”.

იგავნი 18
17. პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას.

იგავნი 20
25. კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ შერაცხვა და აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა.

იგავნი 25
27. ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და სხვისი ღირსების ჩხრეკა არ არის ღირსება.

აბდია 1
6. როგორ გაძარცვულა ესავი, როგორ გაუჩხრეკავთ მისი საგანძურები!

სოფონია 1
12. მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!

ტიტე 3
9. ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო.

1.6.43 Обыск
Быт.31,37; 44,12 Суд.5,15.16; 1цар.23,22; 3цар.20,6 Пр.18,17; 20,25; 25,27 Авд.1,6 Соф.1,12 Тит.3,9