კირი ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 11 : 3 ; მეორე რჯული 27 : 2 ; ესაია 27 : 9 ; ესაია 33 : 12 ; დანიელი 5 : 5 ; ამოსი 2 : 1 ; საქმენი მოციქულთა 23 : 3 ;
=1.1.143 კირი ბიბლიაში

გამოყენება მშენებლობაში:
- კედლების დაბ.11,3
- შელესვა რჯ.27,2 დან.5,5
- შეთეთრება საქ.23,3

სიმბოლურად:
- მსჯავრი ეს.27,9; 33,12
- მკაცრი მიმართვა ამ.2,1

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11
3. უთხრეს ერთმანეთს: "მოდი, გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში”. და ჰქონდათ ქვის ნაცვლად აგური, ხოლო - კირის ნაცვლად ფისი.

მეორე რჯული 27
2. იმ დღეს, როცა გადახვალ იორდანეს გაღმა მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, აღმართე დიდი ქვები და შელესე კირით;

ესაია 27
9. ამიტომ ამით მიეტევება იაკობს დანაშაული და ასეთია სრული საფასური ცოდვათაგან განრიდებისა, როცა კირივით დაფშვნეტს სამსხვერპლოს ყველა ქვას და მეტად აღარ იდგებიან აშერები და მზის სვეტები.

ესაია 33
12. გამომწვარი კირივით იქნებიან ხალხები, აჩეხილი ეკლებივით დაიწვებიან ცეცხლში.

დანიელი 5
5. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სალამპრეს წინ, სამეფო სასახლის კირით შელესილ კედელზე წერა დაიწყეს; და ხედავდა მეფე ხელის მტევანს, რომელიც წერდა.

ამოსი 2
1. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ მოაბს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - ედომის მეფის ძვლების კირად გამოწვის გამო.

საქმეები 23
3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას.

1.1.143 Известь
Быт.11,3 Вт.27,2 Ис.27,9; 33,12 Дан.5,5 Ам.2,1 Деян.23,3