აცილება, გარიდება, გაქცევა, თავის დაღწევა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 19 : 15 ; დაბადება 39 : 12 ; 1მეფეთა 19 : 10 ; 4მეფეთა 11 : 2 ; ესთერი 2 : 21 ; ესთერი 7 : 10 ; ლუკა 4 : 30 ; ლუკა 21 : 36 ; საქმენი მოციქულთა 5 : 20 ; საქმენი მოციქულთა 27 : 22 ; 2პეტრე 1 : 4 ; 1კორინთელთა 6 : 18 ; 1კორინთელთა 10 : 14 ; 1თესალონიკელთა 1 : 10 ; გამოცხადება 7 : 14 ; დაბადება 7 : 7 ; რიცხვნი 16 : 24 ; ზირაქი 21 : 1 ; საქმენი მოციქულთა 17 : 14 ; რიცხვნი 35 : 26 ; მათე 27 : 65 ;
=3.49.52 აცილება, გარიდება, გაქცევა, თავის დაღწევა

ფიზიკური:
- წარღვნას დაბ.7,7 (და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავის გადასარჩენად ნოე და თავისი ცოლი, მისი ძეები და მათი ცოლები.)
- სოდომს დაბ.19,15 (განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.)
- მოჯანყეებს რიცხ.16,24 (უთხარი თემს: განერიდეთ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომს.)
- შურისმაძიებლებს თავშესაფარ ქალაქში რიცხ.35,26
- გაბოროტებულ მეფეს 1მფ.19,10 (შეეცადა საული შუბით კედელზე მიეჭედა, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელში ჩაიჭედა შუბი. გაიქცა დავითი და გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს.)
- გავეშებულ დედოფალს 4მფ.11,2 (მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, მეფის ძეებიდან გამოარჩია იოაში, ახაზიას ძე და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დაუმალა ღოთოლიას და ვერ მოკლეს.)
- მკვლელობას ესთ.2,21-23 (21. იმ დღეებში, როდესაც მეფის კარიბჭესთან იჯდა მორდექაი, გაბრაზდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, მისი კარის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჩაიდეს გულში.
22. შეიტყო ეს ამბავი მორდექაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მეფეს მოახსენა მორდექაის სახელით.
23. გამოიძიეს ეს საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. და ჩაიწერა ეს მეფის წინაშე, მატიანის წიგნში.)
- ძელზე ჩამოკიდებას ესთ.7,10 (და ჩამოკიდეს ჰამანი ძელზე, რომელიც მან მორდექაის გაუმზადა და დაცხრა მეფის რისხვა.)
- იმის თავიდან არიდება და გადაბარება, რაც მხარის ინტერესში არ არის მათ.27,65
- ბრბოს ლუკ.4,30 (მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.)
- საპატიმროს საქ.5,20 ("წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.)
- აღელვებულ ბრბოს განარიდეს პავლე მოციქული საქ.17,14
- ჩასაძირად განწირულ ხომალდს საქ.27,22-44 (22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,)
- სიძვას 1კორ.6,18 (გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.)

სულიერი:
- ცოდვას დაბ.39,12 (ჩაეჭიდა ქალი იოსებს სამოსელში და უთხრა: "წამოდი, დაწექი ჩემთან!” და ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი, გაიქცა და გარეთ გავარდა.)
- რაც უნდა მოხდეს ლუკ.21,36 (ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”)
- მორალურ გახრწნას 2პეტ.1,4 (რომელთა მიერაც მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე.)
- კერპთაყვანისმცემლობას 1კორ.10,14 (ამიტომ, ჩემო საყვარლებო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.)
- ღვთის რისხვას 1თეს.1,10 (და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა; იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ.)
- დიდი გასაჭირს გმცხ.7,14-17 (14. ვუპასუხე: "უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: "ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.)
- გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების მომაკვდინებელი ზირაქ.21,2

--------------------
სურათზე: გვიდო რენი "იოსები და ფოტიფარის ცოლი"

3.49.52 Избежать
Быт.7,7; 19,15; 39,12 Чис.16,24; 35,26; 1цар.19,10; 4цар.11,2 Есф.2,21-23; 7,10 Матф.27,65 Лук.4,30; 21,36 Деян.5,20; 17,14; 27,22-44; 2Пет.1,4; 1Кор.6,18; 10,14; 1Фес.1,10 Отк.7,14-17 Сирах.21,2