საკუთარი ბრალის გადაბრალება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 12 ; ესაია 63 : 17 ; იაკობი 1 : 13 ; ზირაქი 15 : 1 ; იობი 1 : 22 ;
=3.51.20 საკუთარი ბრალის გადაბრალება

დაბ.3,12 იობ.1,22 ზირ.15,12 ეს.63,17 იაკ.1,[13] 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
12. უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.

იობი 1
22. ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.

ზირაქი 15
12. ნუ იტყვი ღმერთმა შემაცდინაო, რადგან არ სჭირდება მას ცოდვილი კაცი.

ესაია 63
17. რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის!

იაკობი 1
13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.3:12, 13 პირველად გამოვლინდა კიდევ ერთი ადამიანური სისუსტე: კაცმა თავისი ცოლი და ღმერთი დაადანაშაულა. თავის მხრივ, ქალიც შეეცადა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
__ბიბლია კომენტარებით 2015__

***
დაბ.3,11 - "იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია". ღმერთმა ადამს მონანიების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ადამიანი უკვე "შიშველი" და "ცბიერია". იგი თავის სიშიშვლეს მალავს და ამ მიზნის მისაღწევად ცბიერებას იყენებს.
დაბ.3,12.13 - სიმართლის დამახინჯებით, ერთმანეთსა და ღმერთზე გადაბრალებით, ადამიანები მთლიანად იმ "თავისებურების" შესაბამისად მოქმედებენ, რაც მათ გველისგან შეიძინეს.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __


3.51.20. Перекладывать свою вину на другого
Быт.3,12 Иов.1,22 Сир.15,12 Ис.63,17 Иак.1,[13]