სელექცია მეურნეობაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 30 : 38 ; დაბადება 31 : 12 ; ლევიანნი 19 : 19 ; მეორე რჯული 22 : 9 ; ესაია 28 : 25 ;
=3.43.30 სელექცია მეურნეობაში

- ასწავლის ღმერთი ეს.28,25.26
- სასწაულებრივად ეხმარება და აკურთხებს ღმერთი დაბ.30,38.39; 31,12
- იკრძალება პირუტყვის შეჯვარება ლევ.19,19
- იკრძალება ერთგან ორგვარი თესლის თესვა ლევ.19,19 რჯ.22,9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 30
38. აჭრელებული წნელები გეჯებში ჩაალაგა, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მიდიოდა და ახურდებოდა ხოლმე.
39. ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და იგებდა ზოლიან, დაწინწკლულ და ჭრელ ბატკნებს.

დაბადება 31
12. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.

ლევიანნი 19
19. დაიცავით ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს.

მეორე რჯული 22
9. ორნაირ თესლს ნუ დათესავ შენს ვენახში, რათა არ წაიბილწოს შენს მიერ დათესილი თესლის ნაყოფი და ვენახის მოსავალი.

ესაია 28
25. განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მოფანტავს შავკაკალას და კვლიავს მიმოყრის, ხორბალს რიგებად თესავს და ქერს თავის ადგილზე ჰყრის, ჭვავს კი ყანის კიდეებზე ათავსებს.
26. ესა აქვს წესად დადებული, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.

__თემაზე წერდნენ__
***
შეეძლოთ კი აჭრელებულ წნელებს მოეხდინათ გავლენა შთამომავლობის შეფერილობაზე? შესაძლოა მოცემულ მეთოდს ჰქონდა მეცნიერული საფუძველი, თუმცა არ შეიძლება ამაზე რაიმეს დარწმუნებით თქმა. (უკანასკნელი აღმოჩენები გენეტიკის სფეროში მოწმობს რომ ეს შესაძლებელია). კიდევ როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ იბადებოდა სწორედ ისეთი ცხოველები, როგორებიც ესაჭიროებოდა იაკობს?
პირველ რიგში, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სასწაული (დაბ.31:12).
ასევე შესაძლებელია, რომ იაკობი აქ იყენებდა ეშმაკობას. ტექსტი მიანიშნებს, რომ მისთვის ცნობილი იყო ცხოველთა გამოყვანა. გულმოდგინედ არჩევდა რა პირუტყვს შესაწყვილებლად, მას შეეძლო არა მხოლოდ ფერით განესაზღვრა შთამომავლობა, ასევე მოეწყო ისე, რომ ძლიერები მას დარჩენოდა, სუსტები კი - ლაბანს. ისიცაა შესაძლებელი, რომ დაჭრელებული წნელები ყოფილიყო სატყუარა, რომელთა მეშვეობითაც გარეშეთაგან ფარავდა თავის სამესაქონლეო საიდუმლოებებს.
__ მაკდონალდის კომენტარები __

***
დაბ.30,38.39. მართალი ამგვარად, თავისი პირადი მოსაზრებებით კი არ იქცეოდა, არამედ მადლისმიერი ზეგარდამო ჩაგონებით, რადგანაც ის, რაც მოხდა, ბუნების კანონებს არ ემორჩილებოდა, არამედ ბევრი რამ დიდად აღემატებოდა საგანთა ბუნებრივ თანამიმდევრობას.
ასეთი გეგმა მხოლოდ ღმერთის უმაღლესი მადლით შეიძლებოდა განხორციელებულიყო და არა წარმართული ჯადოქრობით.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

3.43.30 Селекция в хозяйстве
Быт.30,38.39; 31,12 Лев.19,19 Вт.22,9 Ис.28,25.26