მყრალი სუნი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 7 : 18 ; გამოსვლა 8 : 14 ; გამოსვლა 16 : 20 ; 1ნეშტთა 19 : 6 ; იობი 19 : 17 ; ფსალმუნები 37 : 5 ; ეკლესიასტე 10 : 1 ; ესაია 3 : 24 ; ესაია 19 : 6 ; ესაია 34 : 3 ; ესაია 50 : 2 ; იოველი 2 : 20 ; ამოსი 4 : 10 ; იოანე 11 : 39 ;
=4.19.51 მყრალი სუნი

გამოსცემს:
- მკვდარი თევზი გამ.7,18
- დახოცილი ბაყაყები გამ.8,14
- მეორე დღისთვის მორჩენილი მანანა გამ.16,20
- ავადმყოფი იობ.19,17
- ჭრილობა ფს.37,5
- მკვდარი ბუზები ეკლ.10,1
- ხრწნა ეს.3,24
- გვამები ეს.34,3 იოან.11,39

მეტაფორულად:
- არასასურველი 1ნეშ.19,6
- სასჯელი ეს.19,6; 50,2 იოვ.2,20 ამ.4,10

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 7
18. გაწყდება თევზი მდინარეში, აყროლდება მდინარე და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი იმ წყალს.’“

გამოსვლა 8
14. მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა.

გამოსვლა 16
20. მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე.

1ნეშტთა 19
6. დაინახეს ყამონის შვილებმა, რომ სიმყრალესავით გახდნენ დავითისთვის და გაგზავნეს ხანუნმა და ყამონის შვილებმა ათასი ტალანტი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან.

იობი 19
17. ჩემი სუნთქვაც შესძაგდა ჩემს ცოლს და სიმყრალე ჩემი - ჩემს ძმებს.

ფსალმუნი 37
5. ჭრილობები ამიყროლდა და დამიჩირქდა, ჩემი უგუნურობის გამო.

ეკლესიასტე 10
1. მკვდარი ბუზები ამყრალებენ მენელსაცხებლის სურნელოვან ზეთს; მცირე სიბრიყვეს შეუძლია გადაწონოს სიბრძნე და ღირსება.

ესაია 3
24. იქნება: კეთილსურნელების ნაცვლად - ხრწნის სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად - საბელი, ვარცხნილობის ნაცვლად - სიქაჩლე, კოხტა მოსასხამის ნაცვლად - ჯვალო, მშვენიერების ნაცვლად კი - დაღი.

ესაია 19
6. ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.

ესაია 34
3. მათი დახოცილნი მიტოვებულ იქნებიან, მათი გვამები აყროლდება, მთებს მორწყავს მათი სისხლი;

ესაია 50
2. რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.

იოველი 2
20. ჩრდილოეთელსაც მოგაშორებთ, გავყრი უწყლო და გაუდაბურებულ მიწაზე. მის მეწინავეთ - აღმოსავლეთის ზღვაში, უკან მორჩენილთ კი - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი.

ამოსი 4
10. გამოგიგზავნეთ მომსვრელი ჭირი, როგორც ეგვიპტეს, მახვილით ვხოცავდი თქვენს ჭაბუკებს, ნადავლად იტაცებდნენ თქვენს ცხენებს, თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს სწვდებოდა, მაგრამ მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.

იოანე 11
39. ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“

4.19.51 Зловоние, смард, отвратительный запах

Исх.7,18; 8,14; 16,20; 1Пар.19,6 Иов.19,17 Пс.37,5 Екк.10,1 Ис.3,24; 19,6; 34,3; 50,2 Иоил.2,20 Ам.4,10 Иоан.11,39