წარღვნის შემდეგ კლიმატის შეცვლის შესახებ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 7 ; დაბადება 2 : 5 ; დაბადება 9 : 14 ; იობი 5 : 10 ; იობი 26 : 8 ; იობი 38 : 26 ; ფსალმუნები 64 : 10 ; ფსალმუნები 134 : 7 ; ეკლესიასტე 11 : 3 ;
=2.1.12. წარღვნის შემდეგ კლიმატის შეცვლის შესახებ

დაბ.1,[7],, 2,[5.6],, 9,[14].20.21 იობ.5,10,, 26,8,, 38,26.27 ფს.64,10.11,, 134,7 ეკლ.11,3

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

დაბადება 2
5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.

დაბადება 9
14. როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,
20. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.
21. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.

იობი 5
10. მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,

იობი 26
8. ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;

იობი 38
26. რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
27. რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?

ფსალმუნი 64
10. კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
11. მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.

ფსალმუნი 134
7. ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.

ეკლესიასტე 11
3. როცა ღრუბელი აივსება, წვიმაც იწვიმებს ქვეყანაზე; თუ დაეცა ხე სამხრეთში ან ჩრდილოეთში, სადაც დაეცა, იქვე დარჩება.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.1:6,7 - გაყო წყალი წყლისგან: როგორც ჩანს, წყლით დაფარულ დედამიწას გარს ორთქლის სარტყელი ეკრა. ღმერთი მიწის ზედაპირსა და ღრუბლებს შორის არსებულ სივრცეს მყარს უწო-
დებს. იგი ორ წყალს ყოფდა და დედამიწის გარშემო ორთქლის მასიურ საფარველს წარმოშობდა (ებრ. მაბულ). მაღლა არსე-
ბული წყლები იმდროინდელი ქვეყნიერების თავზე სათბურის დამცავ ეფექტს ქმნიდნენ.
დაბ.2:5,6 ეს მუხლი პირველი თავიდან მრავალი დეტალის გამოტოვებით 1:2-ს შეესაბამება. ორთქლი: სავარაუდოდ `წყარო~ ან `მტკნარი წყლის ოკეანე~-ა. ჩანს, რომ მიწისქვეშა წყალი ჯერ კიდევ ამოიჭრებოდა ხოლმე განუცალკევებელი მიწიდან (კონტინენტებიდან).
__ ბიბლია კომენტარებით 2015 __

2.1.12. О изменении климата после потопа
Быт.1,[7],, 2,[5.6],, 9,[14].20.21 Иов.5,10,, 26,8,, 38,26.27 Пс.64,10.11,, 134,7 Екк.11,3