საკვანძო მუხლები:

დაბადება 30 : 11 ; დაბადება 46 : 16 ; დაბადება 49 : 19 ; რიცხვნი 1 : 24 ; რიცხვნი 32 : 25 ; მეორე რჯული 27 : 13 ; 1მეფეთა 22 : 4 ; 2მეფეთა 24 : 11 ; 1ნეშტთა 5 : 26 ; გამოცხადება 7 : 5 ; რიცხვნი 1 : 14 ; რიცხვნი 2 : 15 ; რიცხვნი 13 : 12 ; რიცხვნი 13 : 16 ; რიცხვნი 26 : 18 ;
=1.8.111 გადი

(წარმატება, გამართლება)

ერთი გადი არის იაკობის ძე ლეას მხევალ ზილფასგან დაბ.30,11
- მამა 7 ძისა, ტომების თავებისა დაბ.46,16
- იაკობის წინასწარმეტყველება გადზე დაბ.49,19
- გადის შტოს თავკაცი რიცხ.1,14
- გადის შთამომავლები რიცხ.1,24.25; 2,15; 26,18 რჯ.27,13
- მზვერავი გადის ტომიდან რიცხ.13,16
- გადის ძეთა ტერიტორიები რიცხ.32,25-36
- მათი ტყვეობა 1ნეშ.5,26
- მათ შესახებ გმცხ.7,5

მეორე გადი არის მზვერავი იოსების ტომიდან რიცხ.13,12

მესამე გადი არის დავითის წინასწარმეტყველი 1მფ.22,4; 2მფ.24,11

ბიბლიის მუხლები

დაბადება 30
11. თქვა ლეამ: "როგორ გამიმართლა” და უწოდა სახელად გადი.

დაბადება 46
16. გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყეთი, აროდი და არიელი.

დაბადება 49
19. მოაწყდებიან გადს ურდოები, ის კი თავად მისწვდება მათ ქუსლებს.

რიცხვნი 1
24. გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
25. გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.

რიცხვნი 32
25. და უთხრეს მოსეს გადისა და რეუბენის ძეებმა: "ისე მოიქცევიან შენი მსახურნი, როგორც ბრძანებს ჩვენი ბატონი.
26. ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი პირუტყვი და მთელი ჩვენი საქონელი აქ დარჩებიან, გილყადის ქალაქებში;

მეორე რჯული 27
13. ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.

1მეფეთა 22
4. უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ამ თავშესაფარში ნუ დარჩები. ადექი და წადი იუდას ქვეყანაში. წავიდა დავითი და მივიდა ხერეთის ტყეში.

2მეფეთა 24
11. ადგა დილას დავითი და ესმა უფლის სიტყვა გადს, დავითის წინასწარმეტყველს:

1ნეშტთა 5
26. მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გადაასახლა რეუბენიანნი, გადელნი და მენაშეს ნახევარი ტომი და მიიყვანა ისინი ხელახში, ხაბორსა და ჰარაში, მდინარე გოზანთან, ამ დღემდე.

გამოცხადება 7
5. იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი;

------------------------
სურათზე: იაკობი თორმეტ ძესთან ერთად

1.8.111 Гад
Быт.30,11; 46,16; 49,19 Чис.1,14.24.25; 2,15; 13,12.16; 26,18; 32,25.26 Вт.27,13; 1цар.22,4; 2цар.24,11; 1Пар.5,26 Отк.7,5