პატიმრობა, პყრობილობა, ტუსაღობა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 39 : 20 ; დაბადება 42 : 19 ; მსაჯულნი 16 : 21 ; 4მეფეთა 25 : 27 ; 2ნეშტთა 18 : 26 ; იერემია 32 : 2 ; მარკოზი 6 : 17 ; საქმენი მოციქულთა 5 : 18 ; საქმენი მოციქულთა 12 : 4 ; საქმენი მოციქულთა 16 : 23 ; გამოცხადება 1 : 9 ; რიცხვნი 21 : 1 ; ფსალმუნები 68 : 33 ; ფსალმუნები 78 : 11 ; ფსალმუნები 145 : 7 ; ესაია 24 : 22 ; ესაია 42 : 7 ; ესაია 49 : 9 ; ზაქარია 9 : 11 ; მათე 27 : 15 ; ეფესელთა 4 : 1 ; კოლასელთა 4 : 10 ; რიცხვნი 15 : 34 ; იობი 3 : 18 ; იესო ნავეს ძე 8 : 23 ; ფილიმონი 1 : 23 ; იოანე 3 : 24 ; საქმენი მოციქულთა 23 : 18 ; საქმენი მოციქულთა 27 : 1 ; იოანე 7 : 44 ;
=1.8.110 პატიმრობა, პყრობილობა, ტუსაღობა

სიტყვასიტყვით:
- დატყვევებულნი რიცხ.21,1
- დამნაშავეები მათ.27,15.16
- მოციქული ეფ.4,1

მეტაფორულად:
- გარდაცვლილი ტუსაღები თავისუფლები არიან იობ.3,18
- ტანჯვაში მყოფი მართლები ფს.68,33; 78,11; 145,7
- ჯოჯოხეთი ეს.24,22
- წარმართები ეს.42,7
- სულიერ სიბნელეში მყოფნი ეს.49,9 ზაქ.9,11.12

ძველ აღთქმაში:
- იოსები დაბ.39,20
- სიმონი დაბ.42,19.24
- შაბათის დამრღვევი კაცი რიცხ.15,34
- ჰაღაის მეფე იესნ.8,23
- სამსონი მსაჯ.16,21
- იექონია 4მფ.25,27-29
- მიქა 2ნეშ.18,25.26
- იერემია იერ.32,2

ახალ აღთქმაში:
- იოანე ნათლისმცემელი მარ.6,17 იოან.3,24
- უნდოდათ იესო ქრისტეს შეპყრობა იოან.7,44
- მოციქულები საქ.5,18
- პეტრე საქ.12,4
- პავლე და სილა საქ.16,23-28
- პავლე საქ.23,18; 27,1
- იოანე გმცხ.1,9
- არისტარქოსი კოლ.4,10
- ეპაფრა ფილიმ.1,23

ბიბლიის მუხლები

დაბადება 39
20. წაიყვანა ბატონმა იოსები და ჩააგდო საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეულნი. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.

დაბადება 42
19. გულწრფელნი თუ ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, დანარჩენები კი წადით და ხორბალი წაუღეთ თქვენს მშიერ სახლეულს.
24. შეტრიალდა იოსები და აქვითინდა. მერე მოუბრუნდა და დაელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.

მსაჯულნი 16
21. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.

4მეფეთა 25
27. იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, იეჰოიაქინი, იუდას მეფე, საპყრობილედან გაათავისუფლა.
28. კეთილად ელაპარაკა და ტახტი იმ მეფეთა ტახტებზე მაღლა დაუდგა, ბაბილონში რომ ჰყავდა.
29. გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა პურს მთელი თავისი სიცოცხლე.

2ნეშტთა 18
25. თქვა ისრაელის მეფემ: „წაიყვანეთ მიქა და ამონს, ქალაქის მმართველსა და მეფისწულ იოაშს მიუყვანეთ;
26. უთხარით, ასე ამბობს-თქო მეფე: საპყრობილეში ჩასვით და სიმწრის პური აჭამეთ და სიმწრის წყალი ასვით, ვიდრე მშვიდობით დავბრუნდებოდე!”

იერემია 32
2. ბაბილონის მეფის ლაშქარს იერუსალიმი ალყაში მოექცია, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი დამწყვდეული იყო საყარაულო ეზოში, რომელიც იუდას მეფის სახლთანაა.

მარკოზი 6
17. რადგან ჰეროდემ თვითონ გაგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად შეირთო იგი.

საქმეები 5
18. დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს.

საქმეები 12
4. შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.

საქმეები 16
23. მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
24. ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.
25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26. უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
27. ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: "შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”.

საქმეები 23
18. მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: "პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”.

გამოცხადება 1
9. მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.

--------------------------
სურათზე: პეტრე საპყრობილეში

1.8.110 Заточение, узники
Быт.39,20; 42,19.24 Чис.15,34; 21,1 Иисн.8,23 Суд.16,21; 4цар.25,27-29; 2Пар.18,25.26 Иов.3,18 Пс.68,33; 78,11; 145,7 Ис.24,22; 42,7; 49,9 Иер.32,2 Зах.9,11.12 Матф.27,15.16 Мар.6,17 Ин.3,24; 7,44 Деян.5,18; 12,4; 16,23-28; 23,18; 27,1 Еф.4,1 Кол.4,10 Филим.1,23 Отк.1,9