დაგმანვა, დაკეტვა, დამწყვდევა, დახურვა, დახშვა, დაბეჭდვა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 7 : 16 ; დაბადება 19 : 6 ; ლევიანნი 13 : 4 ; 1მეფეთა 1 : 5 ; ქებათა-ქება 4 : 12 ; ესაია 6 : 10 ; ესაია 52 : 15 ; ესაია 60 : 11 ; იერემია 33 : 1 ; დანიელი 6 : 22 ; დანიელი 12 : 4 ; მათე 6 : 6 ; მათე 25 : 10 ; გამოცხადება 3 : 7 ; ლევიანნი 14 : 38 ;
=3.43.29 დაგმანვა, დაკეტვა, დამწყვდევა, დახურვა, დახშვა, დაბეჭდვა

სიტყვასიტყვით:
- ნოეს კიდობნის დაბ.7,16
- კარის დაბ.19,6
- გადამდები ავადმყოფის ლევ.13,4
- დასნებოვნებული სახლის ლევ.14,38
- პატიმრის იერ.33,1
- პირუტყვის პირის დან.6,22

სიმბოლურად:
- საშოს 1მფ.1,5
- ქრისტეს სასძლოს ქებ.4,12
- სულიერი ყურების დაცობა ეს.6,10
- პირის მოკუმვა განცვიფრებისგან ეს.52,15
- ზეციური დიდება არ დაიკეტება ეს.60,11
- ხილვის დან.12,4
- სალოცავი ოთახის კარის მათ.6,6
- ზეციური კარის მათ.25,10
- იესო ქრისტე კეტავს და აღებს გმცხ.3,7.8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 7
16. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.

დაბადება 19
6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.

ლევიანნი 13
4. თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არა აქვს გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული.

1მეფეთა 1
5. ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.

ქებათა ქება 4
12. ზღუდეშემოვლებული ბაღი ხარ, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი!

ესაია 6
10. გულით უგრძნობნი გახდა ეს ხალხი, ყურთ დაეცოთ და თვალი დაევსოთ, რათა თვალით ვერ იხილონ და ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ მიხვდნენ, და არ შემობრუნდენ და არ განიკურნონ.“

ესაია 52
15. იმზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ.

ესაია 60
11. მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.

იერემია 33
1. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორეგზის, როცა ჯერ კიდევ საყრობილეში იყო დამწყვდეული.

დანიელი 6
22. თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს; არაფერი უვნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და არც შენ წინაშე ჩამიდენია დანაშაული!”

დანიელი 12
4. შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა.

მათე 6
6. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.

მათე 25
10. ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა.

გამოცხადება 3
7. "ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
8. ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.

3.43.29 Затворить - запереть, закрыть
Быт.7,16; 19,6 Лев.13,4; 14,38; 1цар.1,5 Пес.4,12 Ис.6,10; 52,15; 60,11 Иер.33,1 Дан.6,22; 12,4 Матф.6,6; 25,10 Отк.3,7.8