გვალვა, ხვატი, ხრუკვა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 31 : 40 ; მეორე რჯული 8 : 15 ; 3მეფეთა 18 : 1 ; ფსალმუნები 31 : 4 ; იერემია 14 : 22 ; იერემია 17 : 8 ; ანგია 1 : 11 ; ლუკა 4 : 25 ; დაბადება 41` : 6 ;
=1.1.140 გვალვა, ხვატი, ხრუკვა

- აუტანელია დღისით დაბ.31,40
- სინედლის, ნოტიოს გამოცლა დაბ.41,6 ფს.31,4
- დიდხანს უწვიმრობა ლუკ.4,25
- ღმერთმა გამოატარა ისრაელი უწყლო უდაბნო რჯ.8,15
- სასჯელად მოწეული ანგ.1,11
- უკეთური იცხოვრებს გახრუკულ მიწაზე იერ.17,6
- მართალნი არ უფრთხიან იერ.17,8
- მხოლოდ ღმერთს შეუძლია შეჩერება 3მფ.18,1 იერ.14,22

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31
40. დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.

დაბადება 41
6. აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ.

მეორე რჯული 8
15. რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.

3მეფეთა 18
1. გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: წადი, ეჩვენე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.

ფსალმუნი 31
4. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.

იერემია 14
22. თუ არის ხალხთა კერპებს შორის ვინმე წვიმის მომყვანი? ან იქნებ თავისთავად იძლევა ცა წვიმას? ეს ხომ შენა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენი შექმნილია ეს ყოველივე.

იერემია 17
6. იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
8. იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.

ანგია 1
11. გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.

ლუკა 4
25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.

1.1.140 Засуха
Быт.31,40; 41,6 Вт.8,15; 3цар.18,1 Пс.31,4 Иер.14,22; 17,6.8 Агг.1,11 Лук.4,25