საყვარელი ადამიანების გაკერპება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 25 : 28 ; დაბადება 29 : 31 ; დაბადება 37 : 4 ; 1მეფეთა 1 : 5 ; 3მეფეთა 1 : 25 ; მათე 10 : 37 ; ლუკა 14 : 26 ;
=4.15.74 საყვარელი ადამიანების გაკერპება

- გაკერპებული ხდება სიძულვილის ობიექტი დაბ.25,28; 37,4
- გაკერპებულ ცოლს საშოს უხშობს ღმერთი დაბ.29,31; 1მფ.1,4.5
- გაკერპებული ცოლის ძეს არ ენიჭება პირმშოება რჯ.21,15-17
- პოლიტიკური ლიდერის გაკერპება 3მფ.1,25
- საყვარელი ადამიანის გამკერპებელი ვერ გახდება ქრისტეს მოწაფე მათ.10,37 ლუკ.14,26

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25
28. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.

დაბადება 29
31. იხილა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა საშო, ხოლო რახელი ბერწი იყო.

დაბადება 37
4. დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.

1მეფეთა 1
4. ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5. ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.

3მეფეთა 1
25. რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად შესწირა ხარები, ნასუქალი პირუტყვი და ცხვარი, მოიწვია ყველა მეფისწული, მხედართმთავრები და აბიათარ მღვდელი; ახლა ჭამენ და სვამენ მის წინაშე და ამბობენ: იცოცხლოსო მეფე ადონიამ!

მათე 10
37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;

ლუკა 14
26. "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

4.15.74 Становятся идолами любимые люди
Быт.25,28; 29,31; 37,4; 1цар.1,4.5; 3цар.1,25 Матф.10,37 Лук.14,26