სამაჯურები ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 24 : 22 ; გამოსვლა 35 : 22 ; რიცხვნი 31 : 50 ; 2მეფეთა 1 : 9 ; ესაია 3 : 19 ; ეზეკიელი 13 : 20 ; ეზეკიელი 16 : 11 ; ეზეკიელი 23 : 42 ;
=1.7.30 სამაჯურები ბიბლიაში

- სამკაული ეზეკ.16,11
- მიეცა საჩუქრად რებეკას დაბ.24,22
- სწირავდნენ საკრებულო კარვისთვის გამ.35,22
- უძღვნიდნენ უფალს რიცხ.31,50
- ატარებდა მეფე საული 2მფ.1,10
- ქვეყნიური ქცევის ნიშანი ეს.3,19 ეზეკ.23,42
- იყენებდნენ ჯადოქრობაში ეზეკ.13,20

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
22. აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური.

გამოსვლა 35
22. მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.

რიცხვნი 31
50. ამიტომ ძღვენი მოვართვით უფალს, ვინც რა ჰპოვა ოქროს ჭურჭელთაგან - სამაჯურები, სალტეები, ბეჭდები, საყურეები და საკიდრები, ჩვენი გამოსყიდვისთვის უფლის წინაშე”.

2მეფეთა 1
9. მეც დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, მოვხსენი სამაჯური, მკლავზე რომ ეკეთა და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს”.

ესაია 3
19. საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს,

ეზეკიელი 13
20. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ თქვენი ჯადოქრული სამაჯურების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ფრინველებივით ინადირებთ; გამოგგლეჯთ მკლავებიდან და გავათავისუფლებ სულებს, რომლებსაც ფრინველებივით ინადირებთ.

ეზეკიელი 16
11. სამკაულებით შეგამკე, ხელებზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელსაბამი ჩამოგკიდე.

ეზეკიელი 23
42. უზრუნველი ბრბოს ხმით იყო გარემოცული, იქ შეკრებილ კაცებთან მოჰქონდათ ღვინო უდაბნოდან. სამაჯურებით გიმკობდნენ ხელებს და მშვენიერ გვირგვინებს გადგამდნენ თავზე.

1.7.30 Запястья - браслеты
Быт.24,22 Исх.35,22 Чис.31,50; 2цар.1,9 Ис.3,19 Иез.13,20; 16,11; 23,42