მცნებები - ავტორიტეტული პირის შეუქცევადი ბრძანებანი


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 118 : 86 ; იგავნი 6 : 23 ; მათე 5 : 19 ; მარკოზი 7 : 7 ; იოანე 12 : 49 ; იოანე 13 : 34 ; იოანე 15 : 10 ; 1იოანე 3 : 22 ; 1იოანე 5 : 3 ; რომაელთა 7 : 12 ; 1კორინთელთა 14 : 37 ; ლევიანნი 27 : 34 ; რიცხვნი 1 : 19 ; რიცხვნი 3 : 39 ; რიცხვნი 4 : 45 ; რიცხვნი 15 : 23 ;
=3.41.34 მცნებები - ავტორიტეტული პირის შეუქცევადი ბრძანებანი

ღვთაებრივი მცნებები:
- ღმერთისგანაა ლევ.27,34 რიცხ.1,19; 3,39; 4,45; 15,23
- ჭეშმარიტია ფს.118,86
- ვრცელია ფს.118,96
- ლამპარია იგავ.6,23
- წმიდაა რომ.7,12
- მძიმე როდია 1იოან.5,3
- ქრისტესი მათ.5,19
- რისი აღსრულებაც მოსწონს ღმერთს 1იოან.3,22
- გადმოსცემს მოციქული პავლე 1კორ.14,37
- ადამიანთა მცნებები ასეთი არ არის მარ.7,7

ქრისტეს მცნებები:
- ახალია იოან.13,34
- საუკუნო სიცოცხლეა იოან.12,49.50
- აღსრულდება სიყვარულით იოან.15,10

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 118
86. ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
96. ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.

იგავნი 6
23. რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.

მათე 5
19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.

მარკოზი 7
7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.

იოანე 12
49. რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
50. და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ”.

იოანე 13
34. ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

იოანე 15
10. თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.

1იოანე 3
22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს.

1იოანე 5
3. რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.

რომაელთა 7
12. ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.

1კორინთელთა 14
37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.

3.41.34 Заповеди - непреложное повеление авторитетного лица
Лев.27,34 Чис.1,19; 3,39; 4,45; 15,23 Пс.118,86.96 Пр.6,23 Матф.5,19 Мар.7,7 Ин.12,49.50; 13,34; 15,10; 1Ин.3,22; 5,3 Рим.7,12; 1Кор.14,37