არეულობა, დაბნეულობა, მღელვარება, უწესრიგობა, ქაოსი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 11 : 9 ; გამოსვლა 14 : 24 ; მეორე რჯული 7 : 23 ; 1მეფეთა 5 : 9 ; 1მეფეთა 7 : 10 ; ესთერი 3 : 15 ; იობი 10 : 22 ; ფსალმუნები 64 : 7 ; საქმენი მოციქულთა 19 : 29 ; საქმენი მოციქულთა 21 : 31 ; იაკობი 3 : 16 ; 1კორინთელთა 14 : 33 ; ესაია 22 : 5 ;
=1.2.120 არეულობა, დაბნეულობა, მღელვარება, უწესრიგობა, ქაოსი

ნათქვამია:
- ღმერთს არ შეუქმნია ქაოსი, არამედ წესრიგი 1კორ.14,33
- სიმბოლირებს ბოროტებას იობ.10,22 იაკ.3,16
- ღვთის სასჯელი რჯ.7,23
- ღმერთი აწყნარებს ფს.64,7
- ილუსტრაცია საქ.19,29

მაგალითები:
- ბაბილონი დაბ.11,9
- ეგვიპტელები გამ.14,24
- ქალაქ გათში 1მფ.5,9
- ფილისტიმელები 1მფ.7,10
- შუშანის მცხოვრებნი ესთ.3,15
- იერუსალიმი ეს.22,5 საქ.21,31

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11
9. ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირზე.

გამოსვლა 14
24. ისე მოხდა, რომ მოხედა უფალმა დილის გუშაგობისას ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლოვანი და ღრუბლოვანი სვეტიდან და შეაძრწუნა მათი ბანაკი.

მეორე რჯული 7
23. გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.

1მეფეთა 5
9. აჰა, გადაიტანეს იგი და უფლის ხელი იყო ქალაქზე და შეიქნა დიდი არეულობა; ქალაქის მკვიდრნი, დიდებიც და პატარებიც, დიდად იგვემნენ და ბუგრები გამოაჩნდათ.

1მეფეთა 7
10. როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.

ესთერი 3
15. სწრაფად გავიდნენ მალემსრბოლნი მეფის ბრძანებით და გამოცხადდა განკარგულება შუშანში, სატახტო ქალაქში. და დასხდნენ მეფე და ჰამანი დასალევად, ხოლო ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა

იობი თავი 10
22. წყვდიადის ქვეყანაში, სიკვდილის აჩრდილის წყვდიადში, სადაც ქაოსია, და სადაც ნათელი წყვდიადს ემსგავსება.’“

ფსალმუნი 64
7. შენ აწყნარებ ზღვათა ღრიალს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.

საქმეები 19
29. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.

საქმეები 21
31. მოკვლა რომ დაუპირეს, ათასისთავს ამბავი მიუვიდა - მღელვარებამ მოიცვაო მთელი იერუსალიმი.

იაკობი 3
16. რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.

1კორინთელთა 14
33. ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.

------------------------------
სურათზე: ბაბილონი

1.2.120 Замешательство - сумятица, хаос
Быт.11,9 Исх.14,24 Вт.7,23; 1цар.5,9; 7,10 Есф.3,15 Иов.10,22 Пс.64,7 Ис.22,5 Деян.19,29; 21,31 Иак.3,16; 1Кор.14,33