რახელი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 29 : 16 ; დაბადება 30 : 24 ; დაბადება 31 : 14 ; დაბადება 35 : 18 ; იერემია 31 : 15 ; მათე 2 : 18 ; დაბადება 44 : 27 ; დაბადება 46 : 19 ;
=1.8.108 რახელი

ებრ. ‏רָחֵל‏ - კრავი

- ლაბანის უმცროსი ქალიშვილი დაბ.29,16
- იაკობის საყვარელი ცოლი დაბ.29,30
- მხარს უჭერდა ქმარს დაბ.31,14-16
- დედა იოსებისა დაბ.30,23.24
- და ბენიამინისა დაბ.35,18; 44,27; 46,19
- წინასწარმეტყველება მის შესახებ იერ.31,15 მათ.2,18

ბიბლიის მუხლები

დაბადება 29
16. ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.
30. შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ შვიდ წელიწადს იმსახურა ლაბანთან.

დაბადება 30
23. დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.
24. უწოდა სახელად იოსები და თქვა: "სხვა ძეც შემძინოს უფალმა!”

დაბადება 31
14. მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15. განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
16. ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.

დაბადება 35
18. და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა თავის ვაჟს ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.

დაბადება 44
27. გვითხრა მამაჩვენმა, შენმა მსახურმა: "თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა ჩემმა ცოლმა.

დაბადება 46
19. რახელის, იაკობის ცოლის ძენი: იოსები და ბენიამინი.

იერემია 31
15. ასე ამბობს უფალი: "ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები”.

მათე 2
18. "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.

1.8.108 Рахиль
Быт.29,16.30; 30,23.24; 31,14-16; 35,18; 44,27; 46,19 Иер.31,15 Матф.2,18