ქრისტეს მიერ ჩვენს ნაცვლად მიღებული ვნებანი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 22 : 13 ; ესაია 53 : 6 ; მარკოზი 10 : 45 ; იოანე 1 : 29 ; საქმენი მოციქულთა 8 : 33 ; 1პეტრე 1 : 19 ; 1პეტრე 2 : 24 ; 1იოანე 3 : 16 ; გალატელთა 2 : 20 ; ებრაელთა 2 : 9 ;
=2.3.65 ქრისტეს მიერ ჩვენს ნაცვლად მიღებული ვნებანი

ძველ აღთქმაში ნაუწყებია:
- წინარე სახეებში დაბ.22,7.8.13
- განსაზღვრულ წინასწარმეტყველებებში ეს.53,3-8.11.12 საქ.8,33-35

ამ ვნებებზე საუბრობდნენ:
- თვით ქრისტე მარ.10,45
- იოანე ნათლისმცემელი იოან.1,29
- პეტრე 1პეტ.1,18.19; 2,24
- იოანე 1იოან.3,16
- პავლე გალ.2,20 ებრ.2,9.17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22
7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?
8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.
13. გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.

ესაია 53
3. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით.
4. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.
5. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.
6. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.
7. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე.
8. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა.
11. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს.
12. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა.

მარკოზი 10
45. რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.

იოანე 1
29. მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.

საქმეები 8
33. დამცირებაში წაერთვა სამართალი, მაგრამ ვინ განუმარტავს მის თაობას, რომ მოკვეთილ იქნა დედამიწიდან სიცოცხლე მისი. ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი”.
34. ჰკითხა საჭურისმა ფილიპეს: "გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი, თავის თავზე თუ სხვა ვინმეზე?”
35. გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა.

1პეტრე 1
18. რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,
19. არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

1პეტრე 2
24. რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხა­რთ მისი ჭრილობებით,

1იოანე 3
16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.

გალატელთა 2
20. ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის

ებრაელთა 2
9. მაგრამ ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო.
17. ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.

2.3.65 Заместительные страдания Христа
Быт.22,7.8.13 Ис.53,3-8.11.12 Мар.10,45 Ин.1,29 Деян.8,33-35; 1Пет.1,18.19; 2,24; 1Ин.3,16 Гал.2,20 Евр.2,9.17