1 . ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის გამეფების მეორე წელს იუდაში გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
2 . ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. იერუსალიმელი იეჰოყადანი იყო დედამისი.
3 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მამამის დავითივით, არამედ ისიც მამამისის, იოაშის მსგავსად იქცეოდა.
4 . ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხი ჯერ კიდევ იქ სწირავდა და აკმევდა.
5 . განუმტკიცდა ამაციაჰუს ხელში მეფობა და დახოცა თავისი მსახურნი, რომლებმაც მამამისი, მეფე მოკლეს.
6 . მკვლელთა შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია, რადგან ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილთა გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამათა გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის დაისაჯოს სიკვდილით”.
7 . ათი ათასი ედომელი გაჟლიტა მარილოვან ველზე, ომით დაიპყრო სელა და იოკთეყელი უწოდა, როგორც დღემდე უწოდებენ.
8 . ამის მერე მოციქულები გაუგზავნა ამაციაჰუმ იოაშს, იოახაზის ძეს, იეჰუს ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: "გამოდი, პირისპირ შევხვდეთ”.
9 . შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: "სთხოვა ლიბანის ძეძვმა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს, მაგრამ გაიარა ლიბანის ველურმა ცხოველმა და გასრისა ძეძვი.
10 . აჰა, დაგიმარცხებია ედომი და გაამაყდი? განდიდებულხარ, მაგრამ დაჯექი შენს სახლში. რაღად ეძიებ შფოთს, შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
11 . არ შეისმინა მისი ამაციაჰუმ; მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე.
12 . დამარცხდა იუდა ისრაელთან; ყველანი თავ-თავისი სახლებისკენ გაიქცნენ.
13 . იოაშმა, ისრაელის მეფემ შეიპყრო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიას ძის ძე ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმს და ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე დაანგრია მისი გალავანი, ოთხასი წყრთა.
14 . აიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი უფლის ტაძარსა და მეფის სახლის საგანძურში ნახა, ტყვეები წაიყვანა და სამარიაში გაბრუნდა.
15 . იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, მიღწევები და ამაციაჰუსთან, იუდას მეფესთან ბრძოლის ამბები, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
16 . განისვენა იოაშმა თავის მამებთან და სამარიაში, ისრაელის მეფეებთან დაიკრძალა. მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა.
17 . ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ, თხუთმეტი წელი იცოცხლა, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ.
18 . ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
19 . შეთქმულება მოუწყვეს მას იერუსალიმში; ლაქიშს გაიქცა. ბოლომდე სდიეს და იქ მოკლეს.
20 . ცხენებით მოასვენეს და დაკრძალეს იერუსალიმში, თავის მამებთან, დავითის ქალაქში.
21 . ადგა იუდას მთელი ხალხი და თექვსმეტი წლის აზარია გაამეფა მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად.
22 . ეილათი ააშენა და დაუბრუნა იუდას. მერე თავის მამებთან განისვენა.
23 . იუდას მეფის, ამაციაჰუ იოაშის ძის, გამეფებიდან მეთხუთმეტე წელს გამეფდა სამარიაში იერობყამი, ისრაელის მეფის, იოაშის ძე და იმეფა ორმოცდაერთი წელიწადი.
24 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განუშორებია იერობყამის, ნაბატის ძის ყველა ის ცოდვა, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
25 . ხამათის მისადგომებიდან ყარაბას ზღვამდე აღუდგინა ისრაელს საზღვრები, როგორც უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით ჰქონდა ნათქვამი.
26 . რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.
27 . არ უნდოდა უფალს ისრაელის სახელის გაქრობა ცისქვეშეთიდან და იხსნა ისინი იერობყამის, იოაშის ძის ხელით.
28 . იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, მისი მიღწევები, როგორ იბრძოდა და როგორ დაუბრუნა ისრაელს დამასკო და ხამათი, რომლებიც იუდას ეკუთვნოდა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
29 . მიიძინა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან; მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.
1 . ოცდახუთი წლის იყო ამაცია, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი იერუსალიმიდან.
2 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მთელი გულით.
3 . და როცა განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომლებმაც მოკლეს მეფე, მამამისი.
4 . მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია - ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილების გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამების გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის მოკვდეს”.
5 . შეკრიბა ამაციამ იუდა და მამისსახლების, ათასისთავებისა და ასისთავების მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოც წელზე მეტი ხნისანი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, საომრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
6 . ას ტალანტ ვერცხლად დაიქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი ვაჟკაცი.
7 . მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფევ! ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, ეფრემის არც ერთ ძესთან.
8 . მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და ძლიერი იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამხობს ღმერთი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნის ძალაც აქვს და დამხობისაც”.
9 . ჰკითხა ამაციამ ღვთისკაცს: „იმ ას ტალანტს რაღა ვუყო, ისრაელის ჯარს რომ მივეცი?” უპასუხა ღვთისკაცმა: „უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს”.
10 . გამოაცალკევა ამაციამ ჯარი, ეფრემიანთაგან რომ მოუვიდა, სახლებში დასაბრუნებლად. რისხვით აინთო ჯარი იუდაზე და განრისხებულები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
11 . გაბედულება მოიკრიბა ამაციამ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისკენ და ათი ათასი სეყირის ძე შემუსრა;
12 . ტყვედ წამოასხეს იუდას ძეებმა ცოცხლად დარჩენილი ათი ათასი, აიყვანეს კლდის თხემზე და გადმოყარეს კლდის თხემიდან; ყველანი ამოწყდნენ.
13 . ხოლო ის ჯარი, რომელიც უკან გააბრუნა ამაციამ, რომ საბრძოლველად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე, სამი ათასი კაცი მოსრა და დიდძალი ნადავლი დაიტაცა.
14 . როცა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ უკან დაბრუნდა, წამოიღო სეყირის ძეთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა, თაყვანს სცემდა და საკმეველს უკმევდა.
15 . აინთო უფლის რისხვა ამაციას წინააღმდეგ და წინასწარმეტყველი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომლებმაც ვერ იხსნეს თავიანთი ხალხი შენი ხელიდან?”
16 . ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როდესაც მეფემ უთხრა: „მეფის მრჩევლად დაგაყენეთ? შეწყვიტე, რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი!” შეჩერდა წინასწარმეტყველი; მერე უთხრა: „ვიცი, შენი განადგურება გადაწყვიტა ღმერთმა, რადგან ეს გააკეთე და არ შეისმინე ჩემი რჩევა”.
17 . ითათბირა ამაციამ, იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იოახაზ იეჰუს ძის ვაჟს, ისრაელის მეფეს; ასე შეუთვალა: "გამოდი, შევხვდეთ პირისპირ”.
18 . კაცი გამოგზავნა იოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციასთან, იუდას მეფესთან, რომელმაც უთხრა: „ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
19 . ამბობ, აჰა, ხომ დავამარცხე ედომიო და გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენს სახლში, შფოთს რატომ სტეხ? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
20 . არ შეისმინა ამაციამ, რადგან ღმერთისგან იყო, რომ მტერს უნდა ჩავარდნოდა ხელში, რაკი ედომელთა ღმერთებს მიენდო.
21 . გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაცია, იუდას მეფე.
22 . დამარცხდა იუდა ისრაელთან და ყველანი თავ-თავის კარვებისკენ გაიქცნენ.
23 . შეიპყრო ისრაელის მეფე იოაშმა ამაცია, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ვაჟი, ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმში და დაანგრია მისი გალავანი, ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
24 . წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი ღვთის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, მეფის სახლის საგანძურის ჩათვლით. მძევლები აიყვანა და დაბრუნდა სამარიას.
25 . იცოცხლა ამაცია იოაშის ძემ, იუდას მეფემ, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი.
26 . ამაციას დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, განა იუდას მეფეთა მატიანეში არაა აღწერილი?
27 . იმის შემდეგ, რაც ამაცია უფალს განუდგა, შეთქმულება მოუწყვეს იერუსალიმში და ლაქიშს გაიქცა, მაგრამ მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და მოკლეს.
28 . ცხენებით მოასვენეს და თავის მამებთან დაკრძალეს იგი იუდას ქალაქში.
1 . 1. გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე. 2. გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი. 3. მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა. 4. შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად. 5. ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ კვდებოდა. 6. მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში. 7. იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა. 8. შემდეგ განაგებდნენ მისი მორჩილნი - თითოეული თავის სამფლობელოში. 9. მისი სიკვდილის მერე თითოეულმა დაიდგა თავზე გვირგვინი, მათ შემდგომ კი ასევე იქცეოდნვნ მათი ვაჟები მრავალი წლის განმავლობაში, და განამრავლეს ბოროტება ქვეყანაზე. 10. მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი - ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, რომელიც იყო მძევლად რომში, და გამეფდა ელინთა მეფობის ასოცდამეჩვიდმეტე წელს. 11. იმ დღეებში ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულონი და აცთუნებდნენ მრავალს, ამბობდნენ: წავიდეთ და შევეკრათ ჩვენს გარემოსახლე ხალხს, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი ბოროტება მოიწიაო ჩვენზე. 12. მოეწონათ მათ ეს სიტყვა. 13. ზოგიერთმა ხალხიდან მოიწადინა და გაეშურნენ მეფისაკენ, და მან დართო მათ ნება, დაეცვათ წარმართთა წეს-ჩვეულებანი. 14. ააშენეს იერუსალიმში სასწავლებელი წარმართთა წესისამებრ, 15. დაიწესეს თავიანთთვის წინდაუცვეთლობა და განდგნენ წმიდა რჯულისგან, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი. 16. როცა განმტკიცდა ქვეყანა ანტიოქოსის წინაშე, გადაწყვიტა მან ეგვიპტეზე გამეფებულიყო, რათა ორ სახელმწიფოზე ემეფა. 17. შევიდა ეგვიპტეში ურაცხვი ლაშქრით, ეტლებითა და სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით. 18. და შეებრძოლა ეგვიპტის მეფე პტოლემეოსს. დაფრთხა პტოლემეოსი მის წინაშე და გაიქცა, და მრავალი დაჭრილი დაეცა. 19. დაეუფლნენ ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქებს და აიღო ნადავლი ეგვიპტის ქვეყნიდან. 20. გაბრუნდა ანტიოქოსი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ასორმოცდამესამე წელს და გაილაშქრა ისრაელზე და მიადგა იერუსალიმს დიდძალი ჯარით. 21. ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო, სასანთლე და ყოველი მისი ჭურჭელი. 22. შესაწირავი ტაბლა, საღვრელი ფიალები, ოქროს ბარძიმი, ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა ოქროს მორთულობა. 23. მიითვალა ვერცხლი და ოქრო, ძვირფასი ჭურჭელი და მიიტაცა დამალული განძი, რაც კი იპოვა. 24. მოხვეტა ყოველივე და გაბრუნდა თავის ქვეყანაში; სჩადიოდა მკვლელობას და ამპარტავნულად ლაპარაკობდა. 25. შეიქნა დიდი გლოვა ისრაელის ყოველ მხარეში. 26. კვნესოდნენ მთავრები და უხუცესები, ქალიშვილები და ჭაბუკები დაუძლურდნენ, გაცუდდა ქალების სიტურფე. 27. გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა. 28. მიწაც კი შეიძრა მასზე მცხოვრებთათვის და მთელი სახლი იაკობისა სირცხვილმა დაფარა. 29. ორი წლის შემდეგ გაგზავნა მეფემ გადასახადის უფროსი იუდას ქალაქებისკენ და შევიდა იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით. 30. მიუთხრთ მათ სამშვიდობო სიტყვები ეშმაკობით და ერწმუნენ მას. მაგრამ უეცრად შეიჭრა ქალაქში და სასტიკად მოაოხრა. 31. მოკრიფა ალაფი ქალაქიდან და ცეცხლით გადაბუგა, დააქცია მისი სახლები და გარეშემო კედლები. 32. დაატყვევეს ქალები და ბავშვები და დაეუფლნენ საქონელს. 33. შემოზღუდეს დავითის ქალაქი დიდი და მტკიცე კედლით, მტკიცე კოშკებით და იქცა მათ ციხე-სიმაგრედ. 34. დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულო კაცები დაეფუძნენ იქ. 35. მოიმარაგეს იარაღი და საზრდო, მოხვეტეს იერუსალიმიდან ხარკი. განლაგდნენ იქ და შექმნეს დიდი მახე. 36. ჩაუსაფრდნენ საკურთხეველს და ექმნენ ბოროტ მტრად ისრაელს ყოველმხრივ. 37. დაღვარეს უცოდველი სისხლი საწმიდარის ირგვლივ წაბილწეს საწმიდარი. 38. მათ გამო გაიქცნენ იერუსალიმის მკვიდრნი; უცხოთა საცხოვრებელი გახდა იგი და უცხოდ ექცა მათ ჩამომავლებს, და მიატოვეს იგი მათმა შვილებმა. 39. გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი - სირცხვილად. 40. მისი დიდების წილ გამრავლდა მისი უპატიობა და მისი ზეობა გლოვად შეიცვალა. 41. მისწერა მეფემ მთელს თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო და 42. ყველას დაეგდო თავისი წეს-ჩვეულება. ყველა ხალხი დაჰყვა მეფის სიტყვას. 43. ისრაელიდან ბევრმა მოიწონა მისი სამსახური და მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს და ბილწავდნენ შაბათს. 44. გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა ქალაქებში, რომ ქვეყნისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ. 45. აეკრძალათ აღსავლენი, მსხვერპლშეწირვა და საღვრელი სამსხვერპლოზე, და წაებილწათ შაბათი და დღესასწაულები. 46. შეესვარათ საწმიდარი და წმიდა საგნები, 47. აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, შეეწირათ ღორები და უსურმაგები, 48. დაეტოვებინათ თავიანთი ვაჟები წინდაუცვეთლად, შეებღალათ თავი ყოველი უწმინდურობითა და სიბილწით. 49. რათა დავიწყებოდათ რჯული და ყოველი მცნება. 50. და თუკი ვინმე არ მოიქცეოდა მეფის სიტყვისამებრ, უნდა მომკვდარიყო. 51. ამ სიტყვების თანახმად მისწერა მთელ თავის სამეფოს და დაუდგინა ზედამხედველნი მთელ ხალხს და აიძულა იუდას ქალაქებს ზორვა. 52. ხალხიდან ბევრმა, ვინც დააგდო მცნება და შეუერთდა მათ, ყველამ დაიწყო ბოროტების ჩადენა ქვეყანაში. 53. აიძულეს ისრაელი, დამალულიყო ყოველ მის თავშესაფარში. 54. ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს, დაამკვიდრეს გატიალების სისაძაგლე სამსხვერპლოზე და ბომონები წამოჭიმეს იუდას გარშემო ქალაქებში, 55. და აკმევდნენ სახლების კარის წინ და ქუჩებში. 56. რჯულის წიგნს თუ იპოვნიდნენ, ფლეთდნენ და ცეცხლში წვავდნენ. 57. სადაც კი ვინმეს აღთქმის წიგნს აღმოუჩენდნენ, ან თუკი ვინმე რჯულს აღიარებდა, მეფის სამართლით კლავდნენ. 58. მძლავრობდნენ ისრაელზე, ყველაზე, ვინც კი თვიდან თვემდე ქალაქში აღმოჩნდებოდა. 59. თვის ოცდახუთს უზორავდნენ კერპს, რომელიც სამსხვერპლოს წინაშე იდგა. 60. ცოლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს წინდაცვეთდნენ, ბრძანებისამებრ აშთობდნენ; 61. ჩვილებს კისრებით ჰკიდებდნენ, მათ სახლებს არბევდნენ, წინდამცვეთლებს კი ხოცავდნენ. 62. მაგრამ მრავალნი გამხნევდნენ ისრაელში და მტკიცედ დადგნენ, რომ არ ეჭამათ უწმიდურება. 63. მიიღეს სიკვდილი, რათა არ წაბილწულიყვნენ საჭმელით და არ შეერყვნათ წმიდა აღთქმა. ასე დაიხოცნენ. 64. დიდზე დიდი რისხვა იყო ისრაელის თავზე.
1 . 1. ესმა იუდას რომაელთა სახელი, რომ მხნენი და ძლიერნი არიან ისინი; რომ კეთილგანწყობილნი არიან ყველა მათი მოკავშირის მიმართ და, ვინც კი მათთან მისულა, ყველა მათი მეგობარი გამხდარა; რომ მხნენი და ძლიერნი არიან. 2. მოუთხრობდნენ მას მათ გადახდილ ომებზე და საგმირო საქმეებზე, გალატებს შორის რომ მოახდინეს, რომ სძლიეს მათ და მოხარკეებად აქციეს; 3. და ყველაფერზე, რაც ესპანეთის ქვეყანაში მოიმოქმედეს, რათა დაპატრონებოდნენ ვერცხლისა და ოქროს იქაურ საბადოებს; 4. დაეპატრონენ მთელ მხარეს თავიანთი გონიერებით და მოთმინებით, მათგან ფრიად დაშორებულ ადგილსაც კი; ხოლო მათზე ქვეყნის კიდიდან წამოსულ მეფეებს ყოველთვის ძლევდნენ და სასტიკად ამარცხებდნენ; და ნარჩენები კი მათ ხარკს უხდიდნენ ყოველწლიურად; 5. მათ სძლიეს ომში და დაიმორჩილეს ფილიპე და პერსევსი, მაკედონელთა მეფე და სხვანი, ვინც აღუდგნენ მათ; 6. ასევე ანტიოქოსიც, აზიის დიდი მეფე, მათ წინააღმდეგ ამხედრებული, რომელსაც ჰყავდა ასოცი სპილო, ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი, იძლია მათგან; 7. ცოცხლად შეიპყრეს იგი და დააკისრეს მას და მის მომდევნო მეფეებს ხარკი და მძევლები, და მათი საუკეთესო ქვეყნების დაცალკევება, 8. ინდოეთის, მიდიისა და ლიდიის დანაწილება. აიღეს მისგან და მეფე ევმენეს ჩააბარეს ისინი. 9. როდესაც ბერძნებმა მოისურვეს მათზე გალაშქრება და მათი დამხობა, 10. ემცნო მათ ეს ამბავი, გაგზავნეს მათ წინააღმდეგ ერთი სარდალი და შეებრძოლნენ მათ; დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი, ტყვედ ჩაცვივდნენ მათი ცოლები და შვილები და გაიძარცვნენ, დაეპატრონენ მათ ქვეყანას, დალეწეს მათი სიმაგრეები და დღემდე მორჩილებაში ჰყავთ ისინი. 11. დანარჩენი სამეფოები და კუნძულები, რომლებიც კი ოდესმე აღდგომიან მათ, გაანადგურეს და დაიმორჩილეს. ხოლო თავიანთ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან შეინარჩუნეს მეგობრობა. 12. დაეპატრონენ მახლობელ და შორეულ სამეფოებს, და ყველას, ვინც მათ სახელს გაიგონებდა, შიში იპყრობდა. 13. ვის შეწევნასაც და გამეფებას მოისურვებენ, ამეფებენ; თუ მოისურვებენ, გადააყენებენ. დიდად აღზევებულნი არიან. 14. და მაინც არცერთ მათგანს არასოდეს გვირგვინი არ დაუდგამს, არც ძოწეულით შემოსილა დიდების ნიშნად. 15. მოიწყვეს საბჭო და ყოველდღე ბჭობს ოცდათორმეტი მებრჭე ყველაფერზე, რაც ხალხს შეეხება, მათ მართვა-გამგეობაზე. 16. ანდობენ ერთ კაცს მთავრობას და ქვეყნის პატრონობას ერთი წლის განმავლობაში; ყველანი ერთს უჯერესგნ და არ არის მათში არც შური, არც ეჭვი. 17. ამოირჩია იუდამ ევპოლემოსი, ძე იოანესი, ძისა აკოსი, და იასონი, ძე ელეაზარისა, და გაგზავნა ისინი რომში, მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად, 18. რათა გადაეგდოთ უღელი, რადგან დაინახეს, რომ ელინთა სამეფომ საბოლოოდ დაიმონა ისრაელი. 19. გაემგზავრნენ რომისკენ შორეულ გზაზე; შევიდნენ საბჭოში და თქვეს: 20. იუდა მაკაბელმა, მისმა ძმებმა და იუდაელმა ხალხმა გამოგვაგზავნეს თქვენთან, რომ დავამყაროთ ერთმანეთთან კავშირი და მშვიდობა, და ჩაგვთვალოთ თქვენს მოკავშირეებად და მეგობრებად. 21. მოეწონათ მათ ეს სიტყვა. 22. აი, ასლი წერილისა, რომელიც დაწერეს სპილენძის დაფებზე და გაგზავნეს იერუსალიმში, რომ ყოფილიყო იქ მათთან ნიშნად მშვიდობისა და კავშირისა: 23. სიკეთე იყოს რომაელებთან და იუდაელ ხალხთან ერთად ზღვასა და ხმელეთზე უკუნისამდე, და შორს იყოს მათგან მტერი და მახვილი. 24. ხოლო თუკი პირველად ომი შეემთხვევა რომს ან რომელიმე მის მოკავშირეს მთელ მის სამფლობელოში, 25. იუდაელმა ხალხმა დახმარება უნდა გაუწიოს მას წრფელი გულით, როგორც დროება მოითხოვს მათგან. 26. მეომრებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ფულით, არც ხომალდით, როგორც რომმა განსაჯა; უსასყიდლოდ უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. 27. ასევე, თუკი იუდაელთა ხალხს შეემთხვა პირველად ომი, რომაელები გულითად დახმარებას გაუწევენ, როგორც დროება მოითხოვს მათგან; 28. მოკავშირეებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ვერცხლით, არც ხომალდებით, როგორც რომმა განსაჯა; უზაკველად უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებანი. 29. ამ პირობებით შეკრეს კავშირი რომაელებმა იუდაელთა ერთან. 30. თუკი ერთი ან მეორე მხარე მოისურვებს ამ პირობებისთვის რაიმეს მიმატებას ან მოკლებას, გააკეთონ ეს საერთო გადაწყვეტილებით და, რასაც კი მიუმაგებენ ან გამოაკლებენ, ძალა ექნება. 31. ხოლო იმ სიავეთათვის, რაც მეფე დემეტრიოსმა მათ დაატეხა, მივწერეთ მას, შევუთვალეთ: რისთვის დამძიმდა შენი უღელი იუდაელებზე, ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებზე? 32. და აჰა, თუ ამიერიდან დაიჩივლებენ შენს წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავთ მათ სიმართლვს და შეგებრძოლებით ზღვაზე და ხმელეთზე.
1 . 1. როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი ჯარი ომში დაეცა, გადაწყვიტა ბაკხიდესა და ალკიმოსის მეორედ გაშვება იუდას ქვეყნისკენ მარჯვენა ფრთასთან ერთად. 2. გაემართნენ გალგალის გზაზე და დაიბანაკეს მესალოთთან, არბელაში; აიღეს ის და ბევრი ხალხი გაწყვიტეს. 3. ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეს იერუსალიმთან დაიბანაკეს. 4. მაგრამ აიყარნენ და გაემგზავრნენ ბერეასკენ ოციათასი ქვეითით და ორი ათასი ცხენოსნით. 5. ხოლო იუდა ელასში იდგა სამიათასი რჩეული კაცითურთ. 6. იხილეს ჯარების სიმრავლე, რომ ურიცხვნი იყვნენ, და თავზარი დაეცათ. ბევრი გამოიპარა ბანაკიდან, რვაას კაცზე მეტი არ დარჩენილა მათგან. 7. როცა დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ბანაკი და შეაჭირვა ომმა, გული შეუდრკა, რადგან დრო აღარ რჩებოდა მათი შემოკრებისთვის. 8. დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილებს: დავიძრათ და შევუტიოთ ჩვენს მტერს, იქნებ შევძლოთ მათთან ბრძოლა. 9. ისინი შეეცადნენ, გადაეთქმევინებინათ, უთხრეს: ვერ შევძლებთო, მაგრამ ახლა იქნებ გადავირჩინოთ თავი; მერე დავბრუნდეთ ჩვენი ძმებითურთ და შევებრძოლოთ მათ; ახლა ცოტანი ვართო. 10. უთხრა იუდამ: ნუმც მოხდება ისე, რომ გავექცეთ მათ. თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ბარემ ვაჟკაცურად დავიხოცოთ ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნუ მივცემთ ჩვენს სახელს. 11. დაიძრა ჯარი ბანაკიდან და დაეწყო მათ პირისპირ. მხედრობა ორ ნაწილად გაიყო, ხოლო მეშურდულენი და მშვილდოსნები წინ წაუძღვნენ ჯარს, ასევე საუკეთესო მებრძოლნი. ბაკხიდე კი მარჯვენა ფრთაზე იყო. 12. ორივე მხრიდან ახლოვდებოდნენ რაზმები საყვირების ხმაზე; იუდას ხალხიც ახმიანებდა თავის საყვირებს. 13. შეზანზარდა მიწა ჯარების ხმაურისგან და მძვინვარებდა ბრძოლა დილიდან შეღამებამდე. 14. როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკხიდე და მისი ბანაკის მთავარი საყრდენი მარჯვნივ იყო, შემოიკრიბა თავის გარშემო ყველა გულადი მეომარი. 15. და მათ გაანადგურეს მარჯვენა ფრთა, მერე უკან მისდიეს აშდოდის მთამდე. 16. როცა მარცხენა ფრთაზე მყოფებმა დაინახეს, რომ დამარცხდა მარჯვენა ფრთა, მოტრიალდნენ და ფეხდაფეხ მისდიეს ზურგში იუდას და მის ხალხს. 17. შენივთდა ბრძოლა, მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან. 18. დაეცა იუდაც, დანარჩენები კი გაიქცნენ. 19. აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და დამარხეს მისი მამა-პაპის სამარხში, მოდეინში. 20. დაიტირეს და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა, მოთქვამდნენ მრავალ დღეს, ამბობდნენ: 21. როგორ დაეცა ძლიერი, მხსნელი ისრაელისა! 22. იუდას საქმენი - დანარჩენი მისი ომები და გმირობანი, რაც ჩაიდინა, და მისი სიდიადე, არ აღწერილა, რადგან ძალზე ბევრი იყო. 23. იუდას სიკვდილის შემდეგ იყო, რომ გამოჩნდნენ ურჯულოები ისრაელის ყოველ მხარეში, თავი ამოყო ყველამ, უსამართლობის მოქმედმა. 24. იმ დღეებში ჩამოვარდა ძალზე დიდი შიმშილობა და ქვეყანა მიემხრო მათ. 25. ბაკხიდემ ამოირჩია უღვთო კაცები და დაადგინა ისინი მხარეთა განმგებლებად. 26. ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და მიჰყავდათ ისინი ბაკხიდესთან, და ის სჯიდა მათ და აბუჩად იგდებდა. 27. ჩამოვარდა დიდი გაჭირვება ისრაელში, როგორიც აღარ ყოფილა იმ დღიდან, რაც არ გამოცხადებიათ მათ წინასწარმეტყველი. 28. შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და მიმართეს იონათანს: 29. რაც შენი ძმა იუდა მოკვდა, არ გამოჩენილა მისი მსგავსი კაცი, რომ გამოვიდეს და გაილაშქროს მტერზე და ბაკხიდეზე, ჩვენი ხალხის მიაძულეზე. 30. ახლა, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რომ გვყავდე მთავრად და წინამძღოლად ჩვენს ბრძოლებში. 31. ჩაიბარა იონათანმა იმ დროს წინამძღოლობა და დადგა იუდას, თავისი ძმის, ნაცვლად. 32. შეიტყო ეს ბაკხიდემ და ცდილობდა მის მოკვლას. 33. შეიტყვეს იონათანმა, მისმა ძმამ სიმონმა და ყველამ, მასთან მყოფმა, და გაიქცნენ თეკოაყის უდაბნოსკენ, და დადგნენ ასფარის ტბის წყალთან. 34. შეიტყო ბაკხიდემ შაბათ დღეს და გადავიდა მთელი ლაშქრითურთ იორდანეს გადაღმა. 35. გაგზავნა იონათანმა თავისი ძმა, რაზმის წინამძღოლი, და სთხოვა ნაბატელებს, თავიანთ მეგობრებს, ნებართვა თავიანთი დიდძალი ავლადიდების მათთან შენახვისა. 36. მაგრამ გამოვიდნენ იამბრიანები, რომლებიც მედაბადან არიან, და შეიპყრეს იოანე ყველაფრითურთ, რაც კი ებადა, და წავიდნენ დატვირთულები. 37. ამ ამბების მერე გაიგეს იონათანმა და სიმონმა, მისმა ძმამ, რომ იამბრიანები დიდ ქორწილს იხდიდნენ და ნადაბათიდან მოჰყავდათ პატარძალი, ერთი ქანაანელი წარჩინებული დიდებულის ასული დიდი მაყრიონით. 38. გაიხსენეს სისხლი მათი ძმის, იოანესი, გამოვიდნენ და დაიმალნენ მთის საფარში. 39. გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ყიჟინი და დიდი მზითევი. სიძეც გამოვიდა თავის მეგობრებთან და ძმებთან ერთად მის შესახვედრად დოლებით, მუსიკითა და უამრავი საჭურვლით. 40. ამოვიდნენ საფარიდან, თავს დაესხნენ მათ და დახოცეს. ბევრი დაჭრილი დაეცა, დანარჩენები მთისკენ გაიქცნენ. მოხვეტეს მთელი ნადავლი. 41. გადააქციეს ქორწილი მწუხარებად და მათი სიმღერის ხმა - გლოვად. 42. აიღეს თავიანთი ძმის სისხლი და იორდანეს ჭაობებისკენ გაბრუნდნენ. 43. გაიგო ეს ბაკხიდემ და შაბათ დღეს მიადგა იორდანეს ნაპირს ურიცხვი ჯარით. 44. მიმართა იონათანმა თანამდგომთ: მაშ, აღვდგეთ და შევებათ ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან დღეს სხვა დროა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო. 45. აჰა, ბრძოლა გველის წინიდან და ზურგიდან. აქეთიქით კი იორდანეს წყალია, ჭაობი და ჭალა; მოსაბრუნებელი ადგილიც არაა. 46. ახლა ცას შეჰღაღადეთ, ვინძლო მტრის ხელიდან გვიხსნას. 47. დაიწყო ბრძოლა და შემართა იონათანმა ხელი ბაკხიდეს მოსაკლავად, მაგრამ დაუძვრა იგი და უკანა რიგებისკენ დაიხია. 48. შეტოპეს იონათანმა და მისმა თანამდგომებმა იორდანეში და გადაცურეს მეორე ნაპირზე, მაგრამ მტერმაც გადალახა იორდანე მათ დასადევნელად. 49. ბაკხიდეს მხრიდან დაეცა იმ დღეს ათასამდე კაცი. 50. დაბრუნდა იერუსალიმში ბაკხიდე და ააშენა ციხე-ქალაქები იუდაში, ციხე-სიმაგრე იერიხონსა და ემაუსში, ბეთ-ხორონში, ბეთელში, თიმნაში, ფარათონსა და ტეფონში, მაღალი კედლებით და კარიბჭეებითა და ურდულებით, 51. და ჩააყენა მათში დაცვა ისრაელის სამტროდ. 52. გაამაგრა ქალაქები - ბეთ-ცური და გაზერა და ციხე. დატოვა მათში ჯარები და სურსათის მარაგი. 53. წაიყვანა ქეეყნის მთავართა ვაჟები მძევლებად და იერუსალიმის ციხეში დაცვის ქვეშ დატოვა ისინი. 54. ასორმოცდამეცამეტე წლის მეორე თვეს ალკიმოსმა ბრძანა, დაენგრიათ სამსხვერპლოს შიდა ეზოს კედელი და დაენგრიათ წინასწარმეტყველთა ნაშენები. როცა დაიწყო ნგრევა, 55. დაეცა ალკიმოსი და დაბრკოლდა მისი საქმე. ენა წაერთვა და დადამბლავდა, აღარ შეეძლო სიტყვის წარმოთქმა და ბრძანების გაცემა თავისი სახლის თაობაზე. 56. იმ დროს მოკვდა ალკიმოსი დიდი ტანჯვით. 57. დაინახა ბაკხიდემ, რომ მოკვდა ალკიმაოსი და გაბრუნდა მეფისკენ. ორი წლით მოისვენა იუდას ქვეყანამ. 56. მოითათბირა ყველა ურჯულომ, თქვეს: აჰა, იონათანი ამისი თანამდგომნი მყუდროებაში ცხოვრობენ უშფოთველად. ახლა მოვიყვანოთ ბაკხიდე და ერთ ღამეში შეიპყრობს ყველას. 59. წავიდნენ და მოეთათბირენ მას. 60. დაიძრა წასასვლელად ურიცხვი ჯარით და ფარულად დაუგზავნა წერილები ყველა თავის მოკავშირეს. თან იუდაში, რათა დაეჭირათ იონათანი და მისი თანამდგომნი; მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან გამჟღავნდა მათი განზრახვა. 61. შეიპყრო იონათანის ხალხმა ქვეყნის კაცთაგან მოღალატენი, ორმოცდაათამდე კაცი, და დახოცეს. 62. ხოლო იონათანი, სიმონი და მათი თანამდგომნი გადაიხვეწნენ ბეთბასისკენ უდაბნოში, ააშენეს დანგრეული და გაამაგრეს იგი. 63. შეიტყო ეს ბაკხიდემ, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და შეუთვალა იუდაელებსაც. 64. მივიდა, შემოადგა ბეთბასის და ებრძოდნენ დიდხანს, მიაყენეს საბრძოლო მანქანებიც. 65. იონათანმა ქალაქში დატოვა სიმონი, თავისი ძმა; თვითონ კი გაემართა ქვეყნისკენ და შევიდა მცირეოდენი ხალხით. 66. დაამარცხა ოდომერა მისი ძმებითურთ და ფასირონიანები მათსავე კარვებში. დაიწყო მუსრვა და შეჭრა მოწინააღმდეგის ლაშქარში. 67. ხოლო სიმონი და მისი თანამდგომნი გამოვიდნენ ქალაქიდან და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. 68. შეებრძოლენ ბაკხიდეს და იძლია იგი მათგან; შეაჭირვეს, რადგან მისი განზრახვა და ლაშქრობა ფუჭი გამოდგა. 69. ძლიერ განრისხდა ურჯულოებზე, რომელთაც ურჩიეს მას ამ ქვეყანაზე გამოლაშქრება; ბევრი დახოცა მათგან და გადაწყვიტა, თავის ქვეყანაში წასულიყო. 70. შეიტყო ეს იონათანმა და გაგზავნა მათთან უხუცესები ზავის დასადებად და მათგან ტყვეების დასაბრუნებლად. 71. დაეთანხმა და მისი სიტყვისამებრ მოიქცა. კიდეც შეჰფიცა, რომ აღარ შეეცდებოდა მისთვის ავს თავის სიცოცხლეში. 72. დაუბრუნა ტყვეები, რომლებიც წაყვანილი ჰყავდა წინათ იუდას ქვეყნიდან; გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში. მეტად აღარ მოსურვებია გალაშქრება მათ მიწა-წყალზე. 73. და დაცხრა მახვილი ისრაელში. დასახლდა იონათანი მიხმაშში და დაიწყო ხალხის განსჯა და გადააშენა უღმერთოები ისრაელიდან.
1 . 1. ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოსისა, ძისა ეპიფანესი, და დაიპყრო ტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა. 2. გაიგო ეს მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და გამოვიდა მასთან საომრად. 3. გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის სიტყვებით, რათა განედიდებინა იგი. 4. რადგან ამბობდა: დავასწროთ მათთან ზავის დადება, სანამ ალექსანდრესთან შეკრავდეს იგი კავშირს ჩვენს წინააღმდეგ. 5. გაგიხსენებს ყველა ბოროტებას, რაც მას, მის მოძმეებსა და ხალხს დავმართეთო. 6. მისცა დემეტრიოსმა ნება, შეეკრიბა ლაშქარი, მოემზადებინა იარაღი და ყოფილიყო მისი მოკავშირე. ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ მისთვის მძევლები ციხეებიდან. 7. წავიდა იონათანი იერუსალიმში და წაიკითხა წერილი მთელი ხალხისა და ციხეში მყოფთა გასაგონად. 8. დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია. 9. ციხეში მყოფებმა გადასცეს იონათანს მძევლები და დაუბრუნა ისინი თავიანთ მშობლებს. 10. დასახლდა იონათანი იერუსალიმში და შეუდგა ქალაქის შენებასა და განახლებას. 11. დაავალა მუშაკებს, გასამაგრებლად სიონის მთის გარშემოც აეგოთ ქვების ოთხკუთხა კედელი. და ასეც გააკეთეს. 12. გადაიხვეწნენ უცხო ტომები, რომლებიც ბაკხიდეს აშენებულ სიმაგრეებში იდგნენ. 13. ყველამ დატოვა თავისი ადგილი და თავისი ქვეყნისკენ გაეშურა. 14. მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩნენ მავანნი, ვინც გადავიდნენ რჯულსა და აღთქმებს, რადგან ეს იყო მათი თავშესაფარი. 15. შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დაპირებები რომ შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს; უამბეს იონათანისა და მისი ძმების გადახდილ ომებზე და გასაჭირზე, რაც მათ გადაიტანეს. 16. თქვა: ასეთ კაცს მეორეს ვერ მოვნახავთ; მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ გავიხადოთ. 17. დაწერა წერილი და გაუგზავნა ასეთი სიტყვებით: 18. მეფე ალექსანდრე ძმას, იონათანს, მოგიკითხავ. 19. გაგვიგონია შენზე, რომ მაგარი კაცი ხარ და შეგფერის ჩვენი მეგობარი იყო. 20. დღეს, ამიერიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად და მიწოდებია შენთვის მეფის მეგობარი (გაუგზავნა მას ძოწეული და ოქროს გვირგვინი), გეჭიროს ჩვენი მხარი და გაუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას. 21. შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე, შეკრიბა ჯარები და მოიმარაგა დიდძალი იარაღი. 22. გაიგო დემეტრიოსმა ეს ამბები, გაწყრა და თქვა: 23. ეს როგორ მოგვივიდა, რომ დაგვასწრო ალექსანდრემ და საყრდენად დაიმეგობრა იუდაელნი? 24. მეც მივწერ მათ გასამხნევებელ სიტყვებს და პატივსა და ძღვენს დავპირდები, რომ ჩემი მხარდამჭერნი შეიქნანო. 25. და შეუთვალა მათ შემდეგი სიტყვები: მეფე დემეტრიოსი იუდაელთა ერს მოგიკითხავთ. 26. გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენთან დადებულ შეთანხმებებს, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და ჩვენს მტრებს არ ემხრობოდით. 27. ახლაც ეცადეთ, კვლავ გაუფრთხილდეთ ჩვენს ნდობას და სიკეთეს მოგაგებთ თქვენ იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენთვის გააკეთებთ. 28. ბევრ შეღავათს გაგიწევთ და ძღვენს გამოგიგზავნით. 29. ახლა კი თქვენ ნებაზე გიშვებთ და ვათავისუფლებ ყველა იუდაელს გადასახადისგან, და მარილისა და გვირგვინების ბაჟისგან. 30. ამიერიდან გამიუქმებია მარცვლეულის მესამედი და ხის ნაყოფთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან იგზავნება იუდას ქვეყნიდან და სამი ოლქიდან, რომლებიც მას აკრავს, სამარიდან და გალილეადან, ამიერიდან სამარადისოდ. 31. ხოლო იერუსალიმი, მისი სანახები, მეათედები და შემოსავალი წმიდა და თავისუფალი იყოს. 32. გამიუქმებია უფლება იერუსალიმის ციხეზე და მღვდელმთავრისთვის მიმიცია, რომ მის დასაცავად ჩააყენოს იქ კაცები, ვისაც თვითონ დაასახელებს. 33. ყოველ იუდაელს, იუდას ქვეყნიდან წარტყვევნილს, მთელ ჩემს სამეფოში, უსასყიდლოდ ვათავისუფლებ. ყველამ გააუქმოს მათი ცხვარ-ძროხის გადასახადი. 34. ყოველი დღესასწაული: შაბათი, ახალმთვარობა და დაწესებული დღეები - სამი დღე ზეიმამდე და სამიც ზეიმის შემდეგ, ყველა იქნება შეღავათიანი და საუქმო ყოველი იუდაელისთვის, ვინც კი ჩემს სახელმწიფოშია. 35. არავის ექნება უფლება მათგან ვინმე დაავალდებულოს ან რაიმე საქმის კეთება აიძულოს. 36. იუდაელთაგან მეფის ლაშქრისთვის გამოიყოს სამი ათასი კაცი, და მიეცეს მათ სარჩო, როგორც დაწესებულია მეფის ყოველი ჯარისკაცისთვის. 37. ისინი უნდა იყვნენ ჩაყენებული მეფის დიდ ციხესიმაგრეებში და განწესდნენ სამეფო საქმეებზე, რომლებიც ერთგულებას საჭიროებენ. მათი ზედამხედველნიცა და წინამძღოლებიც მაგათგან უნდა იყვნენ და იცხოვრონ თავიანთი რჯულით, როგორც მეფემ დაადგინა იუდას ქვეყანაში. 38. სამი ოლქი, რომლებიც სამარიის ქვეყნიდან ეკვრის, მიუერთდეს იუდას, რათა ჩაითვალოს, რომ ერთიანია, და არ დამორჩილდეს სხვა ძალაუფლებას, გარდა მღვდელმთავრისა. 39. პტოლემაისს და მის გარეშემოს საჩუქრად ვუბოძებ იერუსალიმის საწმიდარს, რათა იტვირთოს საწმიდარის ხარჯები. 40. მე კი ყოველ წელიწადს შესაბამისად თხუთმეტ ათას შეკელ ვერცხლს გავცემ მეფის შემოსავლიდან - შესაბამისი ადგილებიდან. 41. და მთელი დანარჩენი ნაწილი, რაც შემოსავლიდან არ გაცემულა, როგორც წინა წლებში გაიცა, დღეიდან ტაძრის საქმეებს მოხმარდეს. 42. და გარდა ამისა, ხუთიათასი შეკელი ვერცხლი, რომელსაც იღებდნენ საწმიდარის შემოსავლიდან გაუქმებულია, რადგან ის მომსახურე მღვდლებს ეკუთვნით. 43. თუკი ვინმე, ვისაც სამეფო ანდა სხვა საქმე მართებს იერუსალიმის ტაძარში, ანდა რომელიმე მის სანახში, გაიქცევა, გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ყველაფერი, რაც ჩემს სამეფოში აბადია. 44. საწმიდარის ასაგებად და მის განსაახლებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან. 45. იერუსალიმის კედლების ასაგებად და გარშემო გასამაგრებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან, ასევე კედლების ასაგებად იუდაში. 46. როდესაც იონათანმა და ხალხმა ეს სიტყვები მოისმინეს, არ ერწმუნენ მათ, არც მიიღეს, რადგან ახსოვდათ დიდი სიავე, ისრაელში რომ ჩაიდინა დემეტრიოსმა და სასტიკად შეაჭირვა ისინი. 47. ხოლო ალექსანდრესთან კავშირი სასიკეთოდ მიიჩნიეს, რადგან მან შესთავაზა პირველად მშვიდობის სიტყვა და მასთან ერთად იბრძოდნენ მრავალი ხნის განმავლობაში. 48. შეკრიბა მეფე ალექსანდრემ დიდი ჯარი და დადგა დემეტრიოსის პირისპირ. 49. შეებრძოლა ერთმანეთს ორი მეფე, უკუიქცა დემეტრიოსის ლაშქარი, მისდია მას ალექსანდრემ და სძლია მას. 50. ძალზე გაასასტიკა ბრძოლა მზის ჩასვლამდე და დაეცა იმ დღეს დემეტრიოსი. 51. ალექსანდრემ ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან გაგზავნა ელჩები და დააბარა შემდეგი სიტყვები სათქმელად: 52. როდესაც დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, დავჯექი ჩემი მამა-პაპის სამეფო ტახტზე, ხელში ავიღე ხელმწიფება, ვძლიე დემეტრიოსს და განვაგე ჩვენი ქვეყანა, 53. შევები მას, დამარცხდა იგი თავისი ბანაკითურთ და დავჯექი მის სამეფო ტახტზე. 54. ახლა კი დავუმოყვრდეთ ერთმანეთს და მომეცი ახლა შენი ქალიშვილი ცოლად. დაგიმოყვრდები და შენცა და მასაც შენს საკადრის საჩუქრებს გიძღვნით. 55. მიუგო მას მეფე პტოლემეოსმა, თქვა: კურთხეულია დღე, როცა დაბრუნდი მამა-პაპის ქვეყანაში და მასამეფო ტახტზე დაბრძანდი. 56. ახლა აგისრულებ, რაც მომწერე. ოღონდ შემეგებე პტოლემაისში, რათა ვიხილოთ ერთმანეთი, და დაგიმოყვრდები, როგორც შენ თქვი. 57. გამოვიდნენ ეგვიპტიდან თვითონ პტოლემეოსი და კლეოპატრა, მისი ასული, და ჩავიდნენ პტოლემაისში ასსამოცდამეორე წელს. 58. შეეგება მას მეფე ალექსანდრე და მისცა მას კლეოპატრა, თავისი ასული. პტოლემაისში გადაუხადა მას დიდებული ქორწილი, როგორც მეფეებს ეკადრებოდათ. 59. მისწერა მეფე ალექსანდრემ იონათანს, წამოსულიყო მის შესახვედრად, 60. და ისიც დიდებით გაემგზავრა პტოლემაისისკენ და შეხვდა ორ მეფეს. უძღვნა მათ და მათ მეგობრებს ვერცხლი და ოქრო, და უხვი მოსაკითხავი და ჰპოვა მადლი მათ წინაშე. 61. შეითქვა მის წინააღმდეგ ღვარძლიანი ხალხი ისრაელიდან, რჯულსგანმდგარი კაცები, და დააბეზღეს ის, მაგრამ არ შეიწყნარა ისინი მეფემ. 62. გასცა მეფემ განკარგულება, გაეხადათ იონათანისთვის მისი ტანისამოსი და ძოწეულით შეემოსათ იგი. ასეც გააკეთეს. 63. გვერდით მოისვა ის მეფემ და უთხრა თავის მთავრებს: მასთან ერთად გამოდით შუა ქალაქში და გამოაცხადეთ, რომ არც ერთ საქმეში არ დააბეზღონ იგი და არც არავინ შეაწუხოს ის რაიმეს გამო. 64. როცა დაინახეს შემწამებლებმა მისი დიდება, თანახმად გამოცხადებულისა, და რომ ძოწეული მოსავს მას, მიმოიფანტნენ ყველანი. 65. განადიდა იგი ხელმწიფემ, შერაცხა უახლოეს მეგობრად და მიანიჭა მას სარდლობა და მხარის უფროსობა. 66. დაბრუნდა იონათანი იერუსალიმში მშვიდობითა და სიხარულით. 67. ასსამოცდამეხუთე წელს კრეტადან გაემართა დემეტრიოსი, ძე დემეტრიოსისა, თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ. 68. შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დამწუხრდა მეტად და ანტიოქიაში გაბრუნდა. 69. დემეტრიოსმა სარდლად დანიშნა აპოლინიოსი, რომელიც კოილეს სირიის მთავარი იყო. შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და დაბანაკდნენ იამნიასთან. ასე შეუთვალა მღვდელმთავარ იონათანს: 70. შენ ხარ ერთადერთი, რომ გვეწინააღმდეგები ჩვენ; დასაცინი და გასაკიცხი შევიქენი შენს გამო, რისთვის გვემალები მთებში? 71. ახლა კი, შენი ჯარების თუ გეიმედება, ჩამოდი ჩვენთან, ვაკეზე, და აქ გამოვცადოთ ერთმანეთი, რადგან ჩემთანაა ქალაქთა ძალა. 72. მკითხე და გაიგე, თუ ვინა ვარ მე და ვინ არიას დანარჩენი ჩემი თანამდგიამნი; გეტყვიან, რომ ვერ დაგვიდგებით ჩვენ, რადგან ორგზის უკუქცეულა შენი მამა-პაპა თავისი ქვეყნისკენ. 73. ახლა შენ ვეღარ დაუდგები ცხენოსან ლაშქარს ვაკეზე, სადაგ არც ქვაა, არც ხეობა, არც გასაქცევი ადგილი. 74. როგორც კი გაიგო იონათანმა აპოლონიოსის სიტყვები, დაიძრა განრისხებული. აარჩია ათიათასი კაცი და გამოემართა იერუსალიმიდან. შეეგება მას სიმონი, მისი ძმა, მისაშველებლად. 75. იაფოსთან დაბანაკდა, მაგრამ ქალაქის ხალხმა ჩაუკეტა კარიბჭეები, რადგახ აპოლონიოსის დაცვა იდგა იაფოში; და შეებრძოლენ მას. 76. შეეშინდა ქალაქის ხალხს და გაიღო კარიბჭეები, და აიღო იონათანმა იაფო. 77. როცა შეიტყო ეს აპოლონიოსმა, შეჰყარა სამი ათასი მხედარი და დიდი ლაშქარი, და დაიძრა აშდოდისკენ, თითქოს თავს არიდებსო. სინამდვილეში კი ვაკეზე გავიდა, რადგან ურიცხვი ცხენი ჰყავდა და ამის იმედი ჰქონდა. 78. მისდია მას იონათანმა აშდოდისკენ და შეეტაკნენ ერთმანეთს ჯარები. 79. მათ ზურგში აპოლონიოსს ჰყავდა ათასი მხედარი, ფარულად დატოვებული. 80. მიხვდა იონათანი, რომ მის ზურგში მტერი იყო ჩასაფრებული, რადგან მომწყვდეული ჰყავდათ მისი ჯარი და დილიდან შეღამებამდე ესროდნენ მის ხალხს ისრებს. 81. ხალხი კი იდგა, როგიარც იონათანმა დააწყო. დაიქანცნენ მათი ცხენოსნები. 82. წინ გაიყვანა სიმონმა თავისი ჯარი და შეება რაზმებს; ცხენოსნები კი დაიღალნენ, იძლივნენ მათ მიერ და უკუიქცნენ. 83. ცხენოსნები დაიფანტნენ ვაკეზე, აშდოდისკენ გაიქცნენ და შეცვივდნენ ბეთ-დაგონში, თავიანთ საკერპოში თავის გადასარჩენად. 84. გადაწვა იონათანმა აშდოდი და მისი გარეშემო ქალაქები. მოხვეტა ნადავლი, დაგონის ტაძარი კი ლტოლვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა. 85. მახვილით დაცემულები გადაბუგულებთან ერთად რვაათას კაცამდე იყო. 86. დაიძრა იქიდან იონათანი და აშკელონს შემოადგა; გამოვიდნენ ქალაქიდან მის შესახვედრად დიდი პატივით. 87. დაბრუნდა იონათანი თავის თანამდგომებთან იერუსალიმში დიდძალი ნადავლითურთ. 88. როგა გაიგო მეფე ალექსანდრემ ეს ამბები, კიდევ მეტად განადიდა იონათანი. 89. გაუგზავნა მას ოქროს ბალთა, როგორსაც, ჩეეულებრივ, მეფეთა ნათესავებს უძღვნიდნენ ხიალმე; უბოძა ყეკრონი მთელი მისი მიწა-წყლითურთ სამემკვიდრეოდ.
1 . 1. ეგვიპტის მეფემ თავი მოუყარა დიდ ლაშქარს, როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და მრავალ ხომალდს და ცდილობდა, ვერაგობით დაეპყრო ალექსანდრეს სამეფო და მიეერთებინა თავისი სამეფოსთვის. 2. გაემართა სირიისკენ სამშვიდობო სიტყვებით და უდებდნენ ქალაქთა კარიბჭეებს და ეგებებოდნენ. მეფე ალექსანდრეს ნაბრძანები ჰქონდა, დახვედროდნენ მას, რადგან მისი სიმამრი იყო. 3. როგორც კი შევიდოდა ქალაქში პტოლემეოსი, ყოველ ქალაქში ჯარებს აყენებდა მცველად. 4. ხოლო როგორც კი მიუახლოვდა აშდოდს, უჩვენეს მას გადამწვარი დაგონას ტაძხარი, მოოხრებული აშდოდი და მისი გაუდაბურებული გარეუბნები, მათი დაჩეხილი და დანახშირებული სხეულები, ბრძოლაში რომ დაიწვნენ. მათ გროვებს ახვედრებდნენ გზაზე. 5. უამბეს მეფეს, რაც გააკეთა იონათანმა, და ბრალი დასდეს, მაგრამ დუმდა მეფე. 6. იაფოსთან შეეგება იონათანი მეფეს პატივით. შეხვდნენ ერთმანეთს და იქ გაათენეს. 7. იმგზავრა იონათანმა მეფესთან ერთად მდინარემდე, რომელსაც ეძახიან ელეფთეროსს, და გაბრუნდა იერუსალიმისკენ. 8. ხოლო მეფე პტოლემეოსი განაგებდა სანაპირო ქალაქებს ზღვისპირის სელევკიამდე და ბოროტი ზრახვები ჰქონდა ალექსანდრეს წინააღმდეგ. 9. გაგზავნა ელჩები მეფე დემეტრიოსთან, შეუთვალა: მაშ, მოდი კავშირი შევკრათ ერთმანეთთან; შენ მოგცემ ჩემს ასულს, ალექსანდრეს რომ ჰყავს ცოლად, და გამეფდები მამაშენის სამეფოში. 10. ვნანობ, რომ მას მივეცი ჩემი ასული, რადგან ჩემს სიკვდილს ეძიებდაო. 11. ცილი დასწამა მას, რადგან თვითონ უნდოდა მისი სამეფო. 12. წაართვა მას ცოლი და მისცა ის დემეტრიოსს; გაუუცხოვდა ალექსანდრეს და გაცხადდა მათი მტრობა. 13. შევიდა პტოლემეოსი ანტიოქიაში და დაიდგა აზიის გვირგვინი. ორი გვირგვინი ედგა თავზე - ეგვიპტისა და აზიისა. 14. მეფე ალექსანდრე კი იმ დროს კილიკიაში იყო, რადგან განერიდა იქაურ ადგილებს. 15. გაიგო ეს ალექსანდრემ და გაემართა მასთან საომრად. პტოლემეოსმაც გამოილაშქრა, წინ დაუხვდა მას ძლიერი ხელით და განდევნა იგი. 16. გაიქცა ალექსანდრე არაბეთში, რომ იქ შეეფარებინა თავი. მეფე პტოლემეოსი კი აღზევდა. 17. არაბმა ზაბდიელმა თავი მოჰკვეთა ალექსანდრეს და გაუგზავნა პტოლემეოსს. 18. მაგრამ მესამე დღეს მეფე პტოლემეოსი მოკვდა, ხოლო მის ციხე-სიმაგრეებში მყოფნი ციხე-სიმაგრეების ხალხმა დახოცა. 19. და გამეფდა დემეტრიოსი ასსამოცდამეშვიდე წელს. 20. იმ დღეებში თავი მოუყარა იონათანმა იუდას ხალხს, რომ ბრძოლით აეღოთ იერუსალიმის ციხე, და მის წინ უამრავი მანქანა დააყენა. 21. მათი ერის მოძულე რჯულსგამდგარი კაცები გაეშურნენ მეფისკენ და აცნობეს მას, ციხეს შემოერტყაო იონათანი. 22. შეიტყო ეს და განრისხდა. და შეიტყო თუ არა, მაშინვე გაემართა პტოლემაისისკენ. შეუთვალა იონათანს, არ შემორტყმოდა ციხეს და დაუყოვნებლივ შეხვედროდა მას პტოლემაისში მოსალაპარაკებლად. 23. რომ მოისმინა ეს იონათანმა, ბრძანა, განეგრძოთ ალყა. შემდეგ ისრაელის უხუცესთაგან და მღვდელთაგან აარჩია კაცები და თავი საფრთხეში ჩაიგდო. 24. აიღო ვერცხლი და ოქრო, სამოსელი და სხვა მეტად ძვირფასი ნივთები, გაემგზავრა მეფესთან პტოლემაისში და ჰპოვა მადლი მის წინაშე. 25. თუმცა ვიღაც ურჯულოებმა მისი ხალხიდან დაასმინეს იგი, 26. მეფე მაინც ისე მოექცა მას, როგორც მისი წინამორბედნი ექცეოდნენ, და აღაზევა ის ყველა თავისი მეგობრის წინაშე. 27. დაუმტკიცა მას მღვდელმთავრის ხარისხი და ყველა სხვა პატივი, რაც წინათ ჰქონდა, და უახლოეს მეგობრებში უპირველესად შერაცხა. 28. მოსთხოვა იონათანმა მეფეს, აეხსნა ხარკი იუდასთვის, სამი ოლქისთვის და სამარიისთვის, და აღუთქვა მას სამასი ტალანტი. 29. დათანხმდა მეფე და მისწერა იონათანს წერილი ყოველივე ამის თაობაზე ამგვარი შინაარსისა: 30. მეფე დემეტრიოსი ძმას იონათანს და იუდაელთა ერს მოგიკითხავ. 31. ასლი წერილისა, რომელიც ლასთენეს, ჩვენს ნათესავს, მივწერეთ თქვენს შესახებ, თქვენც გამოგიგზავნეთ, რათა იცოდეთ: 32. მეფე დემეტრიოსი ლასთენეს, მამას მოგიკითხავ. 33. იუდაელთა ერს, ჩვენს მეგობრებს და ჩვენდამი ვალდებულებების ერთგულად შემსრულებელთ, გადავწყვიტეთ სიკეთე ვუყოთ, რადგან კეთილგანწყობილნი არიან ჩვენდამი. 34. ვუმტკიცებთ მათ იუდას მიწა-წყალს, სამ ოლქს - აფაირემას, ლოდსა და რათამინს, რომლებიც მიუერთდა იუდას სამარიიდან; ყველას, ვინც მსხვერპლს სწირავს იერუსალიმში, ვათავისუფლებთ სამეფო გადასახადისგან, რომელსაც უწინ ყოველწლიურად იღებდა მეფე მიწის მოსავლიდან და ხეთა ნაყოფებისგან; 35. ამიერიდან სხვა დანარჩენი გადასახადებიდან, რაც გვერგება, მეათედებიდან, ხარკებიდან, რაც გვერგება, მარილის ტბიდან და გვირგვინის ხარკიდან, რაც გვერგება ყოველივე ამისგან ვათავისუფლელთ მათ. 36. არცერთი ამათგანი არ შეიცვლება ამიერიდან სამარადისოდ. 37. მაშ, ახლა იზრუნეთ, რომ გააკეთოთ ასლი, გადასცეთ იონათანს და დადოთ წმიდა მთაზე გამოსაჩენ ადგილას. 38. როცა დაინახა მეფე დემეტრიოსმა, რომ დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე და რომ არაფერი აღდგომია წინ, დაითხოვა მთელი თავისი ჯარები, თითოეული თავისი ადგილისაკენ, გარდა უცხოელთა ჯარებისა, რომლებიც დაქირავებული ჰყავდა სხვა ხალხების კუნძულებიდან, რისთვისაც მტრობდა მას მთელი მამაპაპეული ლაშქარი. 39. ტრიფონმა, რომელსაც ადრე ალექსანდრეს მხარი ეჭირა, დაინახა, რომ მთელი ჯარი დრტვინავდა დემეტრიოსზე, და გაემართა არაბ იმალკუესკენ, ვინც ზრდიდა ანტიოქოსს, ალექსანდრეს ჩვილ ვაჟს. 40. არწმუნებდა, მისთვის ჩაებარებინა ბავშვი, რათა გაემეფებინა მამამისის ნაცვლად. მერე უამბო ყველაფერი, რაც გააკეთა დემეტრიოსმა და როგორ მტრობდა მას მისი ლაშქარი. დარჩა იქ დიდხანს. 41. შეუთვალა იონათანმა მეფე დემეტრიოსს, რომ გაეყვანა იერუსალიმის ციხეში და სიმაგრეებში ჩაყენებული რაზმები, რადგან ებრძოდნენ ისრაელს. 42. შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს: არა მარტო ამას გავაკეთებ შენთვის და შენი ხალხისთვის, არამედ დიდებით განგადიდებთ შენ და შენს ხალხს, თუკი შესაფერი ჟამი ვპოვე. 43. ახლა, სწორად მოიქცევი, თუ გამომიგზავნი ჩემს მოკავშირე მეომრებს, რადგან ამბოხებულია მთელი ჩემი ჯარი. 44. გაუგზავნა იონათანმა სამიათასი მაგარი ვაჟკაცი ანტიოქიაში. წარდგნენ მეფესთან და გაიხარა მეფემ მათი მოსვლით. 45. ასოციათასამდე ქალაქელი შეიკრიბა შუა ქალაქში და ეწადათ მეფის მოკვლა. 46. მაგრამ მეფემ სასახლის ეზოში შეასწრო, ქალაქელებმა კი დაიკავეს ქალაქის გასასვლელები და დაიწყეს ბრძოლა. 47. მეფემ იუდაელებს მოუწოდა დასახმარებლად და ყველანი ერთად მოგროვდნენ მასთან, გაიფანტნენ ქალაქში და დახოცეს იმ დღეს ასიათასამდე კაცი. 48. გადაწვეს ქალაქი და დიდძალი ნადავლი აიღეს იმ დღეს, და იხსნეს მეფე. 49. როცა დაინახეს ქალაქელებმა, რომ აიღეს ქალაქი იუდაელებმა, როგთრც მათ უნდოდათ, სულით დაეცნენ და თხოვნით შეჰღაღადეს მეფეს. 50. მოგვეცი მარჯვენა და შეწყვიტონ იუდაელებმა ბრძოლა ჩვენთან და ქალაქთან: 51. დაყარეს იარაღი და ჩამოაგდეს მშვიდობა. განითქვნეს იუდაელები მეფისა და ყველას წინაშე მის სამეფოში, და მიბრუნდნენ იერუსალიმისკენ დიდძალი ნადავლით. 52. დაბრძანდა მეფე დემეტრიოსი თავის სამეფო ტახზე და დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე. 53. მაგრამ ყველაფერში გვიმტყუნა, რაც თქვა, და გაიუცხოვა იონათანი და არ მისცა დაპირებული შეღავათები; ძალზე გაანაწყენა იგი. 54. ამის შემდეგ იყო, რომ დაბრუნდა ტრიფონი ანტიოქოსთან, უასაკო ბავშვთან ერთად. 55. შეიკრიბნენ მასთან ჯარები, რომლებიც დაითხოვა დემეტრიოსმა, და გაილაშქრეს მის წინააღმდეგ, გაიქცა და ივლტოდა. 56. გამოიყვანა ტრიფონმა სპილოები და დაეუფლა ანტიოქიას. 57. მისწერა ყმაწვილმა ანტიოქოსმა იონათანს: დამიდგენიხარ მღვდელმთავრად და ოთხი ოლქის განმგებლად და მეფის მეგობართა შორის შემირაცხიხარ. 58. და გაუგზავნა მას ოქროს თასები და სუფრის ჭურჭელი, მისცა მას უფლება, ოქროს თასებით ესვა, ძოწეულით შემოსილიყო და ოქროს ბალთა ეტარებინა. 59. ხოლო სიმონი, მისი ძმა, სარდლად დანიშნა ტვიროსის კიბიდან ეგვიპტის საზღვრებამდე. 60. გამოვიდა იონათანი და მოიარა მდინარის ნაპირი და ქალაქები, და შეიკრიბა მის წინაშე სირიის მთელი ლაშქარი მხარის დასაჭერად. ჩავიდა აშკელონში და პატივით შეეგებნენ მას ქალაქის მკვიდრნი. 61. გამოემართა იქიდან ღაზასკენ, მაგრამ ჩაიკეტნენ ღაზელები. ალყა შემოარტყა მას და ცეცხლით გადაწვა მისი სანახები, და გაძარცვა ისინი. 62. შეევედრნენ იონათანს ღაზელები და მანაც მისცა მათ მარჯვენა, აიყვანა მათი მთავრების ვაჟები მძევლებად და იერუსალიმში გაგზავნა ისინი. დამასკომდე მოიარა ქვეყანა. 63. გაიგო იონათანმა, რომ წამოსულან დემეტრიოსიხ მთავრები კადეშისკენ გალილეაში დიდძალი ჯარით, მისი გადაყენების მსურველნი. 64. თავად დაუხვდა მათ, მისი ძმა სიმონი კი ქვეყანაში დარჩა. 65. დაბანაკდა სიმონი ბეთ-ცურთან, ებრძოდა მას დიდხანს და მოიმწყვდია იგი. 66. სთხოვეს მას მარჯვენის მიცემა და მანაც მისცა მარჯვენა. შემდეგ გამოყარა ისინი იქიდან, აიღო ქალაქი და დაცვა ჩააყენა. 67. იონათანი და მისი ლაშქარი გენესარეთის წყალთან დაბანაკდა. დილას ადრე ხაცორის ველზე განლაგდნენ. 68. და აჰა, უცხოტომთა ბანაკი შეეყარა მას ველზე; ნაწილი მთებში ჩაესაფრებინათ მათ წინააღმდეგ, თავად კი პირისპირ შეეტაკნენ. 69. ჩასაფრებულებიც გამოვიდნენ საფრებიდან და ჩაერთნენ ბრძოლაში. 70. იონათანთან მყოფნი ყველანი გაიქცნენ, ერთიც კი არ დარჩენილა მათგან, გარდა მატათიასი, აბესალომის ძისა, და იუდასი, ხალფის ძისა - ლაშქრის რაზმეულთა მეთაურებისა. 71. შემოიხია იონათანმა სამოსელი, თავზე მტვერი დაიყარა და ილოცა. 72. მერე კვლავ ჩაერთო ბრძოლაში მათ წინააღმდეგ, დაამარცხა ისინი და უკუაქცია. 73. დაინახეს ეს იონათანისგან გაქცეულებმა და დაბრუნდნენ მასთან, მისდიეს კადეშამდე, მათ ბანაკამდე, და იქ დადგნენ. 74. დაეცა იმ დღეს მათგან სამიათასამდე კაცი; და გაბრუნდა იონათანი იერუსალიმისკენ.
1 . 1. როცა შეთანხმება დადებული იქნა, ლისია დაბრუნდა მეფესთან, იუდაელებმა კი მიწის დამუშავებას მიჰყვეს ხელი. 2. მაგრამ იქაური სარდლები - ტიმოთე და აპოლონიოს გენეოსის ძე, ასევე იერონიმუსი და მათ გარდა დემოფონი, ასევე ნიკანორიც - კვიპროსის განმგებელი, არ აძლევდნენ მათ წყნარი და მშვიდობიანი ცხოერების საშუალებას. 3. იაფოელებმა კი ასეთი უღვთოება ჩაიდინეს: შესთავაზეს მეზობლად მოსახლე იუდაელებს ასულიყვნენ მათი ხელით დამზადებულ ნავებზე დედაწულიანად, თითქოს მათდამი უკეთური ზრახვა არ სდებოდეთ გულში. 4. როცა ისინი დათანხმდნენ, რაკი მშვიდობა სურდათ და თან არც არაფერზე დაეჭვებულან, მაშინ იაფოელებმა, ქალაქის საერთო დადგენილებით, ნაპირს რომ მოშორდნენ, ყველანი წყალში ჩაძირეს, არანაკლებ ორასი კაცისა. 5. როცა იუდამ თვისტომთა მიმართ ჩადენილი ასეთი სისასტიკე გაიგო, გამოუცხადა ეს თავისიანებს, 6. მოუხმო სამართლიან მსაჯულს, ღმერთს, და გაილაშქრა ძმათა მკვლელების წინააღმდეგ; ნავსადგურს ღამე ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა ნავები; ხოლო ვინც ნავსადგურში მოვარდა, ყველა ამოჟლიტა. 7. რაკი გადაკეტილი იყო ეს ადგილი, იუდამ დატოვა იაფო; გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კვლავ მობრუნებულიყო და ერთიანად გაევლო მუსრი იაფოელებისთვის. 8. იუდამ ისიც შეიტყო, რთამ იამნიას მკვიდრნიც ამასვე უპირებდნენ იქაურ იუდაელებს, 9. ღამით თავს დაესხა იამნიელებს და გადაწვა მათი ნავსადგურები ხომალდებთან ერთად, ისე რომ ცეცხლის ალი იერუსალიმიდან ორასორმოცი სტადიონის მანძილზე ჩანდა. 10. ტიმოთესკენ რომ წამოვიდნენ, ცხრა სტადიონზე არაბები დაესხნენ მათ თავს, არანაკლებ ხუთი ათასი ქვეითისა და ხუთასი ცხენოსნისა. 11. გაიმართა სასტიკი ბრძოლა და იუდამ და მისმა თანამებრძოლებმა ღვთის შეწევნით წარმატებას რომ მიაღწიეს, დამარცხებულმა მოხეტიალე არაბებმა გადაწყვიტეს დაზავებოდნენ იუდას, დაპირდნენ ჯოგებს და ყოველმხრივ დახმარებოდნენ მის ხალხს. 12. იუდამაც გაითვალისწინა, რთშ მართლაც დიდად სასარგებლონი იქნებოდნენ მათთვის არაბები და დათანხმდა, მათთან ზავი დაედო. დაზავდნენ და თავ-თავიანთ კარვებში დაბრუნდნენ. 13. გარდა ამისა, იუდამ აიღო ერთი ხიდებით გამაგრებული და კედლებით გარშემოვლებული, სხვადასხვა ტომით დასახლებული ქალაქი, რომელსაც ეწოდებოდა კასპინი. 14. ქალაქის მკვიდრნი მტკიცე გალაგნებითა და სურსათ-სანოვაგით გულმოცემულნი, ერთობ უკმეხად იქცეოდნენ; შეურაცხყოფდნენ იუდას, ღმერთს გმობდნენ და ილანძღებოდნენ. 15. ხოლო იუდას ხალხმა მოუხმო სამყაროს დიდ მეუფეს, რომელმაც იესოს დროს საიერიშო ტარანებისა და საალყო მანქანების გარეშე დაამხო იერიქონი, და დიდი შემართებით შეუტია კედლებს. 16. როცა ღვთის შეწევნით ქალაქი აიღეს, ატყდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ისე რომ მიმდებარე ტბაშიც კი, რომელსაც ორი სტადიონის სიგანე ჰქონდა, თითქოს სისხლი იყო ჩაგუბებული. 17. აქედან წამოვიდნენ შვიდასორმოცდაათი სტადიონის მანძილზე და შევიდნენ ქარაკში, ეგრეთწოდებულ ტუბიის იუდაელებთან. 18. მაგრამ ვერ მოიხელთეს ამ ადგილებში ტიმოთე, რომელიც ისე გაშორდა ამ მხარეს, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწო, მხოლოდ ერთ ადგილას დატოვა მტკიცე დაცვა. 19. ამიტომ დოსითეოსი და სოსიპატროსი, მაკაბელთა წინამძღოლები, წამოვიდნენ და ამოწყვიტეს ტიმოთეს ჩაყენებული მეციხოვნეები - ათიათასზე მეტი კაცი. 20. მაკაბელმა კი თავისი ჯარი რაზმებად დაყო და ტიმოთეზე მოიტანა იერიში, მის ასოციათას ქვეითზე, ორიათას ხუთას მხედარზე. 21. ტიმოთემ იუდას მოახლოება რომ გაიგო, ქალები, ბავშვები და ჯარის ყოველგვარი აღალი გახიზნა ეგრეთწოდებულ კარნიონში. რადგან ეს სიმაგრე მოუხერხებელი იყო ალყისთვის მიუდგომელი მდებარეობის გამო. 22. იუდას პირველი რაზმი რომ გამოჩნდა, შიში ჩამოვარდა მტრებში და თავზარი დასცა მათ ყოვლისმჭვრეტელის ხილვამ; მაშინვე უკუიქცნენ, ვინ სად გარბოდა და ვინ სად, ისე რომ მეტ წილს თვითონვე თავისიანები ხოცავდნენ, ჩხვლეტდნენ და კაწრავდნენ მახვილთა წვერებით. 23. იუდა დაუნდობლად დევნიდა მტერს, ერთიანად მუსრს ავლებდა უწმიდურთ, ოცდაათიათასამდე კაცი გაანადგურა. 24. თავად ტიმოთე ხელთ ჩაუვარდა დოსითეოსსა და სოსიპატროსს და მათ ხალხს და ათასგვარი ხრიკებით ევედრებოდა მათ ცოცხალი გაეშვათ იგი, რადგან ბევრი იუდაელის მამა, ზოგისაც ძმა, მძევლებად ჰყავდათ ანტიოქელებს და არ დაინდობდნენ მათ, თუ ტიმოთე მოკვდებოდა. 25. როცა მრავალი საბუთით დაარწმუნა ტიმოთემ, რომ მძევლებს უვნებლად გაათავისუფლებდა, მათაც გამოუშვეს იგი, რათა ამით თავიანთი მოძმეები დაეხსნათ. 26. ხოლო კარნიონსა და ასგერგატიონთან ლაშქრით გამოსულმა იუდამ ოცდახუთი ათასი კაცი გაწყვიტა. 27. მათი დამარცხებისა და შემუსვრის შემდეგ მან ქალაქი ეფრონიც დალაშქრა, გამაგრებული ადგილი, სადაც სახლობდა ლისია და მრავალი სხვადასხვა ტომი. აქ, კედლების წინ, მედგრად იბრძოდნენ ძლიერი ჭაბუკები. მათ ქალაქის კედლებთან მოზიდეს ბევრი საიერიშო მანქანა და სატყორცნი მოწყობილობა. 28. მაკაბელის ხალხი კი ხმამაღლა მოუხმობდა მეუფეს, მტრის სიმაგრეთა დამაქცეველს, და აიღეს ქალაქი. გაანადგურეს ოცდახუთიათასამდე კაცი. 29. აქედან იერიშით წამოსულები მიადგნენ სკვითოპოლისს, იერუსალიმიდან სამოცი სტადიონით დაშორებულს. 30. მაგრამ იქაურმა იუდაელებმა დაუმოწმეს, რომ სკვითოპოლოსელები მათდამი კეთილად არიან განწყობილნი და გასაჭირში მოკრძალებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ხოლმე. 31. ამისათვის მათ მადლობა მოახსენეს და დაარწმუნეს, რომ მომავალშიც მათი მოდგმისადმი კეთილად იქნებოდნენ განწყობილნი. შემდეგ წამოვიდნენ იერუსალიმში, რადგან ახლოვდებოდა შვიდეულთა დღესასწაული. 32. ხოლო ორმოცდაათების დღესასწაულის შემდეგ გამოილაშქრეს გორგიაზე, ედომის განმგებელზე. 33. მაკაბელი სამიათასი ქვეითითა და ოთხასი მხედრით გამოვიდა. 34. ბრძოლაში იუდაელთა მცირედი ნაწილი დაეცა. 35. ხოლო ვინმე დოსითეოსმა, ბაკქენორის ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა, ცხენოსანმა და ძლიერმა კაცმა, შეიპყრო გორგია, ხელი ჩაავლო მას მოსასხამზე და მძლავრად დაითრია. უნდოდა ცოცხლად დაეტყვევებინა ის წყეული, მაგრამ დოსითეოსს თავს დაესხა ერთერთი თრაკიელი მხედარი და მხარი მოკვეთა; ხოლო გორგია მარისაში გაიქცა. 36. როცა ესდრისთან გაგრძელდა ბრძოლა და მეომრებსაც გამოეცალათ ძალა, მოუხმო იუდამ უფალს, შეწეოდა მათ და ომში წინამძღოლობა გაეწია. 37. დასჭექა მშობლიურ ენაზე საბრძოლო ყიჟინა და საგალობლები და მოულოდნელად დააცხრა გორგიას და უკუაქცია მისი ლაშქარი. 38. ხოლო იუდამ წამოიყვანა თავისი ლაშქარი და შევიდა ქალაქ ყადულამში. და, რაკი დამდგარი იყო შვიდეულთა დღესასწაული, რჯულისამებრ განწმედილმა იუდაელებმა აქ გაატარეს შაბათი. 39. მეორე დღეს, რადგან ეს აუცილებელი იყო იმ დროისთვის, მოვიდა იუდას ხალხი, რომ წამოესვენებინათ ბრძოლაში დაცემულთა გვამები და ნათესავებთან ერთად მშობილიური სამარხებისთვის მიებარებინათ ისინი. 40. ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდაელებს. ყველასთვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი. 41. და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ. 42. დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო კეთილშობილი იუდა ჩააგონებდა ყველას, ცოდვებს მორიდებოდნენ, რაკი თავისი თვალით ნახეს, თუ რა დაატყდათ თავს ბრძოლაში დაცემულ იუდაელებს შეცოდების მიზეზით. 43. შეკრიბა თითოეული კაცისგან ორიათასამდე ვერცხლის დრაქმა და იერუსალიმში გაგზავნა, რათა ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მეტად ღირსეულად და პატივისცემით მოიქცა, რადგან აღდგომაზე ფიქრობდა. 44. ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას. 45. იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსავობაში გარდაცვილთ დიდებული საზღაური მოელის. წმიდაა და ღვთიური ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდართათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებლად.
1 . 1. ასორმოცდაცხრა წელს იუდას ყურამდე მივიდა ამბავი, რომ ანტიოქოს ევპატორი დიდი ლაშქრით მოდის იუდაში, 2. და რომ მასთან ერთადაა ლისიაც, მეფის მეურვე და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე. თითოეული მათგანის ხელში იყო ელინთა სამხედრო ძალა - ასათიათასი ქვეითი და ხუთიათას სამასი ცხენოსანი, ოცდაორი სპილო და სამასი ეტლი, ცელებით შეიარაღებული. 3. მათ შემოუერთდა მენელაოსიც და დიდის თვალთმაქცობით აქეზებდა ანტიოქოსს იუდაელთა წინააღმდეგ - არა სამშობლოს ხსნისთვის, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდების იმედით. 4. ხოლო მეუფეთა მეუფემ აღაგზნო ამ უწმიდურის წინააღმდეგ ანტიოქოსის რისხვა და ლისიამაც დაუსაბუთა მეფეს, რომ მენელაოსია ყოველივე ბოროტების მიზეზი. ანტიოქოსმაც გადაწყვიტა მენელაოსი ბერეაში წაეყვანათ და ადგილობრივი რჯულის მიხედვით დაესაჯათ. 5. ამ ადგილას არის ორმოცდაათი წყრთის სიმაღლის გოდოლი, ნაცრით სავსე; მასზე მოწყობილია იარაღი წრიულად მბრუნავი და ნაცრის მიმართ დამრეცად მოქცეული. 6. აქ მოჰყავდათ ხოლმე სიკვდილმისჯილნი - ტაძრის მძარცველები ან სხვა რამ ზღვარგადასული ბოროტების ჩამდენნი. 7. ასეთი სიკვდილით მოკვდა უწმიდური მენელაოსი, მიწაც არ ღირსებია მას სამარედ და სავსებით სამართლიანად, 8. რადგან ბევრჯერ შესცოდა მან სამსხვერპლოებს, სადაც წმიდაა ცეცხლი და ნაცარი. ამიტომაც უწია ნაცარში სიკვდილმა. 9. ხოლო მეფემ, რისხვით თავგზააბნეულმა, განიზრახა თავის მამაზე უარესი საქმეები დაეტეხა იუდაელებისთვის. 10. ეს იუდამაც გაიგო და უბრძანა თავის ხალხს დღედაღამ ლოცვები აღევლინათ უფლისათვის, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც შეწევნა მოევლინა რჯულის, სამშობლოსა და წმიდა ტაძრის დაცვის მსურველთათვის; 11. არ ჩაეგდო უღვთოთა ხელში ხალხი, რომელმაც ეს-ესაა სული მოითქვა. 12. როცა ეს ბრძანება ერთსულოვნად აღასრულეს, ლოცვები აღუვლინეს მოწყალე უფალს, სამი დღის მანძილზე განუწყვეტლივ გოდებდნენ, მარხულობდნენ და მუხლმოდრეკით იდგნენ. მერე მოუხმო ხალხს იუდამ და მზადყოფნისკენ მოუწოდა. 13. უხუცესებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, გასულიყვნენ ქალაქიდან და ღვთის შეწევნით წარემართათ საქმე, ვიდრე მეფის ლაშქარი იუდაში შემოიჭრებოდა. 14. სამყაროს შემოქმედის მფარველობას რომ მიენდო, მაკაბელმა მოუწოდა თავისიანებს, ღირსეულად ებრძოლათ რჯულისთვის, ტაძრისთვის, ქალაქისთვის, სამშობლოსთვის და მოქალაქეობისთგის, და მოდეინის მიდამოებში განალაგა ბანაკი. 15. მისცა პირობით ნიშნად სიტყვები - ღვთის გამარჯვება - და უმამაცესი ჭაბუკების რაზმით მეფის კარავს დაეცა ღამით, და ორიათასამდე კაცი გაწყვიტა ბანაკში. მოკლეს მეთაური სპილო და მისი მხედარი. 16. ბოლოს, შიში და აღრეულობა რომ შეიტანეს მტრის ბანაკში, გამარჯვებულნი უკან მობრუნდნენ. 17. უკვე გათენებული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა ღვთის შეწევნით. 18. ხოლო მეფემ, იუდაელთა სიმამაცე რომ იწვნია თავის თავზე, სცადა ხრიკებითა და მოტყუებით დაეკავებინა ადგილები. 19. მიადგა ბეთ-ცურს, იუდაელთა ციხე-სიმაგრეს, მაგრამ უკუაქციეს იგი, მარცხი აგემეს, დაამცირეს. 20. მეციხოვნიებს კი იუდამ აუცილებელი სახსარი შეუგზავნა. 21. აუწყა მტერს ეს საიდუმლოება როდოკოსმა იუდაელთა ბანაკიდან, მაგრამ იგი ამხილეს, შეიპყრეს და ჩაამწყვდიეს. 22. მეორეჯერ წამოუწყო მოლაპარაკება მეფემ ბეთ-ცურში გამაგრებულთ, ზავი შესთავაზა, მძევლები გაცვალეს, უკან გამობრუნდა, თავს დაესხა იუდას რაზმებს და დამარცხდა. 23. შეიტყო, რომ ფილიპე, რომელიც ანტიოქიაში იყო დატოვებული სახელმწიფო საქმეებისთვის, აჯანყდა; იგი დაიბნა, თხოვნით იუდაელებს მიადგა, მათ დამორჩილდა და ფიცით აღუთქვა ყველაფერი, რაც სამართლიანად ეკუთვნოდათ, შეეშვა მათ და, მსხვერპლიც კი შესწირა. პატივი მიაგო ტაძარს და მკვიდრი ხალხისადმი სიყვარულით განეწყო. 24. მან მაკაბელიც მიიღო და დატოვა განმგებლად ჰეგემონიდე პტოლემაისიდან გერენაიმდე. 25. მერე პტოლემაისში წავიდა. პტოლემაისის მკვიდრნი კი მოლაპარაკებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და დადგენილების გაუქმება სურდათ. 26. ლისია საჯაროდ გამოვიდა და თავი გაიმართლა. ხალხი დაარწმუნა, დაამშვიდა, კეთილად განაწყო და ანტიოქიისკენ გაემართა. ასე დასრულდა მეფის შეტევა და უკუდახევა. თავი მეთოთხმეტე 1. ხოლო მესამე დღეს, როცა მუხის ქვეშ ვიჯექი, 2. აჰა, მომესმა ხმა მაყვლის ბუჩქიდან, მითხრა: ეზრა, ეზრა! ვთქვი: აჰა, მე ვარ, უფალო-მეთქი და ფეხზე წამოვდექი. და მითხრა მან: 3. მაყვლის ბუჩქიდან გამოვეცხადე და ველაპარაკე მოსეს, როცა ჩემი ხალხი ეგვიპტეში იყო დამონებული, 4. მივავლინე იგი და გავიყვანე ჩემი ხალხი ეგვიპტიდან და სინაის მთის ძირას მივიყვანე, მოსე კი ჩემთან დავიტოვე მრავალი დღე. 5. ვაუწყე მას მრავალი საოცრება და გავუმხილე მას დრო-ჟამის საიდუმლოებანი და დასასრული, დავმოძღვრე იგი და ვუთხარი: 6. ზოგს გაცხადებულად იტყვი, ზოგს კი საიდუმლოდ შეინახავ. 7. ახლა კი გეუბნები: 8. ნიშნები, რომლებიც გაჩვენე და სიზმრები, რომლებიც იხილე და რომელთა განმარტებებიც იხილე, გულში ჩაინერგე. 9. შენ გამორჩეული ხარ ყველასგან და ჩემი მცნებებისკენ იქნები მიქცეული შენს მსგავსებთან ერთად დრო-ჟამის დასასრულამდე. 10. რადგან დაკარგა წუთისოფელმა თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა მოუწია. 11. თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია, 12. და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი. 13. მაშ, მოიწყვე ახლა შენი სახლი, ამხილე შენი ხალხი, დაამშვიდე დამცირებულნი და უარყავი უკვე გადაგვარებულნი. 14. განდევნე შენგან წარმავალი აზრები და გადაიგდე ადამიანური ტვირთი, მოიცილე უძლური ბუნება, განზე გადადე შენთვის სამძიმო ფიქრები და იჩქარე, რომ დააღწიო თავი ამ დროებას. 15. რასაც ახლა ბოროტებას ხედავ, ამაზე უარესი მოხდება მომავალში. 16. რადგან დაუძლურდა სიბერისგან წუთისთაუელი და უფრო და უფრო გამრავლდება მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი. 17. უფრო და უფრო შორს წავა ჭეშმარიტება და მოახლოვდება სიცრუე. უკვე ჩქარობს მოსვლას, როგორც ხილვაში იხილე. 18. ვუპასუხე და ვთქვი: მალაპარაკე-მეთქი შენს წინაშე, უფალო. 19. აჰა, მე წავალ, როგორც მიბრძანე და ვამხილებ ამჟამინდელ ხალხს. მაგრამ კვლავ ვინც გაჩნდება, მათ ვინ გააფრთხილებს? 20. რადგან წყვდიადში იმყოფება ეს წუთისთდცლი და ნათლის გარეშე არიან მისი მკვიდრნი. 21. რადგან დაიწვა შენი რჯული და არავინ იცის, რა შეიქმნა შენგან ან რა მოხდება მომავალში. 22. მაგრამ თუ ვპოვე შენში წყალობა, მოავლინე ჩემზე სულიწმიდა და აღვწერ ყველაფერს, რაც კი შექმნილა ამ წუთისთაუელში დასაბამიდან, რაც შენს რჯულშია ჩაწერილი, რომ შესძლონ ადამიანებმა ბილიკის პოვნა და იცოცხლონ, ვისაც კი სურს სიცოცხლე უკანასკნელ დღეებში. 23. მიპასუხა და თქვა: შეკრიბე ხალხი და უთხარი მათ, რომ არ მოგიკითხონ ორმოცი დღე. 24. შენ კი გაამზადე მრავლად საწერი დაფები და თან წაიყვანე სარეა, დაბრია, სალემია, ექანუსი და ასიელი - ხუთი კაცი, ვისაც შეუძლია სწრაფად წერა, 25. და მოდი აქ. და მე დავანთებ შენს გულში გონების ლამპარს, რომელიც არ ჩაქრება, ვიდრე არ დასრულდება, რის წერასაც შეუდგები. 26. რომ დაასრულებ, ზოგი რამ გააცხადე, ზოგიც საიდუმლოდ გადაეცი ბრძენებს. ხვალ ამ დროს შეუდექი წერას. 27. მეც წავედი, როგორც დამარიგა, შევკრიბე მთელი ხალხი და ვთქვი: 28. ისმინე, ისრაელო, ეს სიტყვები: 29. დასაბამიდან ეგვიპტეში მდგმურობდნენ ჩვენი მამა-პაპანი და მერე გათავისუულდნენ იქიდან, 30. მიიღეს სიცოცხლის რჯული, რომელიც არ დაიცვეს, და რომელსაც თქვენც არღვევთ მათ შემდეგ. 31. წილად გერგოთ თქვენ მიწა, მიწა სიონისა, ხოლო თქვენი მამა-პაპა და თქვენც უკეთურად იქცევით და არ იცავთ გზას, რომელიც გიბრძანათ უზენაესმა. 32. და რაკი სამართლიანი მსაჯულია იგი, თავის დროზე წაგართვათ, რაც მოგცათ. 33. ახლა აქა ხართ თქვენ და თქვენი ძმებიც თქვენს შორის არიან. 34. თუ უბრძანებთ თქვენს გონებას და გაწვრთნით თქვენს გულს, ცოცხლები გადარჩებით და სიკვდილის შემდეგ შეწყალებულნი იქნებით. 35. რადგან მსჯავრი სიკვდილის შემდეგ მოვა, როცა კვლავ გავცოცხლდებით; მაშინ გაცხადდება მართალთა სახელები და გამჟღავნდება უწმინდურთა საქმენი. 36. ახლა ნურავინ მოვა ჩემთან და ნურც მომიკითხავთ ორმოცი დღე. 37. წავიყვანე ხუთი კაცი, როგორც მიბრძანა, წავედით ველზე და იქ დავრჩით. 38. მეორე დღეს, აჰა, მომიწოდა ხმამ: ეზრა, გააღე პირი და დალიე, რასაც შეგასმევ. 39. მეც გავაღე პირი და აჰა, მოწვდილია ჩემთვის სავსე თასი, თითქოს წყლით იყო სავსე, ფერით კი ცეცხლისფერი იყო. 40. მივიღე და შევსვი, და როცა ვსვამდი, გული მევსებოდა აზრით და სიბრძნე მატულობდა მკერდში; გონებაც ინარჩუნებდა მეხსიერებას. 41. პირი გაღებული მქონდა და მეტად აღარ დამიმუწავს. 42. უზენაესმა გაგების უნარი მისცა ხუთ კაცს და მათაც ჩაიწერეს ყოველივე, რაც ითქვა ღამეების განმავლობაში და რაც არ იცოდნენ. 43. ისინი ღამით ჭამდნენ პურს, მე კი დღისით ვლაპარაკობდი და არც ღამით დავდუმებულვარ. 44. ორმოც დღეში ორას ოთხი წიგნი იქნა ჩაწერილი. 45. რომ შესრულდა ორმოცი დღე, თქვა უზენაესმა: პირველად რაც ჩაწერეთ, საჯაროდ გააცხადეთ, წაიკითხონ ღირსეულებმა და უღირსებმაც. 46. უკანასკნელი სამოცდაათი კი შეინახე, რათა გადასცე ისინი შენი ხალხის ბრძენებს. 47. ამაშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე. ასეც მოვიქეცი.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან, რადგან მე გავუქვავე გული მას და მის მსახურებს, რათა ჩემი ნიშნები გამომევლინა მათ შორის.
2 . რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი”.
3 . მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ებრაელთა ღმერთი: "როდემდე უარყოფ დამდაბლებას ჩემს წინაშე? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.
4 . და თუ კიდევ უარს იტყვი ჩემი ხალხის გაშვებაზე, აჰა, ხვალვე კალიას მოვავლენ შენს საზღვრებში.
5 . ისე დაფარავს იგი ქვეყნის ზედაპირს, რომ შეუძლებელი გახდება მიწის დანახვა და შთანთქავს იგი გადარჩენილთა ნატამალს, რომელიც სეტყვას გადაურჩა; და შეჭამს ყოველ ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
6 . აღავსებენ შენი, შენი მსახურების და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავს შენს მამა-პაპას მათი არსებობის დღიდან დედამიწაზე”. გამობრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან.
7 . უთხრეს ფარაონს მისმა მსახურებმა: "როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ჩვენს მახედ? გაუშვი კაცები და ემსახურონ უფალს, თავ-თავის ღმერთს, ვეღარ გაიგე, რომ იღუპება ეგვიპტე?
8 . დააბრუნეს მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: "წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. მაგრამ ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?”
9 . უთხრა მოსემ: "ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებით, ჩვენი ქალ-ვაჟით, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით წავალთ, რადგან უფლისთვის უნდა ვიდღესასწაულოთ”.
10 . უთხრა მათ ფარაონმა: "ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებთან ერთად გაგიშვათ. აჰა, ბოროტია თქვენი განზრახვა.
11 . ასე არა! წადით თქვენ, მამაკაცები და ემსახურეთ უფალს, რაკი ასე გსურთ”. და გამოაგდეს ისინი ფარაონისგან.
12 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიის გამოსახმობად, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის მიწას და შთანთქას ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა”.
13 . გაიწოდა მოსემ კვერთხი ეგვიპტის მიწაზე და მოავლინა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყანაზე მთელ დღეს და მთელ ღამეს. გათენდა და კალია მოზიდა აღმოსავლეთის ქარმა.
14 . შეესია კალია ეგვიპტის მიწას და დაუნდობლად მოეფინა ეგვიპტის ყოველ კუთხე-კუნჭულს; არც მანამდე ყოფილა ამდენი კალია და არც ამის შემდეგ იქნება.
15 . დაფარა მან მთელი მიწის ზედაპირი ისე, რომ დაბნელდა ქვეყანა და შთანთქა ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა და აღარ დარჩა არანაირი სიმწვანე, აღარც ხე და ბალახი მინდვრისა ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
16 . სასწრაფოდ მიიწვია ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთისა და თქვენს წინაშე.
17 . გთხოვთ, ამჯერადაც შემინდეთ ცოდვა და ილოცეთ უფლის, თქვენი ღმერთისადმი, ოღონდ ამარიდოს ეს სიკვდილი”.
18 . გამოვიდა მოსე ფარაონისგან და ილოცა უფლის მიმართ.
19 . მოაქცია უფალმა ზღვის ძლიერი ქარი, წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. არ დარჩენილა არც ერთი კალია ეგვიპტის საზღვრებში.
20 . გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილები.
21 . უთხრა უფალმა მოსეს: "ცისკენ გაიწოდე ხელი, რათა იყოს წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაზე, ხელშესახები სიბნელე”.
22 . გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და წყვდიადის ბურუსი ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე სამ დღეს.
23 . ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამი დღე; ხოლო ისრაელის შვილებს სინათლე ჰქონდათ თავ-თავის სამყოფელში.
24 . მოიხმო ფარაონმა მოსე და უთხრა: "წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი თან წაიყვანეთ”.
25 . უთხრა მოსემ: "სამსხვერპლო და სრულადდასაწველიც უნდა მოგვცე და შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.
26 . ჩვენი საქონელიც უნდა წაგვყვეს, ჩლიქიც კი არ დარჩება, ვინაიდან მისგან გამოვარჩევთ უფლის, ჩვენი ღვთის შესაწირს; სანამ იქ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახურებით უფალს”.
27 . მაგრამ გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ ინება მათი გაშვება.
28 . უთხრა მას ფარაონმა: "წადი აქედან და გაფრთხილდი, რომ აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მაშინვე მოკვდები.
29 . უთხრა მოსემ: "სწორად ამბობ. აღარასოდეს ვიხილავ შენს სახეს”.