დაფიცება


საკვანძო მუხლები:

იესო ნავეს ძე 6 : 26 ; 1მეფეთა 14 : 24 ; 3მეფეთა 22 : 16 ; მათე 26 : 63 ; მარკოზი 5 : 7 ; საქმენი მოციქულთა 19 : 13 ; 1თესალონიკელთა 5 : 27 ; დაბადება 30 : 33 ; ებრაელთა 7 : 21 ; მათე 23 : 18 ; ქებათა-ქება 8 : 4 ;
=4.18.30 დაფიცება

- ჩემი სიმართლისამებრ მომეგოს დაბ.30,33
- იესო ნავეს ძე იერიქონის ხელმეორედ აშენების მსურველს სწყევლის იესნ.6,26
- საული აფიცებს მებრძოლებს გამარჯვებამდე არაფერი ჭამონ 1მფ.14,24-28
- აქაბი აფიცებს მიქას თქვას მხოლოდ სიმართლე 3მფ.22,16
- გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისა, ნუ გააღვიძებთ, ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს ქებ.8,4
- ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო მათ.23,18
- კაიაფა აფიცებს ღმერთს იესოს მათ.26,63
- დემონები აფიცებენ ღმერთით მარ.5,7
- შემლოცველები აფიცებენ იესოს სახელით საქ.19,13
- პავლე აფიცებს ღმერთით 1თეს.5,27
- დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით ებრ.7,21

ბიბლიის მუხლები

დაბადება 30
33. და მომეგოს ჩემი სიმართლისამებრ იმ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი გასამრჯელო შენს წინაშე: ყოველი თხა, რომელიც დაწინწკლული და ჭრელი არ იქნება, ხოლო ცხვარი - შავი, ნაქურდლად ჩამითვალე”
.

იესო ნავეს ძე 6
26. ასეთი წყევლა წარმოთქვა მაშინ იეშუამ: "წყეული იყოს უფლის წინაშე კაცი, რომელიც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხოს: თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე”.

1მეფეთა 14
24. გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25. ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26. ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27. არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28. მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.

3მეფეთა 22
16. უთხრა მას მეფემ: "რამდენჯერ დაგაფიცო, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”

მათე 26
63. იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”

მარკოზი 5
7. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: "რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”

საქმეები 19
13. ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.

1თესალონიკელთა 5
27. გაფიცებთ უფალს, ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხეთ.

4.18.30 Заклятие - клятва, зарок
Быт.30,33 Иисн.6,26; 1цар.14,24-28; 3цар.22,16 Песн.8,4 Матф.23,18; 26,63 Мар.5,7 Деян.19,13; 1Фес.5,27 Евр.7,21