გირაო, დაგირავება, წინდი, დაწინდვა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 38 : 17 ; მეორე რჯული 24 : 10 ; ნეემია 5 : 3 ; იობი 22 : 6 ; ეზეკიელი 18 : 16 ; 2კორინთელთა 1 : 22 ; 2კორინთელთა 5 : 5 ; ეფესელთა 1 : 14 ; 2ტიმოთე 1 : 14 ; გამოსვლა 22 : 27 ;
=4.19.47 გირაო, დაგირავება, წინდი, დაწინდვა

გირაო არის მევალისთვის ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად ჩაბარებული უძრავი ან მოძრავი ქონება

ჩვეულებრივ ცხოვრებაში:
- წინდის დატოვება დაბ.38,17
- ტანსაცმლის გამ.22,26.27
- წესები მის შესახებ რჯ.24,10-17
- მისი ბოროტად გამოყენება იობ.22,6
- დაბრუნება მართლობის ნიშანია ეზეკ.18,16
- ტყვეობიდან დაბრუნებული ებრაელები იძულებულნი იყვნენ მიემართათ დაგირავებისთვის ნეემ.5,3

სულიერთან დაკავშირებით:
- სული წმიდა გულში 2კორ.1,22; 2ტიმ.1,14
- მოცემულია ღმერთისგან 2კორ.5,5
- სული წმიდა არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი ეფ.1,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 38
17. უთხრა იუდამ: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა ქალმა: წინდს თუ მომცემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნიდე?

გამოსვლა 22
26. თუ შენი მოყვასის სამოსელს აიღებ გირაოდ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე,
27. რადგან ის მისი ერთადერთი საფარველია; მისი სხეულის სამოსელია - რაში დაიძინოს? როცა შემომჩივლებს, მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ.

მეორე რჯული 24
10. თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,

ნეემია 5
3. იყვნენ სხვები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს ვაგირავებთ, რათა მარცვლეული ვიშოვოთ და არ ვიშიმშილოთ”.

იობი 22
6. რადგან არაფრის გამო ართმევდი გირაოს შენს ძმებს და სამოსელს ხდიდი ნახევრად შიშვლებს;

ეზეკიელი 18
16. არავის დაჩაგრავს, თავდებში ჩადებულს არ მიითვისებს, არ იმძარცველებს, თავის პურს მშიერს გაუყოფს და შიშველს შემოსავს,

2კორინთელთა 1
22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.

2კორინთელთა 5
5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.

ეფესელთა 1
14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.

2ტიმოთე 1
14. შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.

4.19.47 Залог, закладивание
Быт.38,17 Исх.22,26.27 Вт.24,10 Неем.5,3 Иов.22,6 Иез.18,16; 2Кор.1,22; 5,5 Еф.1,14; 2Тим.1,14