შეთქმულება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 37 : 18 ; რიცხვნი 14 : 35 ; რიცხვნი 16 : 3 ; მსაჯულნი 16 : 5 ; 2მეფეთა 15 : 12 ; 4მეფეთა 9 : 14 ; ესაია 8 : 12 ; დანიელი 6 : 4 ; მათე 12 : 14 ; საქმენი მოციქულთა 23 : 12 ; ესთერი 2 : 22 ;
=3.50.34 შეთქმულება

შეითქვნენ წინააღმდეგ:
- იოსების დაბ.37,18-20
- ღმერთის რიცხ.14,35
- მოსეს რიცხ.16,3-35
- სამსონის მსაჯ.16,5-21
- დავითის 2მფ.15,12
- იორამის 4მფ.9,14
- ახაშვეროშის ესთ.2,22
- დანიელის დან.6,4-17
- იესოს მათ.12,14
- პავლეს საქ.23,12-15
- ნუ შეგაშინებთ ეს.8,12

ბიბლიის მუხლები

დაბადება 37
18. ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19. უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20. მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.

რიცხვნი 14
35. მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.

რიცხვნი 16
3. შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?

მსაჯულნი 16
5. მიადგნენ ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: "აცდუნე და ათქმევინე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა და რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ; სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანი ვერცხლის ათას ას შეკელს მოგცემს”.

2მეფეთა 15
12. გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.

4მეფეთა 9
14. შეთქმულება მოაწყო იეჰუმ, იოშაფატ ნიმშის ძის ძემ, იორამის წინააღმდეგ. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გალაადის რამოთში.

ესაია 8
12. ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ.

დანიელი 6
4. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
5. მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო.
6. მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე!
7. სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განზვლთბაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.

მათე 12
14. ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.

საქმეები 23
12. როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
13. ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ.
14. მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.
15. მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად.

-----------------------------
სურათზე: შეთქმულება სამსონის წინააღმდეგ

3.50.34 Заговор
Быт.37,18-20 Чис.14,35; 16,3-35 Суд.16,5-21; 2цар.15,12; 4цар.9,14 Есф.2,22 Ис.8,12 Дан.6,4-17 Матф.12,14 Деян.23,12-15