გამოცანა


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 12 : 8 ; მსაჯულნი 14 : 12 ; 3მეფეთა 10 : 1 ; 2ნეშტთა 9 : 1 ; ფსალმუნები 48 : 4 ; ფსალმუნები 77 : 2 ; იგავნი 1 : 6 ; ეზეკიელი 17 : 2 ; ზირაქი 39 : 1 ;
=2.1.67 გამოცანა

- ღმერთი ერიდება იგავურად საუბარს, ლაპარაკობს პირდაპირ რიცხ.12,8
- სამსონი წარმოთქვამდა გამოცანებს მსაჯ.14,12-19
- შებას დედოფალი ცდიდა გამოცანებით სოლომონს 3მფ.10,1; 2ნეშ.9,1
- იყენებენ ბრძენნი იგავ.1,6
- ღმერთი უბრძანებს ეზეკიელს დასვას ეზეკ.17,2
- ღვთის სიტყვის შემსწავლელნი გამოიცნობენ ფს.48,4; 77,2 ზირაქ.39,3

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 12
8. პირისპირ ველაპარაკები, პირდაპირ და არა იგავებით. უფლის სახეს ჭვრეტს იგი. როგორ არ შეგეშინდათ მოსეს - ჩემი მსახურის წინააღმდეგ რომ ლაპარაკობთ?”

მსაჯულნი 14
12. უთხრა მათ სამსონმა: "ერთ გამოცანას გეტყვით; თუ გამოიცნობთ ამ შვიდდღიანი ნადიმის დროს, ოცდაათ ხელ სელის სამოსსა და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ.

3მეფეთა 10
1. ესმა შებას დედოფალს სოლომონის მიერ უფლის სახელის სადიდებლად აღსრულებული საქმენი და მივიდა გამოცანებით მის გამოსაცდელად.

2ნეშტთა 9
1. შებას დედოფალმა შეიტყო სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მივიდა დიდძალი დოვლათით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები, მივიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.

ფსალმუნი 48
4. ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას.

ფსალმუნი 77
2. იგავებით გავხსნი პირს, ვიტყვი ძველ გამოცანებს.

იგავნი 1
6. რომ მიხვდეს იგავებსა და ანდაზებს, ბრძენთა სიტყვებსა და გამოცანებს.

ეზეკიელი 17
2. "ძეო კაცისავ! გადაეცი გამოცანა და ელაპარაკე იგავი ისრაელის სახლს.

ზირაქი 39
3. გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს;

2.1.67 Загадка
Чис.12,8 Суд.14,12; 3цар.10,1; 2Пар.9,1 Пс.48,4; 77,2 Пр.1,6 Иез.17,2 Сирах.39,3