ანდერძი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 25 : 5 ; დაბადება 48 : 21 ; დაბადება 49 : 29 ; იესო ნავეს ძე 4 : 10 ; 2მეფეთა 17 : 23 ; 3მეფეთა 2 : 1 ; 4მეფეთა 20 : 1 ; მათე 26 : 28 ; 2კორინთელთა 3 : 6 ; გალატელთა 3 : 15 ; ებრაელთა 8 : 6 ; ებრაელთა 9 : 16 ; ებრაელთა 11 : 22 ; ტობითი 4 : 1 ; ზირაქი 24 : 1 ; 2მაკაბელთა 2 : 1 ;
=3.47.31 ანდერძი

- კაცის 2მფ.17,23; 4მფ.20,1 ებრ.9,16.17
- კაცის დადებული დაურღვეველია გალ.3,15
- აბრაამის დაბ.25,5-7
- იაკობის დაბ.48,21.22; 49,29
- იოსების ებრ.11,22
- მოსეს იესნ.4,10
- დავითის 3მფ.2,1-10
- იერემია წინასწარმეტყველის 2მაკ.2,2
- მშობლის ტობ.4,19
- ძველი აღთქმა, რჯული ზირაქ.24,23
- ახალი აღთქმა მათ.26,28.29
- ახალი აღთქმის მსახურების 2კორ.3,6
- ახალი უკეთესია ძველზე ებრ.8,6-13

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25
5. მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.
6. ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში.
7. აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას სამოცდათხუთმეტი წელი.

დაბადება 48
21. უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა-პაპათა მიწაზე.
22. შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.

დაბადება 49
29. უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,

იესო ნავეს ძე 4
10. უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა.

2მეფეთა 17
23. როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.

3მეფეთა 2
1. მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს, სოლომონს:

4მეფეთა 20
1. იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები.

მათე 26
28. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.
29. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.

2კორინთელთა 3
6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.

გალატელთა 3
15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას.

ებრაელთა 8
6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.
7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?
8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი.
10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.
12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.
13. ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.

ებრაელთა 9
16. ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი.
17. რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, და არა მანამ, სანამ ცოცხალია მეანდერძე.

ებრაელთა 11
22. რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.

ტობითი 4
19. ყოველ ჟამს აკურთხებდე უფალს, ღმერთს. მას შესთხოვდე, რათა წრფელი იყოს ყოველი შენი გზა და განზრახვა კურთხეული იყოს. რადგან არცერთი ხალხის ხელთ არ არის განგება, არამედ თავად უფალი ანიჭებს ყოველივე სიკეთეს, ვისაც მოისურვებს, დაამდაბლებს თავისი ნებისაებრ. ახლა კი, დაიმახსოვრე, შვილო, ჩემი ანდერძი და ნუ ამოშლი მას შენი გულიდან.

ზირაქი 24
23. ყოველივე ეს უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია, რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს.

2მაკაბელთა 2
2. და რჯულს აძლევს და უანდერძებს წინასწარმეტყველი გადმოსახლებულთ, არ დაივიწყონ უფლის მცნებები და არ აერიოთ გონება მაცთუნებელი სანახაობით - ოქროსა და ვერცხლის კერპებით და მათზე ჩამოკიდებული სამკაულებით.

3.47.31 Завещание
Быт.25,5-7; 48,21.22; 49,29 Иисн.4,10; 2цар.17,23; 3цар.2,1-10; 4цар.20,1 Матф.26,28.29; 2Кор.3,6 Гал.3,15 Евр.8,6-13; 9,16.17; 11,22 Тов.4,19 Сирах.24,23; 2Мак.2,2