მომზადება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 27 : 31 ; იესო ნავეს ძე 22 : 26 ; ეზრა 7 : 10 ; ფსალმუნები 9 : 7 ; ფსალმუნები 22 : 5 ; ესაია 40 : 3 ; ამოსი 4 : 12 ; მათე 3 : 3 ; მათე 20 : 23 ; მათე 22 : 4 ; მათე 25 : 34 ; ლუკა 1 : 17 ; ლუკა 22 : 8 ; იოანე 14 : 2 ; რომაელთა 9 : 23 ; 2კორინთელთა 8 : 11 ; 2ტიმოთე 2 : 21 ; ებრაელთა 11 : 16 ; ლევიანნი 23 : 19 ; რიცხვნი 15 : 12 ; რიცხვნი 29 : 39 ;
=3.43.23 მომზადება

ჩვეულებრივის:
- საჭმელის დაბ.27,31
- შესაწირავის ლევ.23,19 რიცხ.15,12; 29,39
- წვეულების მათ,22,4
- საქმის 2კორ.8,11

სულიერის მომზადების შესახებ:
- სამსხვერპლოს აშენება იესნ.22,26.27
- გულს იდვა უფლის რჯულის ძიება ეზრ.7,10
- ღმერთმა სიმართლისთვის მოამზადა თავისი ტახტი ფს.9,7
- უფლისთვის გზის ეს.40,3 მათ.3,3
- თავის ღმერთთან შესახვედრად ამ.4,12
- ტაბლის ფს.22,5
- პასექის ლუკ.22,8.9.12.13
- მსახურება 2ტიმ.2,21
- გამოსყიდული ხალხის ლუკ.1,17 რომ.9,23

საუკუნოს შესახებ:
- ადგილი ზეცაში მათ.20,23 იოან14,2.3
- სასუფეველი მათ.25,34
- ზეციური ქალაქი ებრ.11,16
- ჯოჯოხეთი მათ.25,41

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27
31. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა.

იესო ნავეს ძე 22
26. ვთქვით: ავაშენოთ სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა მსხვერპლებისთვის;
27. არამედ დასტურად იქნება იგი ჩვენსა და თქვენ შორის და ჩვენს შემდგომ თაობებს შორის, რათა ჩვენც ვემსახუროთ უფალს ჩვენი სრულადდასაწველებით, მსხვერპლებით და სამშვიდობო შესაწირებით; რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: არა გაქვთო წილი უფალში.

ეზრა 7
10. რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.

ფსალმუნი 9
7. ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზადა სამართლისთვის თავისი ტახტი.

ფსალმუნი 22
5. გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.

ესაია 40
3. ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის!

ამოსი 4
12. ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ; ასე ვიმოქმედებ, მოემზადე შენს ღმერთთან შესახვედრად, ისრაელ!

მათე 3
3. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.

მათე 20
23. ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.

მათე 22
4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში.

მათე 25
34. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.
41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.

ლუკა 1
17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი.

ლუკა 22
8. იესომ პეტრე და იოანე გაგზავნა და უთხრა: "წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ”.
9. ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოვამზადოთ?”
12. გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ.
13. ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.

იოანე 14
2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.

რომაელთა 9
23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,

2კორინთელთა 8
11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ.

2ტიმოთე 2
21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.

ებრაელთა 11
16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

------------------------------
სურათზე: გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება

3.43.23 Приготовление, приготовить
Быт.27,31 Лев.23,19 Чис.15,12; 29,39 Иисн.22,26.27 Езд.7,10 Пс.9,7; 22,5 Ис.40,3 Ам.4,12 Матф.3,3; 20,23; 22,4; 25,34.41 Лук.1,17; 22,8.9.12.13 Ин.14,2.3 Рим.9,23; 2Кор.8,11; 2Тим.2,21 Евр.11,16