შეგრძნებები: თვალ-ყურის, ყნოსვის, გემოს და შეხების


საკვანძო მუხლები:

დაბადება 27 : 18 ; 2მეფეთა 19 : 35 ; ეკლესიასტე 12 : 3 ; იოანე 20 : 27 ; ებრაელთა 5 : 14 ; იობი 29 : 11 ;
=1.6.40 შეგრძნებები: თვალ-ყურის, ყნოსვის, გემოს და შეხების

- მოტყუვდა შეგრძნებებს მინდობილი ისააკი დაბ.27,18-27
- დაუსუსტდა სიბერეში ბარზილაის 2მფ.19,35
- ყური მისმენდა და მაკურთხებდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა იობ.29,11
- აღწერილია გრძნობების მინავლება სიცოცხლის მიწურულს ეკლ.12,3-6
- დასარწმუნებლადაა გამოყენებული შეხება იოან.20,27-29
- მოწიფული ქრისტიანის გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად ებრ.5,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27
18. მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
21. უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
22. და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
23. ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
24. ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
26. უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
27. მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.

2მეფეთა 19
35. ოთხმოცი წლისა ვარ. განაღა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა გალობის მოსმენა? რატომ დავუმატო ტვირთი მეფეს, ჩემს ბატონს?

ეკლესიასტე 12
3. იმ დღემდე, ვიდრე აკანკალდებიან სახლის მცველნი, მოიხრებიან ძლიერი კაცები და ფქვას შეწყვეტენ მეწისქვილენი, რადგან ცოტანი დარჩნენ, ვიდრე დააკლდებათ ნათელი სარკმელში მჭვრეტელთ;
4. ვიდრე ჩაიკეტებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს წისქვილის ხმაური; ჩიტის ჟრიამულზე წამოდგებოდნენ და ვიდრე მიყუჩდებოდნენ მგალობელი ასულები;
5. ვიდრე სიმაღლის შეგეშინდებოდეს და გზაზე შიში შეგიპყრობდეს; ვიდრე აყვავდებოდეს ნუში, კალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაცხრებოდეს, რადგან მიდის კაცი თავის მარადიულ სახლში, მომტირალნი კი უბანში იტრიალებენ,
6. გახსოვდეს იგი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და ოქროს ფიალა დაიმსხვრეოდეს, დოქი წყაროსთან გატყდებოდეს და ბორბალი ჭაში ჩაიმსხვრეოდეს.

იოანე 20
27. შემდეგ თომას უთხრა: "გამოიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამოიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!”
28. მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”
29. უთხრა მას იესომ: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.

ებრაელთა 5
14. მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

1.6.40 Чувства
Быт.27,18-27; 2цар.19,35 Иов.29,11 Екк.12,3-6 Ин.20,27-29 Евр.5,14