საკუთარი თავის წყევლით დაფიცება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 27 : 13 ; მეორე რჯული 27 : 15 ; 1მეფეთა 14 : 24 ; 2მეფეთა 14 : 9 ; მათე 27 : 25 ;
=3.29.1. საკუთარი თავის წყევლით დაფიცება

დაბ.27,[13] რჯ.27,15-26; 1მფ.14,24; 2მფ.14,9 მათ.27,25

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27
13. უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.

მეორე რჯული 27
15. წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16. წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
17. წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
18. წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
19. წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
20. წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!
21. წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
22. წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
23. წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
24. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
25. წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
26. წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!

1მეფეთა 14
24. გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.

2მეფეთა 14
9. უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა.

მათე 27
25. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.

-----------------------
სურათზე: ჯოტოს ფრესკის ფრაგმენტში რებეკა და იაკობი

3.29.1. Подвергат себя проклятию в клятве
Быт.27,[13] Вт.27,15-26; 1цар.14,24; 2цар.14,9 Матф.27,25