ნეფე, სიძე


საკვანძო მუხლები:

დაბადება 19 : 12 ; მეორე რჯული 24 : 5 ; მსაჯულნი 14 : 10 ; მსაჯულნი 15 : 6 ; მსაჯულნი 19 : 5 ; 1მეფეთა 18 : 27 ; 1მეფეთა 22 : 13 ; 4მეფეთა 8 : 27 ; ნეემია 6 : 18 ; ნეემია 13 : 28 ; ფსალმუნები 18 : 5 ; ქებათა-ქება 3 : 11 ; ესაია 61 : 10 ; ესაია 62 : 5 ; იერემია 7 : 34 ; იერემია 33 : 11 ; ეზეკიელი 16 : 8 ; იოველი 1 : 8 ; იოველი 2 : 16 ; მათე 9 : 15 ; მათე 25 : 5 ; იოანე 2 : 9 ; იოანე 3 : 29 ; ეფესელთა 5 : 23 ; გამოცხადება 18 : 23 ; 1მაკაბელთა 1 : 1 ; 1მაკაბელთა 9 : 1 ; 1მაკაბელთა 16 : 1 ; 3მაკაბელთა 1 : 1 ; მარკოზი 2 : 20 ;
=4.15.73 ნეფე, სიძე

- ატარებს სპეციალურ სამოსელს ეს.61,10
- გარს ახვევია მეგობრები იოან.3,29
- მისდევს მაყარი მსაჯ.14,10.11; 1მაკ.9,39
- იხდის ქორწილს იოან.2,9.10
- თავზე ადგას გვირგვინი ქებ.3,11
- მოდის სასძლოსთან მათ.25,5.6
- ხარობს დედოფლით ეს.62,5
- "სიქალწულის ნეფე" იოვ.1,8
- "გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან" იოვ.2,16
- თავისუფლდება სამხედრო სამსახურისგან რჯ.24,5
- გმირობა სიძედ გახდომისთვის 1მფ.18,27
- ვინმეს სიძე დაბ.19,12 მსაჯ.15,6; 1მფ.22,13; 4მფ.8,27 ნეემ.6,18; 13,28; 1მაკ.16,12
- სიძისადმი მასპინძლობა მსაჯ.19,5
- შედარებულია მზეს ფს.18,4.5
- სიმბოლურად უბედურების ჟამი იერ.7,34 გმცხ.18,23; 1მაკ.1,27; 3მაკ.1,19
- სიმბოლურად მადლის დრო იერ.33,11
- ღმერთის განსახიერება ეზეკ.16,8
- ქრისტეს სიმბოლირებს მათ.9,15 მარ.2,20 იოან.3,29 ეფ.5,23-25

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19
12. ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.

მეორე რჯული 24
5. თუ ვინმეს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ნუ გავა სალაშქროდ და ნურც ნურაფერი დაეკისრება მას; ერთი წლით თავისუფალი იყოს სახლისთვის და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც მოიყვანა.

მსაჯულნი 14
10. მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე.
11. როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.

მსაჯულნი 15
6. იკითხეს ფილისტიმელებმა: "ეს ვინ გაგვიკეთა?” უთხრეს: "სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მაყარს მიათხოვეს”. ავიდნენ ფილისტიმელნი და ცეცხლში დაწვეს ის ქალი და მამამისი.

მსაჯულნი 19
5. ადგნენ მეოთხე დღეს დილაადრიანად და წასასვლელად მოემზადა კაცი. უთხრა ყმაწვილქალის მამამ თავის სიძეს: "ჯერ გული გაიმაგრე ლუკმა პურით და მერე წადი”.

1მეფეთა 18
27. ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.

1მეფეთა 22
13. მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: "ვინ გყავს დავითივით ერთგული მსახურთა შორის? ვინ არის მეფის სიძე, მცველთა უფროსი და პატივდებული შენს სახლში?

4მეფეთა 8
27. ახაბის სახლის გზით დადიოდა ისიც და ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო.

ნეემია 6
18. რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მის ძეს, იოხანანს, ცოლად მეშულამ ბერექიაჰუს ძის ასული ჰყავდა.

ნეემია 13
28. იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავარის ძეთაგან ერთ-ერთის ვაჟი ხორონელი სანბალატის სიძე იყო და გავაგდე ჩემგან.

ფსალმუნი 18
5. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.

ქებათა ქება 3
11. გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.

ესაია 61
10. სიხარულით ვიხარებ უფალში და მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან შემმოსა მე ხსნის სამოსლით, სიმართლის ტანსაცმელი ჩამაცვა მე, როგორც ნეფეს დამადგა გვირგვინი და როგორც სასძლო, მომრთო სამკაულებით.

ესაია 62
5. როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.

იერემია 7
34. გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.

იერემია 33
11. ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.

ეზეკიელი 16
8. ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.

იოველი 1
8. იტირე ძაძებშემოსილი ქალწულივით, თავისი სიქალწულის ნეფეს რომ დასტირის.

იოველი 2
16. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან!

მათე 9
15. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.

მათე 25
5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა.
6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.

იოანე 2
9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს.
10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს.

იოანე 3
29. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.

ეფესელთა 5
23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.
24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

გამოცხადება 18
23. ლამპრის სინათლე აღარ გაგინათებს; აღარ გაისმება შენში ნეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ დედამიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.

1მაკაბელთა 1
27. გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა.

1მაკალეთა 9
39. გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ყიჟინი და დიდი მზითევი. სიძეც გამოვიდა თავის მეგობრებთან და ძმებთან ერთად მის შესახვედრად დოლებით, მუსიკითა და უამრავი საჭურვლით.

1მაკაბელთა 16
12. რადგან მღვდელმთავრის სიძე იყო.

3მაკაბელთა 1
19. საქორწინოდ მოკაზმული ქალიშვილები სტოვებდნენ სიძესთან შესახვედრად გამზადებულ სანთიობებს და კდემადაკარგულნი უწესოდ დარბოდნენ ქალაქში.

4.15.73 Жених - обрученный мужчина
Быт.19,12 Вт.24,5 Суд.14,10.11; 15,6; 19,5; 1цар.18,27; 22,13; 4цар.8,27 Неем.6,18; 13,28 Пс.18,5 Пес.3,11 Ис.61,10; 62,5 Иер.7,34; 33,11 Иез.16,8 Иоил.1,8; 2,16 Матф.9,15; 25,5.6 Мар.2,20 Ин.2,9.10; 3,29 Еф.5,23-25 Отк.18,23; 1Мак.1,27; 9,39; 16,12; 3Мак.1,19