მოსმენა, მსმენელები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 18 : 10 ; დაბადება 27 : 5 ; გამოსვლა 9 : 21 ; მეორე რჯული 29 : 4 ; 3მეფეთა 10 : 24 ; ნეემია 8 : 2 ; ესაია 6 : 10 ; ეზეკიელი 33 : 30 ; ლუკა 8 : 18 ; იოანე 5 : 25 ; იოანე 6 : 60 ; იოანე 8 : 43 ; საქმენი მოციქულთა 2 : 37 ; საქმენი მოციქულთა 7 : 51 ; საქმენი მოციქულთა 10 : 44 ; საქმენი მოციქულთა 17 : 11 ; საქმენი მოციქულთა 19 : 5 ; საქმენი მოციქულთა 28 : 26 ; რომაელთა 10 : 14 ; რომაელთა 11 : 8 ; ებრაელთა 4 : 2 ; ზირაქი 21 : 1 ; დაბადება 37 : 6 ;
=4.18.28 მოსმენა, მსმენელები

მოსმენისას მნიშვნელოვანია:
- გაგების უნარი ნეემ.8,2
- გარკვეულობა ლუკ.8,18
- გულზე მოხვედრა საქ.2,37
- რწმენა რომ.10,14

მოსმენის სახეობები:
- როგორც დაყურადება დაბ.18,10; 27,5 ზირაქ.21,24
- მოსმენისკენ მოწოდება მნიშვნელოვანი ამბის გადასაცემად დაბ.37,6
- შემსმენები და შეუსმენელები გამ.9,20.21
- მომსმენი ყურის უქონლობა - სასჯელი ღმერთისგან რჯ.29,4 ეს.6,10 იოან.8,43 რომ.11,8
- ღვთის სიბრძნის მოსმენა ატკბობთ მსმენელებს 3მფ.10,24
- როგორც სხვებისთვის განკუთვნილი და არა პირადად შესასრულებელი ეზეკ.33,30.31
- ემძიმებათ და განდგებიან იოან.6,60-66
- ეწინააღმდეგებიან საქ.7,51-54
- უარყოფენ საქ.28,23-29
- სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის ებრ.4,2
- სიტყვის მორჩილებით მიღება იოან.5,25 საქ.10,44; 17,11; 19,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18
10. და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.

დაბადება 27
5. ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად.

დაბადება 37
6. უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:

გამოსვლა 9
20. ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი.
21. ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი ყმები და საქონელი.

მეორე რჯული 29
4. მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.

3მეფეთა 10
24. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.

ნეემია 8
2. მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.

ესაია 6
10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.

ეზეკიელი 33
30. შენ კი, ძეო კაცისავ! შენი ერის ძეები შენზე რომ ლაპარაკობენ კედლებთან და სახლების შესასვლელებთან, ერთმანეთს ეუბნებიან: მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც უფლისგან გამოვიდა!
31. ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.

ლუკა 8
18. ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა; და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს”.

იოანე 5
25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.

იოანე 6
60. ამის მოსმენისას, მის მოწაფეთაგან ბევრი ამბობდა: "მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?”
61. იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: "ეს გაცდუნებთ თქვენ?
62. მაშინ რაღა იქნება, თუ ძე კაცისას იქ აღმავალს იხილავთ, სადაც წინათ იყო?
63. სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.
64. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ”. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
65. უთხრა: "ამიტომ გეუბნებოდით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული”.
66. ამის შემდეგ ბევრი მის მოწაფეთაგან უკან გაბრუნდა და აღარ მისდევდა მას.

იოანე 8
43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.

საქმეები 2
37. ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”

საქმეები 7
51. ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
52. წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!
53. თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!”
54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.

საქმეები 10
44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

საქმეები 17
11. ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.

საქმეები 19
5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

საქმეები 28
23. დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.
24. ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
25. რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: "კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26. მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
27. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
28. ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
29. ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში.

რომაელთა 10
14. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?

რომაელთა 11
8. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“.

ებრაელთა 4
2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.

ზირაქი 21
24. უზრდელობაა ადამიანისათვის კარებიდან მოსმენა, გონიერს კი შეაწუხებს ამგვარი ურცხვობა.


4.18.28 Послушать, слушатели
Быт.18,10; 27,5; 37,6 Исх.9,20.21 Вт.29,4; 3цар.10,24 Неем.8,2 Ис.6,10 Иез.33,30.31 Лук.8,18 Ин.5,25; 6,60-66; 8,43 Деян.2,37; 7,51-54; 10,44; 17,11; 19,5; 28,23-29 Рим.10,14; 11,8 Евр.4,2 Сирах.21,27