სურვილი - სულიერი სწრაფვა, ნატვრა


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 41 : 1 ; ანგია 2 : 7 ; მათე 6 : 33 ; მათე 24 : 44 ; 1პეტრე 2 : 2 ; 2პეტრე 3 : 13 ; 1იოანე 3 : 2 ; 1კორინთელთა 14 : 1 ; 2კორინთელთა 5 : 14 ; 2კორინთელთა 10 : 15 ; 2კორინთელთა 12 : 14 ; ფილიპელთა 3 : 10 ; კოლასელთა 3 : 1 ; 1თესალონიკელთა 2 : 17 ; 1ტიმოთე 3 : 1 ; 2ტიმოთე 4 : 7 ; საქმენი მოციქულთა 7 : 23 ; 2ტიმოთე 1 : 4 ; ქებათა-ქება 7 : 7 ; იობი 29 : 2 ;
=1.6.39 სურვილი - სულიერი სწრაფვა, ნატვრა

ჭეშმარიტი სურვილი მიმართულია:
- ღმერთისკენ ფს.41,1.2
- ქრისტესკენ - ყველა ხალხის სასურველისკენ ანგ.2,7
- ღვთის სასუფევლისკენ მათ.6,33
- თავისიანების მონახულებისკენ საქ.7,23; 2ტიმ.1,4
- უზენაესი მოწოდებისკენ ფლპ.3,10-14
- ზეცისკენ კოლ.3,1.2
- საყვარელი არსებისკენ ქებ.7,7

სურვილისკენ გვწევს:
- ქრისტესადმი სიყვარული 2კორ.5,14
- შრომა, რომელიც კიდევაც უნდა გავწიოთ 2კორ.10,15.16; 12,14.15
- ჯილდო 2ტიმ.4,7.8
- ქრისტეს მეორედ მოსვლა მათ.24,44-46; 1იოან.3,2.3
- ახალი ცა და მიწა 2პეტ.3,13.14

სულიერი სურვილი:
- ღმერთის მფარველობის იობ.29,2
- ახალი ურთიერთობის 1თეს.2,17
- ეკლესიაში მსახურებისა 1ტიმ.3,1
- სულიერი შემეცნებისა 1პეტ.2,2
- სულიერი ნიჭებისა 1კორ.14,1

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 41
1. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადებისკენ, ისე მიილტვის ჩემი სული შენკენ ღმერთო!
2. ღმერთი, ცოცხალი ღმერთი სწყურია ჩემს სულს, როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.

ანგია 2
7. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათე 6
33. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.

მათე 24
44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46. ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.

1პეტრე 2
2. როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.

2პეტრე 3
13. ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
14. ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას მოელით, იბეჯითეთ, რომ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე შეუბღალავნი და უბიწონი,

1იოანე 3
2. საყვარელნო! ახლა ღვთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ, როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
3. ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.

1კორინთელთა 14
1. ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.

2კორინთელთა 5
14. რადგან ქრისტეს სიყვარულით ვართ გარემოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.

2კორინთელთა 10
15. უზომოდ კი არ ვიკვეხნით სხვათა ჯაფით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაყოფებიც გამრავლდება თქვენ შორის, თქვენი მზარდი რწმენის შესაბამისად.
16. რათა თქვენს მიღმაც ვახაროთ, არა სხვათა ნაშრომში, რომ სხვების გამზადებულით არ ვიკვეხნიდეთ.

2კორინთელთა 12
14. აჰა, მზად ვარ, მესამედაც მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას; რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისთვის, არამედ მშობლები - შვილებისთვის.
15. ხოლო მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენთვის, თუმცა, რაც უფრო მეტად მიყვარხართ, ნაკლებად გიყვარვართ.

ფილიპელთა 3
10. რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,
11. რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12. არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.
13. ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
14. ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.

კოლასელთა 3
1. ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
2. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.

1თესალონიკელთა 2
17. ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტად ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას დიდი წადილით.

1ტიმოთე 3
1. სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს.

2ტიმოთე 4
7. კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
8. ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.


1.6.39 Желание - внутренее влечение
Иов.29,2 Пс.41,1.2 Песн.7,7 Агг.2,7 Матф.6,33; 24,44-46 Деян.7,23; 1Пет.2,2; 2Пет.3,13.14; 1Ин.3,2.3; 1Кор.14,1; 2Кор.5,14; 10,15.16; 12,14.15 Флп.3,10-14 Кол.3,1.2; 1Фес.2,17; 1Тим.3,1; 2Тим.1,4; 4,7.8