დილა - დღის დასაწყისი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 22 : 3 ; დაბადება 26 : 31 ; გამოსვლა 24 : 4 ; მეორე რჯული 28 : 67 ; იესო ნავეს ძე 6 : 12 ; მსაჯულნი 19 : 5 ; ფსალმუნები 29 : 5 ; ფსალმუნები 91 : 2 ; ესაია 17 : 14 ; გოდება იერემიასი 3 : 23 ; დანიელი 6 : 19 ; ოსია 6 : 4 ; ამოსი 5 : 8 ; სოფონია 3 : 5 ; მარკოზი 1 : 35 ; მარკოზი 16 : 2 ; საქმენი მოციქულთა 5 : 21 ; გამოცხადება 2 : 28 ; დაბადება 44 : 3 ; გამოსვლა 8 : 20 ; გამოსვლა 9 : 13 ; გამოსვლა 16 : 21 ; გამოსვლა 29 : 34 ; გამოსვლა 34 : 2 ; რიცხვნი 28 : 23 ; იესო ნავეს ძე 7 : 16 ; ესაია 21 : 12 ; საქმენი მოციქულთა 16 : 35 ;
=1.1.132 დილა - დღის დასაწყისი

ადრე ადგომა:
- ღვთის ნების აღსასრულებლად დაბ.22,3 გამ.8,20; 9,13; 34,2 იესნ.7,16
- მეგობრული კავშირის დასადებად დაბ.26,31
- გზას გასადგომად დაბ.44,3 მსაჯ.19,5
- მანანის შესაგროვებლად გამ.16,21
- თაყვანისცემისთვის გამ.24,4
- დილამდე მორჩენილი მიძღვნის ხორცი და პური დაიწვას გამ.29,34
- დილის მუდმივი სრულადდასაწველი რიცხ.28,23
- სალოცავად მარ.1,35
- ღმერთის საქმის გასაკეთებლად იესნ.6,12
- ბოროტების გამოსასწორებლად დან.6,19 საქ.16,35
- სამარხთან მისასვლელად მარ.16,2
- საქადაგებლად საქ.5,21

მართალთათვის:
- სიხარულის ჟამი ფს.29,5
- ღვთის სიკეთის უწყების დრო ფს.91,2
- ღვთის მოწყალების განახლების დრო გოდ.3,23

უკეთურთათვის:
- მღელვარების ჟამი რჯ.28,67
- განადგურების ეს.17,14

მეტაფორულად:
- დილა დგება, ღამეც მოდის [დროებითი მშვიდობა] ეს.21,12
- ადამიანის უკეთურება ოს.6,4
- ღვთის ნათელი ამ.5,8
- მსჯავრი სოფ.3,5
- ქრისტეს მეორედ მოსვლა გმცხ.2,28

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22
3. ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.

დაბადება 26
31. დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.

დაბადება 44
3. განთიადისთანავე გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით.

გამოსვლა 8
20. უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი დილაადრიან, დადექი ფარაონის წინაშე და როცა წყალთან გამოვა, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.

გამოსვლა 24
4. და დაწერა მოსემ უფლის ყოველი სიტყვა. ადგა დილაადრიანად, აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის რიცხვისამებრ.

მეორე რჯული 28
67. გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.

იესო ნავეს ძე 6
12. ადგა დილაადრიანად იეშუა და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.

მსაჯულნი 19
5. ადგნენ მეოთხე დღეს დილაადრიანად და წასასვლელად მოემზადა კაცი. უთხრა ყმაწვილქალის მამამ თავის სიძეს: "ჯერ გული გაიმაგრე ლუკმა პურით და მერე წადი”.

ფსალმუნი 29
5. რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი - მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი - სიხარულის ყიჟინა.

ფსალმუნი 91
2. დილით შენს სიკეთეს ვაუწყებდეთ და ღამით - შენს ერთგულებას;

ესაია 17
14. საღამო ჟამია და აჰა, ძრწოლაა! გათენებამდე ვეღარ გაძლებს იგი. ასეთი იქნება ჩვენი მძარცველების წილი და ჩვენი გამღატაკებლების ხვედრი.

გოდება იერემიასი 3
23. განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.

დანიელი 6
19. გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ.

ოსია 6
4. რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.

ამოსი 5
8. მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.

სოფონია 3
5. სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.

მარკოზი 1
35. განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.

მარკოზი 16
2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიანად, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.

საქმეები 5
21. გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად.

გამოცხადება 2
28. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.


1.1.132 Утро - начало дня
Быт.22,3; 26,31; 44,3 Исх.8,20; 9,13; 16,21; 24,4; 29,34; 34,2 Чис.28,23 Вт.28,67 Иисн.6,12; 7,16 Суд.19,5 Пс.29,5; 91,2 Ис.17,14; 21,12 Плач.3,23 Дан.6,19 Ос.6,4 Ам.5,8 Соф.3,5 Мар.1,35; 16,2 Деян.5,21; 16,35 Отк.2,28