ცოხნა


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 14 : 6/7 ; ლევიანნი 11 : 5 ;
=3.44.22 ცოხნა

რჯულის მიხედვით ცოხნა მიანიშნებს ცხოველის სიწმინდეს და საკვებად გამოყენება შეიძლება ლევ.11,3-8 რჯ.14,6-8

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 11
3. ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ.
4. იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
5. ბოცვერი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
6. კურდღელი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
7. ღორი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი, მაგრამ საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
26. ყოველი ცხოველი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი, მაგრამ ღრმა ჭრილი არა აქვს და საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; ყოველი, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება.

მეორე რჯული 14
6. ყოველი ცხოველი, რომელსაც ორად გაყოფილი ჩლიქი და ორივე ჩლიქზე ღრმა ჭრილი აქვს და რომელიც იცოხნება - ჭამეთ.
7. ოღონდ ნუ შეჭამთ მხოლოდ მცოხნელთაგან ან მხოლოდ ღრმა ჭრილით ორად გაყოფილ ჩლიქიანთაგან. ნუ შეჭამთ აქლემს, კურდღელს და ბოცვერს, რადგან კი იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ ორად გაყოფილი - თქვენთვის უწმიდურნი არიან ისინი;
8. და ღორი, რომელსაც ჩლიქი კი აქვს ორად გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნება - უწმიდურია თქვენთვის; მათი ხორცი არ ჭამოთ და ნურც მათ მძორს შეეხებით.

3.44.22 Жвачка
Лев.11,3-8 Вт.14,6-8