მკა - მოსავლის აღების ჟამი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 8 : 22 ; ლევიანნი 19 : 9 ; ლევიანნი 23 : 10 ; ლევიანნი 25 : 3 ; ესაია 9 : 3 ; ესაია 17 : 5 ; იერემია 5 : 24 ; იერემია 8 : 20 ; იერემია 12 : 13 ; იერემია 51 : 33 ; ოსია 10 : 13 ; იოველი 1 : 4 ; ამოსი 4 : 7 ; ამოსი 9 : 13 ; მათე 6 : 26 ; მათე 9 : 37 ; მათე 13 : 30 ; მათე 25 : 26 ; იოანე 4 : 35 ; იაკობი 5 : 7 ; 1კორინთელთა 9 : 11 ; 2კორინთელთა 9 : 6 ; გალატელთა 6 : 8 ; გამოცხადება 14 : 16 ; ოსია 6 : 11 ; იოველი 3 : 13 ;
=2.13.46 მკა - მოსავლის აღების ჟამი

მკასთან დაკავშირებული წესები:
- განსაზღვრულად აღება ლევ.19,9.10
- განსაზღვრული დროში ლევ.25,3

მიზეზი:
- დიდი სიხარულისა ეს.9,3
- პირველნაყოფების მიტანისა ლევ.23,10
- ღარიბების გახსენებისა ლევ.19,9.10

სიმბოლურად:
- მადლის ჟამი იერ.8,20 ამ.9,13
- ღმერთისადმი მორჩილება მათ.6,26
- გასამრჯელო 1კორ.9,11
- სიმართლის საზღაური გალ.6,8.9
- მსჯავრი ცოდვისთვის ოს.10,13
- უსამართლო ჰგონიათ ღმერთი მათ.25,26
- სამსჯავრო იერ.51,33 ოს.6,11 იოვ.3,13
- მოსავლის აღება გმცხ.14,16
- ხარების შესაძლებლობები მათ.9,37.38
- სულების მოსავალი იოან.4,35-38
- წუთისოფლის დასასრული მათ.13,30.39
- ნაყოფიერების საწყაული 2კორ.9,6

ღვთის აღთქმები:
- მკა არ შეწყდება დედამიწაზე დაბ.8,22
- იქნება წვიმები იერ.5,24
- მოთმინებით მოველოდეთ იაკ.5,7

მოსავალი შეიძლება არ იყოს:
- ცოდვის გამო ეს.17,5-11 იერ.12,13
- კალიების გამო იოვ.1,4
- გვალვის გამო ამ.4,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 8
22. სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.

ლევიანნი 19
9. როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
10. ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 23
10. "ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ და მოიმკით სამკალს, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ.

ლევიანნი 25
3. ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი გასხალი შენი ვენახი და აიღე მისი მოსავალი.

ესაია 9
3. შენ გაამრავლე ერი და გული გაუმხიარულე; შენ წინაშე ხარობდნენ ისინი, როგორც მოსავლის აღებისას ხარობენ, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.

ესაია 17
5. იქნება სამკალის მომკასავით, როგორც მომკელი ხვეტს თავთავებს მკლავით რეფაიმის ხეობაში.
6. დარჩება მცირე ნაყოფი, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ რჩება: ორი, სამი მარცვალი კენწეროზე, ოთხი, ხუთი - რტოებზე”. - ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი.
7. იმ დღეს მიაპყრობს ადამიანი მზერას თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ.
8. აღარ გაიხედავს საკუთარი ხელით ნაკეთები სამსხვერპლოებისკენ, მისმა თითებმა რომ გააკეთეს; აღარც აშერებსა და მზის სვეტებს მიხედავს.
9. გაუდაბურდება იმ დღეს მისი გამაგრებული ქალაქები, უღრან ტყეს დაემსგავსება, ისრაელის ძეებმა რომ მიატოვეს, და იქნება უკაცრიელი.
10. რადგან დაივიწყე შენი ხსნის ღმერთი და არ გახსოვდა შენი თავშესაფრის კლდე; დაირგე საამური ნარგავები და გაიშენე უცხო ვენახი.
11. დარგე და ზრუნავდი მასზე დილაობით, რომ ადრიანად გაფურჩქნულიყო ნერგი, მაგრამ ავადმყოფობას, ტკივილსა და უკურნებელ სენს მოიმკი იმ დღეს.

იერემია 5
24. გულშიც კი არ უთქვამთ: "გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.

იერემია 8
20. მკის დრო გავიდა, ზაფხული მიილია, ჩვენ კი დახსნილნი არა ვართ.

იერემია 12
13. ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს, ეცადნენ, მაგრამ სარგებელი ვერ ნახეს. ასე რომ, გრცხვენოდეთ თქვენი მოსავლისა - უფლის მგზნებარე რისხვის გამო.

იერემია 51
33. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.

ოსია 10
13. ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.

იოველი 1
4. რაც მუხლუხოს გადაურჩა, კალიამ შეჭამა; რაც კალიას გადაურჩა, კუტკალიამ შეჭამა; რაც კუტკალიას გადაურჩა, ბოცომკალმა შეჭამა.

ამოსი 4
7. წვიმაც დაგიკავეთ სამ თვეს მკამდე. ერთ ქალაქზე ვაწვიმებდი, მეორეზე კი არ ვაწვიმებდი. ერთი ნაკვეთი გაჟღენთილი იყო, მეორე კი, რომელზეც არ ვაწვიმებდი - გამომშრალი.

ამოსი 9
13. აჰა, დგება დღეები, - ამბობს უფალი, - როცა მხვნელი წამოეწევა მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს; ტკბილ ღვინოს ჩამოწვეთენ მთები და ყველა ბორცვი დადნება.

მათე 6
26. შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?

მათე 9
37. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: "სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.
38. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”.

მათე 13
30. გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.
39. მტერი, რომელმაც ღვარძლი დათესა, არის ეშმაკი; მკა წუთისოფლის აღსასრულია, მომკელნი კი ანგელოზები არიან.

მათე 25
26. მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია;

იოანე 4
35. განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36. მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.
37. ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
38. მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით”.

იაკობი 5
7. ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას.

1კორინთელთა 9
11. თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?

2კორინთელთა 9
6. იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის.

გალატელთა 6
8. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.
9. სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!

---------------------------
სურათზე: ანატოლი ბენედუხინი "მკა"


2.13.46 Жатва - время уборки урожая
Быт.8,22 Лев.19,9.10; 23,10; 25,3 Ис.9,3; 17,5-11 Иер.5,24; 8,20; 12,13; 51,33 Ос.6,11; 10,13 Иоил.1,4; 3,13 Ам.4,7; 9,13 Матф.6,26; 9,37.38; 13,30.39; 25,26 Ин.4,35-38 Иак.5,7; 1Кор.9,11; 2Кор.9,6 Гал.6,8.9 Отк.14,16