ჭამა - საკვების მიღება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 2 : 17 ; გამოსვლა 24 : 11 ; ლევიანნი 11 : 2 ; ეკლესიასტე 10 : 17 ; იერემია 52 : 33 ; მათე 6 : 25 ; მარკოზი 7 : 2 ; ლუკა 22 : 15 ; საქმენი მოციქულთა 15 : 20 ; რომაელთა 14 : 2 ; 1კორინთელთა 11 : 20 ; ფილიპელთა 3 : 19 ; 2თესალონიკელთა 3 : 10 ; 1ტიმოთე 4 : 3 ; დაბადება 27 : 7 ; დაბადება 32 : 32 ; ლევიანნი 6 : 23 ; ლევიანნი 7 : 15 ; ლევიანნი 17 : 14 ; ლევიანნი 22 : 30 ; ლევიანნი 24 : 9 ; რიცხვნი 11 : 19 ; მათე 14 : 21 ; 1კორინთელთა 10 : 25 ; საქმენი მოციქულთა 20 : 11 ; იოანე 6 : 49 ; ზაქარია 7 : 6 ; საქმენი მოციქულთა 27 : 36 ; მარკოზი 6 : 44 ; მარკოზი 8 : 9 ;
=3.44.21 ჭამა - საკვების მიღება

აკრძალულია:
- კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი დაბ.2,16.17
- სისხლი ლევ.17,14 საქ.15,19.20
- მღვდლის ყოველი პურეული შესაწირი მთლიანად დაეკმიოს, არ შეიჭამოს ლევ.6,23
- მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს; დილამდე არაფერი დარჩეს ლევ.7,15; 22,30
- შეჭამონ წმიდა ადგილზე ლევ.24,9
- უწმინდური ლევ.11,2-47
- ზომაზე მეტი ეკლ.10,16.17 ფლპ.3,19
- აკრძალულია ზრუნვა საჭმელზე მათ.6,25.26.31-34
- გამონაკლისია ისრაელიანებისთვის მენჯის ძარღვის არჭამა დაბ.32,32

ხორცზე მობუზღუნეებისთვის დიდი ხნით მისი საჭმელად მიცემა რიცხ.11,19

როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ? ზაქ.7,6

მჭამელი 5000 იყო მათ.14,21 მარ.6,44
- 4000 იყო მარ.8,9

ჭამის სულიერი მნიშვნელობა:
- აღთქმა ღმერთთან გამ.24,11
- კეთილგანწყობის ნიშანი იერ.52,33.34
- კურთხევის წინ კეთილგანწყობის მოპოვებისთვის დაბ.27,7
- ურთიერთობა ლუკ.22,15-20
- მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ [ქრისტეს პური კი საუკუნო სიცოცხლეს იძლევა] იოან.6,49

ქრისტიანის ჭამასთან დამოკიდებულება:
- ტრადიციის გადასინჯვა ფარისევლების ნათქვამ ხელების დაუბანლად ჭამის შემდეგ მარ.7,2-8.15.18.19
- პური გატეხა და ჭამა [სხეულის გასაძლიერებლად, რათა გაეგრძელებინა აქტუალური საუბარი] საქ.20,11
- სიმხნევით ჭამის სურვილის მიღება საქ.27,36
- ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო 1კორ.10,25
- უწესრიგობის განსჯა 1კორ.11,20-22
- გავითვალისწინოთ რწმენაში უძლურთა აზრი რომ.14,2.3.6.14-23
- მივიღოთ ლოცვით 1ტიმ.4,3-5
- ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს 2თეს.3,8-10

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2
16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.

დაბადება 27
7. "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.

დაბადება 32
32. ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.

გამოსვლა 24
11. და არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ძეთა რჩეულებზე. იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს.

ლევიანნი 11
2. "უთხარით ისრაელის შვილებს: აი, ცხოველები, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის, დედამიწაზე:
3. ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ.
4. იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.

ეკლესიასტე 10
16. ვაი შენ, ქვეყანავ, მეფედ ყრმა რომ გყავს და შენი მთავარნი დილიდანვე რომ სხდებიან მოსალხენად.
17. კურთხეული ხარ, ქვეყანავ, თუ კეთილშობილთა ძეა შენი მეფე და თავის დროზე ჭამენ პურს შენი მთავრები, ძალღონის მოსაკრებად და არა სათრობად.

იერემია 52
33. გამოიცვალა იეჰოიაქინმა საპატიმრო სამოსელი და მუდამ მეფის წინაშე ჭამდა პურს, მთელი თავისი სიცოცხლის დღეებში.
34. შეუწყვეტელი საზრდო ეძლეოდა მას ბაბილონის მეფისგან, ყოველდღიური წილი, სიკვდილის დღემდე, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.

მათე 6
25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26. შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
31. მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
32. რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
33. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
34. მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.

მარკოზი 7
2. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით ჭამდა პურს და კიცხავდნენ მათ,
3. რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს;
4. ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას.
5. ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: "რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემის მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით?”
6. ხოლო მან უთხრა მათ: "კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
7. ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ მცნებებს!
8. ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ - სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ”.
15. არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
18. მან უთხრა: "ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?
19. ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის”. ასე განწმიდა ყოველგვარი საზრდო.

ლუკა 22
15. უთხრა მათ: "დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
16. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”.
17. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: "აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის.
18. რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”.
19. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: "ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.
20. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.

საქმეები 15
19. ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი,
20. არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.

რომაელთა 14
2. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.
3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი.
6. ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
14. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს.
15. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
16. ასე რომ, დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
17. ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი მოსაწონია ღვთისათვის და მისაღები - ადამიანთათვის.
19. მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.
20. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე სუფთაა, მაგრამ ბოროტია იმისთვის, ვინც ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.
21. უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა.
22. გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
23. ხოლო თუ ეჭვით ჭამს, მსჯავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა.

1კორინთელთა 11
20. ამიტომ, ერთადშეკრებილნიც კი არ ჭამთ უფლის სერს.
21. რადგან თითოეული ჯერ თავის საჭმელს მიირთმევს სერობისას და ზოგი მშიერია, ზოგი კი მთვრალი.
22. განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.

ფილიპელთა 3
19. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.

2თესალონიკელთა 3
8. მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით.
9. არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი.
10. როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: "ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”,

1ტიმოთე 4
3. ისინი კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების მცოდნეებმა.
4. რადგან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,
5. ვინაიდან იწმიდება ღვთის სიტყვითა და ლოცვით.


3.44.21 Есть - принимать пищу
Быт.2,16.17; 27,7; 32,32 Исх.24,11 Лев.6,23; 7,15; 11,2-47; 17,14; 22,30; 24,9 Чис.11,19 Екк.10,16.17 Иер.52,33.34 Зах.7,6 Матф.6,25.26.31-34; 14,21 Мар.6,44; 7,2-8.15.18.19; 8,9 Лук.22,15-20 Ин.6,49 Деян.15,19.20; 20,11; 27,36 Рим.14,2.3.6.14-23; 1Кор.10,25; 11,20-22 Флп.3,19; 2Фес.3,8-10; 1Тим.4,3-5