ეპისკოპოსი


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 20 : 28 ; 1პეტრე 5 : 1 ; ფილიპელთა 1 : 1 ; 1თესალონიკელთა 5 : 14 ; 1ტიმოთე 3 : 1 ; 1ტიმოთე 5 : 17 ; ტიტე 1 : 7 ; ებრაელთა 13 : 17 ;
=4.6.11 ეპისკოპოსი

აუცილებელი თვისებები ნაჩვენებია:
- პავლეს მიერ 1ტიმ.3,1-7 ტიტ.1,6-11
- პეტრეს მიერ 1პეტ.5,1-4

მოვალეობანი:
- იყვნენ მეთვალყურენი საქ.20,17.28.29
- მწყემსონ ღვთის სამწყსო 1პეტ.5,2
- დამოძღვრონ ადამიანთა სულები 1თეს.5,14; 1ტიმ.5,17 ებრ.13,17

მსახურება:
- ისეთივე, როგორც ხუცესებისა საქ.20,17.28
- ეკლესიაში შეიძლება იყოს რამდენიმე საქ.20,17.28 ფლპ.1,1
- უნდა იყვნენ ხელდასხმულნი ტიტ.1,5

ბიბლიის მუხლები

საქმეები 20
17. მილეტიდან კაცი მიავლინა ეფესოში და ეკლესიის უხუცესები დაიბარა.
28. მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
29. რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

1პეტრე 5
1. თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გაცხადდება.
2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
3. ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.
4. და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

ფილიპელთა 1
1. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, ფილიპეში რომ იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებით:

1თესალონიკელთა 5
14. და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

1ტიმოთე 3
1. სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს.
2. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,
3. არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,
4. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.
5. რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?
6. ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.
7. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.

1ტიმოთე 5
17. ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.

ტიტე 1
5. იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე:
6. თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი და ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელი.
7. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.
8. არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,
9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება.
10. ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,
11. რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.

ებრაელთა 13
17. მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.


4.6.11 Епископ - управляющий, старейшина
Деян.20,17.28.29; 1Пет.5,1-4 Флп.1,1; 1Фес.5,14; 1Тим.3,1-7; 5,17 Тит.1,5-11 Евр.13,17