მორწმუნეთა ერთიანობა ქრისტესთან


საკვანძო მუხლები:

იოანე 6 : 56 ; იოანე 15 : 4 ; რომაელთა 6 : 4 ; რომაელთა 8 : 17 ; 1კორინთელთა 2 : 16 ; 1კორინთელთა 6 : 17 ; 1კორინთელთა 10 : 16 ; 1კორინთელთა 12 : 12 ; 2კორინთელთა 5 : 18 ; ეფესელთა 2 : 5 ; ეფესელთა 4 : 15 ; ეფესელთა 5 : 23 ; ფილიპელთა 3 : 10 ; 2ტიმოთე 2 : 12 ;
=4.5.24 მორწმუნეთა ერთიანობა ქრისტესთან

შედარებულია:
- თავსა და სხეულთან ეფ.4,15.16
- საქორწინო კავშირთან ეფ.5,23
- შენობასთან ეფ.2,21.22
- სხეულის ასოებთან 1კორ.12,12.27
- ვაზსა და ლერწებთან იოან.15,4.5
- საჭმელსა და სხეულთან იოან.6,56.57

ჩანს იმაში, რომ ჩვენ ერთად ვართ "მასში":
- ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად რომ.6,6
- მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით რომ.6,4
- სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ რომ.6,5
- გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად ეფ.2,5
- აღგვადგინა მასთან ერთად ეფ.2,6
- ქრისტეს თანამემკვიდრენი რომ.8,17
- მასთან ერთად ვიმეფებთ 2ტიმ.2,12
- რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ რომ.8,17

ვლინდება იმაში, რომ ჩვენ ერთიანები ვართ მასთან
- აზრებში 1კორ.2,16
- ერთ სულში 1კორ.6,17
- მის ვნებებში ფლპ.2,10
- ზიარებაში 1კორ.10,16.17
- მსახურებაში 2კორ.5,18-21

ბიბლიის მუხლები

იოანე 6
56. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, მე კი - მასში.
57. როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს.

იოანე 15
4. დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.
5. მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.

რომაელთა 6
4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში.
5. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით,
6. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი.

რომაელთა 8
17. ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.

1კორინთელთა 2
16. ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!

1კორინთელთა 6
17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.

1კორინთელთა 10
16. კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?
17. ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.

1კორინთელთა 12
12. რადგან, როგორც სხეულია ერთი, თუმცა მრავალი ასო აქვს, ხოლო სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასეა ქრისტეც.
27. თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე - მისი ასოები.

2კორინთელთა 5
18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა.
19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

ეფესელთა 2
5. ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად - მადლით ხართ გადარჩენილნი,
6. აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში,
21. რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,
22. რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.

ეფესელთა 4
15. არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
16. ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.

ეფესელთა 5
23. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი.

ფილიპელთა 3
10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს

2ტიმოთე 2
12. თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ კიდეც! თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ!

4.5.24 Единство верующих со Христом
Ин.6,56.57; 15,4.5 Рим.6,4-6; 8,17; 1Кор.2,16; 6,17; 10,16.17; 12,12.27; 2Кор.5,18-21 Еф.2,5.6.21.22; 4,15.16; 5,23 Флп.3,10; 2Тим.2,12