მხოლოდშობილი, ერთადერთი, დედისერთა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 22 : 2 ; ფსალმუნები 34 : 17 ; იერემია 6 : 26 ; ამოსი 8 : 10 ; იოანე 1 : 14 ; იოანე 3 : 16 ; 1იოანე 4 : 9 ; 1იოანე 5 : 18 ; ებრაელთა 11 : 17 ; ტობითი 3 : 1 ; ტობითი 8 : 1 ; სიბრძნე სოლომონისა 7 : 1 ; 3ეზრა 6 : 1 ;
=4.15.72 მხოლოდშობილი, ერთადერთი, დედისერთა

აბრაამმა რწმენით შესწირა თავისი ერთადერთი ძე დაბ.22,2.12.16 ებრ.11,17

ღმერთის მხოლოდშობილი ძის შესახებ:
- ხორცშესხმა იოან.1,14
- ღვთის გამოცხადება იოან.1,18
- დანიშნულება იოან.3,16.18
- რათა მის მიერ ვიცოცხლოთ 1იოან.4,9
- იცავს და ბოროტი ვერ ეხება ღვთის მიერ შობილებს 1იოან.5,18

სიმბოლურად:
- ერთი სიცოცხლე ფს.34,17
- როგორც ტირიან მხოლოდშობილზე იერ.6,26 ამ.8,10

მხოლოდშობილი, დედისერთა ტობ.3,15; 8,17

მხოლოდშობილი წმინდა სული (дух) სიბრ.7,22

ისრაელი იწოდება მხოლოდშობილად 3ეზრ.6,58

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22
2. და უთხრა მან: “აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.”
12. და თქვა: “არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.”
16. და უთხრა: “გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,

ფსალმუნი 34
17. უფალო, რამდენ ხანს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისაგან, ლომებისაგან ეს ერთი ჩემი სიცოცხლე.

იერემია 6
26. ჩემი ერის ასულო, შემოირტყი ძაძა და ნაცარი გადაიყარე თავზე; იგლოვე, თითქოს დედისერთა მოგკვდომოდეს, მწარედ ატირდი, რადგან უეცრივ დაგვეცემა შემმუსვრელი.

ამოსი 8
10. დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!

იოანე 1
14. და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.
18. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.

იოანე 3
16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
18. ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

1იოანე 4
9. ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ.

1იოანე 5
18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.

ებრაელთა 11
17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,

ტობითი 3
15. ...მხოლოდშობილი ვყავარ მამაჩემს...

სიბრძნე სოლომონისა 7
22. რადგან იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილისმოყვარე, მახვილი,

-------------------
სურათზე: კაროლსფელდის გრავიურა


4.15.72 Единородный
Быт.22,2.12.16 Пс.34,17 Иер.6,26 Ам.8,10 Ин.1,14.18; 3,16.18; 1Ин.4,9; 5,18 Евр.11,17 Тов.3,15; 8,17 Прем.7,22; 3Езд.6,58