არ ვიცხოვროთ ამწუთიერი განცდების კარნახით


საკვანძო მუხლები:

დაბადება 25 : 32 ; იობი 20 : 5 ; ფსალმუნები 2 : 1 ; ფსალმუნები 4 : 2 ; ფსალმუნები 38 : 6 ; იგავნი 2 : 14 ; იგავნი 12 : 19 ; იგავნი 21 : 17 ; იგავნი 30 : 8 ; აბაკუმი 2 : 12 ; მალაქია 3 : 14 ; ლუკა 8 : 13 ; რომაელთა 8 : 5 ; რომაელთა 15 : 3 ; 2კორინთელთა 4 : 18 ; ფილიპელთა 3 : 19 ; კოლასელთა 3 : 2 ; 2ტიმოთე 3 : 4 ; ებრაელთა 11 : 25 ; ებრაელთა 12 : 16 ;
=3.49.49 არ ვიცხოვროთ ამწუთიერი განცდების კარნახით

დაბ.25,32 იობ.20,5 ფს.2,1; 4,2; 38,6 იგავ.2,14; 12,19; 21,17; 30,8 აბაკ.2,12.13 მალ.3,14 ლუკ.8,13 რომ.8,5.8.9; 15,3.40.48; 2კორ.4,18 ფლპ.3,19 კოლ.3,2.5; 2ტიმ.3,4 ებრ.11,25; 12,16.17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25
32. და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”

იობი 20
5. ხანმოკლეა ლხენა ბოროტეულთა, და წამიერი - უღვთოთა სიხარული?

ფსალმუნი 2
1. რატომ ბობოქრობენ ხალხები და რატომ ესწრაფიან ერები ამაოებას?

ფსალმუნი 4
2. ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?

ფსალმუნი 38
6. ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

იგავნი 2
14. ბოროტების კეთებით ხარობენ და ბოროტეულთა უკუღმართობა სიამოვნებთ,

იგავნი 12
19. ჭეშმარიტებით სავსე ბაგენი სამარადისოდ დაფუძნდებიან, ცრუ ენა კი წამიერია.

იგავნი 21
17. სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.

იგავნი 30
8. ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,

აბაკუმი 2
12. ვაი მას ვინც სისხლისღვრით აშენებს დაბას და უსამართლობაზე აფუძნებს ქალაქს.
13. განა ცაბაოთ უფლისგან არაა, რომ ცეცხლისთვის შრომობენ ხალხები და ამაოებისთვის იტანჯებიან ერები?

მალაქია 3
14. ამბობდით: ფუჭია ღმერთის წინაშე მსახურება, რას გვარგებს მისი ბრძანებების დაცვა და მწუხარედ სიარულიო ცაბაოთ უფლის წინაშე?

ლუკა 8
13. კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.

რომაელთა 8
5. ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.
8. ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.
9. ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.

რომაელთა 15
3. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: "შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.
40. არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
48. და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.

2კორინთელთა 4
18. რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ - უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.

ფილიპელთა 3
19. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.

კოლასელთა 3
2. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.

2ტიმოთე 3
4. მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი,

ებრაელთა 11
25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;

ებრაელთა 12
16. რომ არ იყოს თქვენ შორის მრუში ან უღვთო, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა.
17. რადგან იცით, რომ ამის შემდეგ, როცა მემკვიდრეობით კურთხევის მიღება მოისურვა, უკუგდებულ იქნა, და ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.


3.49.49 Не жить сиюминутными переживаниями
Быт.25,32 Иов.20,5 Пс.2,1; 4,2; 38,6 Пр.2,14; 12,19; 21,17; 30,8 Авв.2,12.13 Мал.3,14 Лук.8,13 Рим.8,5.8.9; 15,3.40.48; 2Кор.4,18 Флп.3,19 Кол.3,2.5; 2Тим.3,4 Евр.11,25; 12,16.17