დაღლილობა, დაქანცულობა, დაძაბუნება, ძალის გამოცლა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 25 : 29 ; 1მეფეთა 30 : 9 ; 2მეფეთა 23 : 10 ; იგავნი 25 : 17 ; ეკლესიასტე 12 : 12 ; ესაია 1 : 14 ; ესაია 28 : 12 ; ესაია 40 : 30 ; ესაია 50 : 4 ; მალაქია 1 : 13 ; მალაქია 2 : 17 ; მათე 26 : 45 ; იოანე 4 : 6 ; გალატელთა 6 : 9 ; ებრაელთა 12 : 3 ; გამოსვლა 18 : 22 ; იობი 23 : 16 ;
=1.7.25 დაღლილობა, დაქანცულობა, დაძაბუნება, ძალის გამოცლა

დაღლა
- წარუმატებელი ნადირობისგან დაბ.25,29
- დიდხანს სიარულისგან 1მფ.30,9
- ბრძოლისგან 2მფ.23,10
- ღმერთმა დამიძაბუნა გული იობ.23,16
- ხშირი ვიზიტებისგან იგავ.25,17
- კითხვისგან ეკლ.12,12
- რიტუალების შესრულებისგან ეს.1,14
- სულიერი სიზარმაცისგან მალ.1,13
- სიტყვებისგან მალ.2,17
- მძინარობისგან მათ.26,45
- გზისგან იოან.4,6

გადაილახება:
- შრომის გადანაწილებით გამ.18,22
- უფლის განდიდებით ეს.40,30.31
- დამმოძღვრავი სიტყვით ეს.50,4
- ღვთის შეგონებით ეს.28,12
- რწმენით სიკეთის კეთებით გალ.6,9
- იესო ქრისტესადმი შეხედვით ებრ.12,3

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25
29. ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.

1მეფეთა 30
9. დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ, რადგან ჩამორჩა ორასი კაცი, რომელთაც დაქანცულობის გამო გაუჭირდათ ბესორის ხევის გადალახვა.

2მეფეთა 23
10. ადგა იგი და იქამდე მუსრა ფილისტიმელები, ვიდრე არ დაეღალა მარჯვენა ხელი და მახვილს არ მიეწება. დიდი გამარჯვება მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლის ასაკრეფად გაჰყვა მას ხალხი.

იგავნი 25
17. ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.

ეკლესიასტე 12
12. უფრო მეტიც, გაფრთხილებ შვილო, რომ ბევრი წიგნების წერას ბოლო არა აქვს და ბევრი სწავლა სხეულს ძალას აცლის.

ესაია 1
14. თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.

ესაია 28
12. ეუბნებოდნენ მათ: "აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.

ესაია 40
30. უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31. უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.

ესაია 50
4. უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.

მალაქია 1
13. ამბობთ: როგორ მოგვქანცაო ამ ყველაფერმა და ზიზღით ყნოსავთ სამსხვერპლოს - ამბობს ცაბაოთ უფალი. ნატაცები, კოჭლი და სნეული მოგყავთ; და ეს არის თქვენი ძღვენი. როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? - ამბობს უფალი.

მალაქია 2
17. დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით, თან კითხულობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ავისმქმნელი კარგია უფლის თვალში და ასეთნი ეამებიანო; ან: სად არისო მართლმსაჯულების ღმერთი?

მათე 26
45. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.

იოანე 4
6. და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.

გალატელთა 6
9. სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!

ებრაელთა 12
3. დაუკვირდით მას, ვინც ესოდენი სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.


1.7.25 Усталость - физическое измождение
Быт.25,29 Исх.18,22; 1цар.30,9; 2цар.23,10 Иов.23,16 Пр.25,17 Екк.12,12 Ис.1,14; 28,12; 40,30.31; 50,4 Мал.1,13; 2,17 Матф.26,45 Ин.4,6 Гал.6,9 Евр.12,3