მფარველი ანგელოზი წინამძღვრობს, იხსნის ღვთის მოშიშთ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 21 : 17 ; დაბადება 24 : 40 ; დაბადება 48 : 16 ; გამოსვლა 14 : 19 ; გამოსვლა 23 : 20 ; გამოსვლა 32 : 34 ; რიცხვნი 20 : 16 ; ფსალმუნები 33 : 8 ; ფსალმუნები 90 : 11 ; ესაია 63 : 9 ; ეზეკიელი 28 : 14 ; დანიელი 3 : 28 ; დანიელი 6 : 23 ; მათე 18 : 10 ; საქმენი მოციქულთა 5 : 19 ; საქმენი მოციქულთა 7 : 35 ; საქმენი მოციქულთა 12 : 7 ; ტობითი 5 : 1 ;
2.7.2. მფარველი ანგელოზი წინამძღვრობს, იხსნის ღვთის მოშიშთ

დაბ.21,17,, 24,40; 48,16 გამ.14,19.20,, 23,20.23,, 32,34 რიცხ.20,16 ტობ.5,4-6.17. 22 ფს.33,8,, 90,11.12 ეს.63,9 ეზეკ.28,14 დან.3,28,, 6,23 მათ. 18,10 საქ.5,19; 7,35,, 12,7 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21
17. მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის.

დაბადება 24
40. მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.

დაბადება 48
16. ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე. 

გამოსვლა 14
19. დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და უკან გაჰყვა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და უკან შეუდგა მათ.
20. ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის იყო ღრუბლად და წყვდიადად ეგვიპტელთათვის, ისრაელს კი ღამეს უნათებდა. მთელი ღამის მანძილზე არ მიახლოვებიან ერთმანეთს.

გამოსვლა 23
20. აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.
23. როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ, 

გამოსვლა 32
34. ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს.

რიცხვნი 20
16. შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში.

ტობითი 5
4. წავიდა კაცის საძებნად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მან კი არ იცოდა.
5. უთხრა მას: თუ შეგიძლია, წამომყვე მიდიის რაგეში და თუ იცნობ ამ ადგილებს?
6. მიუგო ანგელოზმა: წაგყვები, - გზაც ვიცი და გაბაელთანაც, ჩემს მოძმესთანაც ვყოფილვარ სტუმრად.
17. შეთანხმდნენ ამგვარად და უთხრა ტობიას: გაემზადე სამგზავროდ და კურთხეულ იყავით. გაემზადა შვილი სამგზავროდ და უთხრა მამამ: წადი ამ კაცთან ერთად. ზეციურმა ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ. გავიდნენ ორივენი გზაზე და უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი.
22. რადგან კეთილი ანგელოზი დაემგზავრება მას და კურთხეული. იქნება მისი გზა და მშვიდობით მობრუნდება უკან. 

ფსალმუნი 33
8. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ.

ფსალმუნი 90
11. რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
12. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.

ესაია 63
9. ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.

ეზეკიელი 28
14. მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი.

დანიელი 3
28. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: კურთხეულია ღმერთი შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და იხსნა თავისი მორჩილნი, რადგან მისი მოესავნი იყვნენ ისინი, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი ტანიც კი გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.

დანიელი 6
23. ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან მე ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც. ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.

მათე 18
10. ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.

საქმენი მოციქულთა 5
19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:

საქმენი მოციქულთა 7
35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.

საქმენი მოციქულთა 12
7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი.

2.7.2. Ангелы покровители, путеводители
Быт.21,17,, 24,40; 48,16 Исх.14,19.20,, 23,20.23,, 32,34 Чис.20,16 Тов.5,4-6.17. 22 Пс.33,8,, 90,11.12 Ис.63,9 Иез.28,14 Дан.3,95,, 6,23 Матф. 18,10 Деян.5,19; 7,35,, 12,7