სისხლის გამოყენება საკვებად დაუშვებელია


საკვანძო მუხლები:

დაბადება 9 : 4 ; ლევიანნი 3 : 17 ; ლევიანნი 7 : 26 ; ლევიანნი 17 : 10 ; ლევიანნი 19 : 26 ; მეორე რჯული 12 : 16 ; მეორე რჯული 15 : 23 ; 1მეფეთა 14 : 32 ; ეზეკიელი 33 : 25 ; საქმენი მოციქულთა 15 : 20 ; საქმენი მოციქულთა 21 : 25 ;
=3.43.4. სისხლის გამოყენება საკვებად დაუშვებელია

დაბ.9,4 ლევ.3,17,, 7,26.27,, 17,10-14,, 19,26 რჯ.12,16.23-25.27,, 15,23,, 1მფ.14,32-34 ეზეკ.33,25 საქ.15,[20.29],, 21,25 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9
4. ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.

ლევიანნი 3
17. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ. 

ლევიანნი 7
26. არსად არ ჭამოთ თქვენს საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
27. ყველა, ვინც კი შეჭამს რაიმე სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

ლევიანნი 17
10. თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.
11. რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.
12. ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს: არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი; არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი.
13. თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენს შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს.
14. რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს.

ლევიანნი 19
26. ნურაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ.

მეორე რჯული 12
16. ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
23. მხოლოდ გაფრთხილდი, სისხლი არ შეგეჭამოს, რადგან სისხლი სულია და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო.
24. არ შეჭამო იგი, წყალივით დაღვარე მიწაზე.
25. არ შეჭამო იგი, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, თუ სწორად მოიქცევი, უფლის თვალში.
27. მიიტანე შენი აღსავლენები - ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე. საკლავის სისხლი დაღვარე უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოზე, ხორცი კი შეჭამე.

მეორე რჯული 15
23. ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე. 

1მეფეთა 14
32. მივარდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე. სისხლითურთ ჭამდა ხალხი.
33. შეატყობინეს საულს: აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს. თქვა: ფიცი გაქვთ გატეხილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.
34. თქვა საულმა: გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ. მიჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ.

ეზეკიელი 33
25. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სისხლით ჭამთ და თვალებს კერპებისკენ აპყრობთ? სისხლს ღვრით და ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?

საქმენი მოციქულთა 15
20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. 
29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!

საქმენი მოციქულთა 21
25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.

3.44.4. Крови не ешьте
Быт.9,4 Лев.3,17,, 7,26.27,, 17,10-14,, 19,26 Втор.12,16.23-25.27,, 15,23,, 1цар.14,32-34 Иез.33,25 Деян.15,[20.29],, 21,25