ღამის სათევი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 19 : 2 ; დაბადება 24 : 23 ; დაბადება 31 : 54 ; დაბადება 42 : 27 ; იესო ნავეს ძე 2 : 1 ; იესო ნავეს ძე 8 : 9 ; მსაჯულნი 19 : 4 ; რუთი 3 : 13 ; 2მეფეთა 11 : 9 ; 2მეფეთა 12 : 16 ; 1ნეშტთა 9 : 27 ; ნეემია 13 : 21 ; იობი 24 : 7 ; იობი 31 : 32 ; ფსალმუნები 58 : 15 ; იოველი 1 : 13 ; მათე 21 : 17 ; ლუკა 21 : 37 ; 2კორინთელთა 11 : 27 ;
=3.43.19 ღამის სათევი

- აბრაამმა შესთავაზა დაბ.19,2
- მოიკითხა აბრაამის მსახურმა დაბ.24,23
- მთაზე დაბ.31,34 ლუკ.21,37
- იაკობის ძეები გაჩერდნენ დაბ.42,27
- მზვერავები რახაბის სახლში იესნ.2,1
- საფარში იესნ.8,9
- ყმაწვილკაცი სიმამრის სახლში მსაჯ.19,4-20
- რუთი ბოყაზის ფეხებთან რუთ.3,13
- ურია მეფის სახლის კართან 2მფ.11,9
- მიწაზე ათევდა ღამეს მარხული დავითი 2მფ.12,16
- ღვთის სახლის გარშემო 1ნეშ.9,27
- მოვაჭრეები ქალაქის კედელთან ნეემ.13,21
- შიშვლად იობ.24,7
- გულმოწყალება მწირის მიმართ იობ.31,32
- მშივრები ფს.58,15
- ჯვალოში იოვ.1,13
- იესო ბეთანიაში მათ.21,17
- პავლეს უძილობა 2კორ.11,27

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19
2. თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.

დაბადება 24
23. და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”

დაბადება 31
54. დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე.

დაბადება 42
27. ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა პირი მოხსნა ტომარას, რათა საკვები დაეყარა სახედრისათვის და თავისი ვერცხლი დაინახა: ტომრის პირზე იდო.

იესო ნავეს ძე 2
1. ორი მსტოვარი გაგზავნა ფარულად იეშუა ნავეს ძემ შიტიმიდან და უთხრა მათ: "წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხო”. წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავი ქალის, სახელად რახაბის სახლში და იქ გაათიეს ღამე.

იესო ნავეს ძე 8
9. გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე.

მსაჯულნი 19
4. არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა იქ კაცი სამი დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.

რუთი 3
13. გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე.

2მეფეთა 11
9. ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მორჩილებთან ერთად, თავის სახლში არ წასულა.

2მეფეთა 12
16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.

1ნეშტთა 9
27. ისინი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.

ნეემია 13
21. ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან.

იობი 24
7. შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში გადასახური.

იობი 31
32. მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის.

ფსალმუნი 58
15. დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.

იოველი 1
13. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.

მათე 21
17. მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.

ლუკა 21
37. დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.

2კორინთელთა 11
27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.

---------------------------
სურათზე: ბოყაზი და რუთი