ყმაწვილქალი, გოგონა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 24 : 57 ; მსაჯულნი 11 : 38 ; რუთი 2 : 5 ; 1მეფეთა 9 : 11 ; 3მეფეთა 1 : 2 ; ესთერი 2 : 7 ; მათე 14 : 11 ; მარკოზი 5 : 41 ; იოანე 18 : 17 ; საქმენი მოციქულთა 16 : 16 ; რიცხვნი 31 : 18 ;
=4.15.55 ყმაწვილქალი, გოგონა

- რებეკა დაბ.24,57
- ტყვე მდედრი ბავშვები ცოცხლები უნდა დაეტოვათ რიცხ.31,18
- იფთახის ასული მსაჯ.11,38
- რუთი რუთ.2,5
- წყლის მზიდავი 1მფ.9,11
- მხცოვანი მეფის მომვლელი 3მფ.1,2
- ესთერი ესთ.2,7
- ეროდეს ასული მათ.14,11
- აღადგინა ქრისტემ მარ.5,41.42
- მღვდელმთავრის მეკარე იოან.18,17
- მისანი პითონის სულით საქ.16,16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
57. უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.

მსაჯულნი 11
38. უთხრა იფთახმა: "წადი” და გაუშვა იგი ორი თვით. ისიც წავიდა თავის მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად და იგლოვა მთებში თავისი ქალწულობა.

რუთი 2
5. ჰკითხა ბოყაზმა მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელთ: "ვისია ეს ყმაწვილქალი?”

1მეფეთა 9
11. ქალაქის აღმართს რომ შეუყვნენ, წყლის ამოსახაპად გამოსული ყმაწვილქალები შემოხვდათ. ჰკითხეს: "არის აქ სადმე მხილველი?”

3მეფეთა 1
2. უთხრეს მისმა მსახურებმა: "მოვძებნით ჩვენი ბატონი მეფისთვის ახალგაზრდა, ქალწულ ქალს, რომელიც მეფის წინაშე იდგება, მოუვლის და გვერდში დაუწვება. მაშინ გათბება მეფე, ბატონი ჩვენი”.

ესთერი 2
7. მან უპატრონა თავისი ბიძის ასულ ჰადასას, იმავე ესთერს, რადგან არც მამა ჰყავდა მას და არც დედა. ტანადი და მშვენიერი იყო ეს ყმაწვილქალი. დედ-მამა რომ დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა.

მათე 14
11. მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა.

მარკოზი 5
41. აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”
42. მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.

იოანე 18
17. მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.

საქმეები 16
16. ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

-----------------------
ანტონიო ბელუჩის ნახატი - რებეკას თანხმობა


4.15.55 Девица - молодая женщина
Быт.24,57 Чис.31,18 Суд.11,38 Руф.2,5; 1цар.9,11; 3цар.1,2 Есф.2,7 Матф.14,11 Мар.5,41.42 Ин.18,17 Деян.16,16