სიტყვა "ორი" ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 16 ; დაბადება 4 : 19 ; დაბადება 7 : 2 ; გამოსვლა 34 : 1 ; ლევიანნი 16 : 7 ; იესო ნავეს ძე 2 : 1 ; იერემია 2 : 13 ; მათე 6 : 24 ; მათე 18 : 19 ; მათე 22 : 40 ; მათე 27 : 38 ; გალატელთა 4 : 24 ; ეფესელთა 5 : 31 ; ფილიპელთა 1 : 23 ; გამოცხადება 11 : 3 ; გამოსვლა 26 : 24 ; გამოსვლა 28 : 7 ; გამოსვლა 36 : 22 ; გამოსვლა 37 : 21 ;
=2.1.55 სიტყვა "ორი" ბიბლიაში

- მნათობი დაბ.1,16
- ცოლი დაბ.4,19
- დედალ-მამალი ცხოველები დაბ.7,2
- კუთხე გამ.26,24
- ეფოდის ორი შემკვრელი სამხრე გამ.28,7
- ფიქალი, დაფა გამ.34,1.4
- რიკი გამ.36,22
- ტოტი გამ.37,21
- ვაცი ლევ.16,7.8
- მსტოვარი იესნ.2,1.4
- ბოროტება იერ.2,13
- ბატონი მათ.6,24
- შეთანხმებული მათ.18,19.20
- მცნება მათ.22,40
- ავაზაკი მათ.27,38
- აღთქმა გალ.4,24
- იქნებიან ერთნი ეფ.5,31
- მისწრაფება ფლპ.1,23
- მოწმე გმცხ.11,3

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
16. შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.

დაბადება 4
19. ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.

დაბადება 7
2. ყოველი წმინდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, დედალ-მამალი; უწმინდური პირუტყვისგან კი ორ-ორი, ისიც დედალ-მამალი.

გამოსვლა 34
1. უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.

ლევიანნი 16
7. აიღოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
8. წილი ჰყაროს აარონმა ამ ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის.

იესო ნავეს ძე 2
1. გაგზავნა ფარულად იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ორი მსტოვარი და დააბარა მათ: წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხონი. ისინიც წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის სახლში. და ღამე გაათიეს იქ.

იერემია 2
13. "რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

მათე 6
24. არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

მათე 18
19. ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20. ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.

მათე 22
40. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.

მათე 27
38. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთიც - მარცხნივ.

გალატელთა 4
24. ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.

ეფესელთა 5
31. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.

ფილიპელთა 1
23. ორივე მიზიდავს: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია.

გამოცხადება 11
3. მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ათას ორას სამოც დღეს იწინასწარმეტყველებენ ძაძით შემოსილნი.


2.1.55 Два, две, двое
Быт.1,16; 4,19; 7,2 Исх.26,24; 28,7; 34,1; 36,22; 37,21 Лев.16,7.8 Иисн.2,1 Иер.2,13 Матф.6,24; 18,19.20; 22,40; 27,38 Гал.4,24 Еф.5,31 Флп.1,23 Отк.11,3